რეესტრიდან ამონაწერით დადასტურდა ის მაჩვენებელი, რაზეც ვსაუბრობდით - Eagle Hills-ის პროექტში საქართველო ფლობს 33.33%-ს და ჩვენ როგორც სახელმწიფო ვართ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი | თორნიკე ზირაქიშვილი
ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი მიუთითებს, თუ რამდენად ღიაა კომპანია ასეთი სახის ჩართულობისთვის; მათთვის მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში საქართველოს ინტერესები იყოს გათვალისწინებული, - ამის შესახებ რადიო „სივრცის“ ეთერში, გადაცემაში Business Insider Georgia, სტუმრობისას Eagle Hills Georgia-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს დირექტორის მოადგილემ, თორნიკე ზირაქიშვილმა განაცხადა.
როგორც გუშინ გახდა ცნობილი, Eagle Hills Georgia-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს დირექტორის მოადგილე თორნიკე ზირაქიშვილი და Eagle Hills-ის დამფუძნებელი მოჰამედ ალი რაშედ ალაბბარი. ამონაწერი სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან გუშინ გამოქვეყნდა.
„გუშინდელი ამონაწერის გამოჩენა კიდევ ერთი დასტურია იმ მონაცემებისა და მაჩვენებლების, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, იმიტომ რომ ეს კომპანია სახელმწიფოს თანამეწილეობით არის შექმნილი. ჩვენ გვაქვს 33.33% ამაში და, ამასთან ერთად, როგორც სახელმწიფო, ვყოფილვართ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები. რა არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი? ეს არის ყველა გამართული კომპანიის, ყველა კორპორაციის მმართველობის სწორი და ყველაზე ღია ფორმა, რაც შეიძლება კომერციულ პროექტებს ჰქონდეს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ თავად კომპანიის მხრიდან თავიდანვე არსებობდა ღიაობა პროცესის მიმართ - მათ უნდოდათ, რომ ჩვენ გვქონოდა ასეთი ხედვა და ჩართულობა ამ პროექტში და ჩვენ გვქონდა წვდომა ყველა შესაბამის ინფორმაციაზე ამ მექანიზმის საშუალებით, რომელიც შეიძლება პროექტის განვითარებას უკავშირდებოდეს.
ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ეს არის ერთგვარი კავშირის მექანიზმი პროექტში დაგეგმილი მნიშვნელოვანი მოვლენების, ზედამხედველობის და სხვა კუთხით, რათა ქართულმა მხარემ მუდმივად იცოდეს, როგორ ვითარდება პროექტი, რა მდგომარეობაშია ის, ხომ არაფერი საჭიროებს ჩვენს ჩარევას. ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი მიუთითებს, თუ რამდენად გამართული და ღიაა კომპანია ასეთი სახის ჩართულობისთვის და რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის, რომ საქართველოს ინტერესები გათვალისწინებული იყოს პროექტის ფარგლებში. ასეთი ჩართულობა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ქართული მხარისთვისაც“, - განაცხადა ზირაქიშვილმა.
სხვა სიახლეები
ახალი ბრენდები და ინოვაციური მაღაზიის კონცეფციები - ისთ ფოინთი მომხმარებელს განახლებულ შოპინგ-გამოცდილებას სთავაზობს
11.12.2025.16:00
წელს ისთ ფოინთი ახალ წელს განსაკუთრებულად ხვდება.
12 დეკემბერს, 10:00 საათიდან ისთ ფოინთი სტუმრებს ახალ სივრცეში უმასპინძლებს, რითიც მათი შოპინგ-გამოცდილება კიდევ უფრო მრავალფეროვანი და სასიამოვნო გახდება. ადგილზე მოსულ სტუმრებს, დახვდებათ ახალი ბრენდები და სრულიად ახალი მაღაზიის კონცეფციები.
განახლებული სივრცის გახსნას თან ახლავს საახალწლო სეზონის დასაწყისიც.
12 დეკემბერს, 19:00 საათზე, ისთ ფოინთის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება.
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ისთ ფოინთი ტრადიციულად საახალწლო დღეების ათვლას ნაძვის ხის ანთებით იწყებს. წელს კი სტუმრებს სრულად განახლებული, თანამედროვე დეკორაციებით მორთული გარემო და ჯადოსნური ნაძვის ხე დახვდებათ.
საზეიმო ღონისძიება 12 დეკემბერს, 19:00 საათზე, ისთ ფოინთის მთავარ მოედანზე გაიმართება, სადაც სტუმრებს მრავალფეროვანი პროგრამა ელოდებათ:
ასევე ბევრი სიურპრიზი, რაც სტუმრებს საახალწლო განწყობას კიდევ უფრო აუმაღლებს და ღონისძიებას კიდევ უფრო დაუვიწყარს გახდის.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
გვესტუმრეთ ისთ ფოინთში და გახდით ამ ჯადოსნური დღის ნაწილი.
