ეს იყო სტაბილური ზრდის და პოზიციონირების წელი - „მკისა“ 2025 წლის შესახებ
Mkisa • მკისა ქართული აგროკომპანიაა, რომელიც 2020 წელს დაარსდა.
Business Insider Georgia - სთან კომპანიის ფინანსური დირექტორი ალეკო ცერცვაძე 2025 წელს აფასებს და სამომამვლო გეგმებზე საუბრობს.
„2025 წელი „მკისასთვის“ დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. განხორციელებული ინვესტიცია უკვე რეალურ შედეგებში აისახა, როგორც წარმოების მოცულობის, ისე ხარისხისა და ბაზრების გაფართოების თვალსაზრისით. ეს იყო სტაბილური ზრდის და პოზიციონირების წელი.
სამომავლოდ „მკისა“ გეგმავს გაფართოებას, ახალი ჯიშების ინტეგრაციით, ათვისებული ტერიტორიების გაფართოებით, ძლიერი საექსპორტო მაჩვენებლით, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით, როგორც ჩვენს ბაღებში, ისე კომპანიის მენეჯმენტის ჯაჭვში. მთავარი აქცენტი კეთდება წარმოების ეფექტიანობაზე, ხარისხის სტაბილურობასა და ექსპორტზე ორიენტირებულ განვითარებაზე “, - აცხადებს ალეკო ცერცვაძე.
ცნობისთვის, “მკისას” სამეურნეო ტერიტორიის ჯამური ფართობი 165 ჰა - ს შეადგენს. კომპანიის მიზანი არა მხოლოდ მიწის ფართობის ზრდა, არამედ რესურსის მაქსიმალურად ეფექტური გამოყენებაა.
დღის ტოპ 10 სიახლე
EBRD ირანის ომისგან გამოწვეული ზიანის შესამსუბუქებლად განვითარებადი ეკონომიკების მხარდაჭერას გეგმავს
სხვა სიახლეები
SOLO Business-ის მომხმარებლებისთვის ბრენდინგის ვორკშოპი გაიმართა
17.03.2026.18:54
ბათუმში SOLO Business-ის მომხმარებლებისთვის ბრენდინგის თემაზე ვორკშოპი გაიმართა. შეხვედრა SOLO Business Talks სერიის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად საშუალო ბიზნესისთვის ბრენდის სტრატეგიული მნიშვნელობისა და პრაქტიკული მიდგომების გაზიარებას ისახავდა.
ვორკშოპს უძღვებოდა ბრენდის სტრატეგიის კონსულტანტი და ტრენერი, ბრენდინგის შესახებ პირველი ქართული წიგნის ავტორი, შოთა ჩინჩალაძე.
შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ბრენდის შექმნისა და განვითარების პროცესზე, სტრატეგიულ მოდელებზე და იმ კომპონენტებზე, რომლებიც ბიზნესს გრძელვადიანი და კონკურენტული ბრენდის ჩამოყალიბებაში ეხმარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ მაგალითებსა და იმ ნაბიჯებს, რომლებიც კომპანიებს საკუთარი ბრენდის პოზიციონირების გასაძლიერებლად შეუძლიათ, გადადგან.
SOLO Business Talks წარმოადგენს რეგულარული შეხვედრების სერიას, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა მიმართულებით ცოდნის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებაში ეხმარება. იგი SOLO Business-ის - საქართველოს ბანკის პრემიუმ საბანკო ბიზნეს მომსახურების ნაწილია. SOLO Business აერთიანებს როგორც ყოველდღიურ პრემიუმ საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს, ისე სხვადასხვა ინიციატივას საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის, მათ შორის საგანმანათლებლო პროექტებსა და პროფესიული ქსელის გაძლიერების შესაძლებლობას.