“ეს პროექტი არ ეძებს სრულყოფილებას სტუდენტებში, არამედ ეძებს რეალურ ადამიანებს მიზნებით” - ლიზი ლოჩოშვილი, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი
საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობებს როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.
განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ბანკი 2023 წლიდან ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებთან პარტნიორობით, სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს.
ინიციატივის ფარგლებში, სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებს პირველივე კურსიდან შეუძლიათ კონკურსში მიიღონ მონაწილეობა და მოიპოვონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. პროგრამას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან უკვე 350-ზე მეტი სტიპენდიატი ჰყავს.
2025 წლის ერთ-ერთი სტიპენდიატი ლიზი ლოჩოშვილია, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს. ფსიქოლოგიამდე მედიცინას სწავლობდა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ სრულიად სხვა სფერო აინტერესებდა:
„სამედიცინო მიმართულებაზე სწავლისას მივხვდი, რომ პასუხის ძიება, კვლევა და მეცნიერული დისკურსის ცვლილება უფრო მიზიდავდა, ვიდრე კლინიკური პროცედურების ზუსტად დამახსოვრება. ფსიქოლოგია ერთმანეთისგან არსებითად განსხვავებულ მეთოდოლოგიებსა და ხედვებს აერთიანებს. ეს ჩემთვის გამორჩეული დისციპლინა გახდა, რომელმაც გამიჩინა სურვილი, მთელი ცხოვრების განმავლობაში ამ სფეროში, სიამაყით მემუშავა”.
ლიზიმ სტიპენდია პირველივე ცდაზე მოიპოვა, გასაუბრებაზე გულწრფელად ისაუბრა საკუთარ გეგმებზე, ინტერესებზე და ჟიურის მოწონებაც დაიმსახურა:
„სტიპენდია, რა თქმა უნდა, სტუდენტისთვის ფინანსურად ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ჩემთვის პირადად ამ სტიპენდიის მოპოვება სხვა კუთხით იყო მნიშვნელოვანი. გამიჩნდა განცდა, რომ საყვარელი სფეროს შესწავლის პირველივე ეტაპზე შეიძლება შემამჩნიონ, რომ გზა, რომელიც ავირჩიე და რომელიც საკმაოდ რთულია, მხოლოდ ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი და რომ ის არ დაფასდება მხოლოდ მაშინ, როცა მეცნიერულ სივრცეში ვიტყვი ჩემს სიტყვას”.
სამომავლოდ ლიზის სურვილი აქვს, რომ აიმაღლოს კვალიფიკაცია და იზრუნოს საქართველოში დისციპლინის განვითარებაზე:
„მინდა, რაც შეიძლება ბევრ კვლევით და პრაქტიკულ საქმიანობაში ჩავერთო. შემდეგი ეტაპია ევროპის რომელიმე უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამა კლინიკურ ფსიქოლოგიაში. იქ უფრო სიღრმისეულად ვისწავლი ყველა იმ მექანიზმს, რომელიც მაინტერესებს. დოქტორანტურისთვის განვიხილავ ამერიკას, სადაც ფსიქოლოგიური კვლევის კულტურა განსაკუთრებით განვითარებულია. საბოლოოდ, კი ვგეგმავ, ჩემი ცოდნა და გამოცდილება გამოვიყენო ჩემი ქვეყნის წინსვლისთვის, სადაც ფსიქიკური ჯანმრთელობა ჯერ კიდევ არ განიხილება სისტემურ პრიორიტეტად “.
ლიზიმ გეგმებთან ერთად, რჩევებიც გაგვიზიარა მომავალი კონკურსანტებისთვის:
„არ იფიქროთ იმაზე, როგორი უნდა იყოთ, რომ აგირჩიონ. ჩემი დაკვირვებით, ეს პროექტი არ ეძებს სრულყოფილებას სტუდენტებში, არამედ ეძებს რეალურ ადამიანებს საკუთარი გამოცდილებით, ავთენტურობით და მიზნებით”.
საქართველოს ბანკი განაგრძობს საინტერესო, მოტივირებული, ამბიციური ახალგაზრდების აღმოჩენასა და მხარდაჭერას. თუ თქვენც ეძებთ უკეთესი განათლების, განვითარების გზას, გადადით ბმულზე და გაეცანით მრავალფეროვან საგანმანათლებლო შესაძლებლობებს.
განათლების გზაზე არ გაჩერდეთ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
21.07.2025.19:00
„ბიზნეს ასისტენტი” - ეს არის პროექტი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს და გაუმარტივოს ცხოვრება ბიზნესს, - აცხადებს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, რომელიც დღეს გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. როგორც ირკვევა, ბიზნეს ასისტენტის“ სერვისით სარგებლობა შესაძლებელია სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში და ასევე სერვისის დამატების შესაძლებლობასაც იძლევა.
„თავიდანვე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ბიზნესისთვის იუსტიციის სახლთან ურთიერთობა არ არის ახალი ამბავი. ჩვენ ვართ მსოფლიოში მე მგონი ერთადერთი დაწესებულება, რომელიც საჯარო სერვისებთან ერთად ბიზნეს სერვისებსაც ვყიდით. ეს იქნება დაზღვევა თუ სხვა მიმართულებები. ეს არ არის პროექტი, რომელიც მოგებაზეა ორიენტირებული. ეს არის პროექტი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს და გაუმარტივოს ცხოვრება ბიზნესს. აქედან გამომდინარე, ის პაკეტები, რომელსაც იუსტიციის სახლი სთავაზობს ბიზნესს მორგებულია მათ ინტერესებზე. შეიძლება ბიზნესმა ისარგებლოს 3 თვიანი პაკეტით. 3 თვიანი, 6 თვიანი, 1 წლიანი, ასევე შესაძლებელია რაღაც სერვისების დამატება ან ამოკლება, ანუ ბიზნესს შეუძლია თავიდან ბოლომდე გადახედოს თავის საჭიროებებს, თავის ინტერესებს“, - აცხადებს ვახტანგ ჟვანია.
„ბიზნეს ასისტენტი“, ეს არის პროექტი, რომელიც სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის კიდევ უფრო გამარტივებულ და კომფორტულ თანამშრომლობას უწყობს ხელს.
პროექტი უკვე ფუნქციონირებს და მასში საქართველოში მოქმედი 20-მდე მსხვილი კომპანიაა ჩართული. „ბიზნეს ასისტენტი“ მომხმარებელს სთავაზობს სრულყოფილ სამართლებრივ დისტანციურ კონსულტაციას; სპეციალურ სივრცეს თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში; გასვლით მომსახურებას სასურველ მისამართზე თბილისის მასშტაბით.