მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7242.7
0.018
flag
AZN 1.607
0.0012
flag
CNY 39.765
0.0016
flag
EUR 3.1564
-0.0131
flag
GBP 3.6575
-0.0119
flag
KZT 55.74
0.0002
flag
TRY 0.0619
0
flag
USD 2.7321
0.0021

ეს არის გზავნილი, რომ საქართველო აირჩევს ინტელექტს, ინოვაციას და ინტეგრაციას - ვაკო თურნავა IT ბინადრობის ინიციატივაზე

news image

ეს არის გზავნილი, რომ საქართველო აირჩევს ინტელექტს, ინოვაციას და ინტეგრაციას, - ამის შესახებ  პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ და იმავდროულად დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრმა ვაკო თურნავამ საპარლამენტო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ შესატან ცვლილებებზე ისაუბრა, რომლის ინიციატორიც თავად არის. 

„დღეს, მზარდი გლობალური კონკურენციის პირობებში, საქართველო შედარებითი ეკონომიკური უპირატესობის მოსაპოვებლად ვეღარ იბრძოლებს მხოლოდ შეღავათიანი საგადასახადო პირობებით. საჭიროა, შევქმნათ სამართლებრივი და ბიზნესგარემო, რომელიც იმავე სიჩქარით ვითარდება, როგორც ტექნოლოგიები, და ისეთი პირობები, რომლებიც ინვესტორსაც და მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალსაც დაარწმუნებს, რომ საქართველო არის სწორი არჩევანი.

სწორედ ამ მიზნით, მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტს ინიციატივით მივმართე, რათა დაჩქარებული წესით შევიდეს ცვლილებები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში.

აღნიშნული ცვლილებები არ წარმოადგენს მხოლოდ ტექნიკურ იურიდიულ რეგულაციას — ეს არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ნაბიჯი და ახალი სიტყვა, რომელიც ერთდროულად ემსახურება საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, საგადასახადო სისტემის ეფექტიანობას და რეგიონულ და  საერთაშორისო ჭრილში პოზიციონირების გაძლიერებას. 

კანონპროექტი ადგენს სპეციალურ ბინადრობის ნებართვას IT სექტორის პროფესიონალებისთვის, რაც:

1.⁠ ⁠უზრუნველყოფს საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელებისა და წარმომადგენლების სტაბილურ ყოფნას ქვეყანაში;
2.⁠ ⁠საშუალებას მისცემს მცირე მეწარმეებად დარეგისტრირებულ უცხოელ სპეციალისტებს, დარჩნენ და საქმიანობა განახორციელონ საქართველოში გრძელვადიანად;
3.⁠ ⁠და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია — IT სექტორიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გაიზრდება საშემოსავლო გადასახადის შემოსავალი (მოსალოდნელია 3.6-ჯერ მეტი შემოსავალი მომდევნო 3 წლის განმავლობაში).

აქვე, მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით და მივმართო ჩვენს მოქალაქეებს — ეს ცვლილება თქვენს სამსახურს, განათლებას, ქალაქის და სოფლის განვითარებას მოემსახურება. ყოველი ლარი, რომელიც ქვეყანაში დარჩება და ამ ბინადრობის ნებართვის მფლობელების მიერ დაიხარჯება, ნიშნავს უფრო მეტ შესაძლებლობას თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის. გარდა პირდაპირი ფინანსური შემოსავლების ზრდისა, რომელიც თითოეულ ქართულ ოჯახს მოხმარდება, მაღალი კვალიფიკაციის IT სპეციალისტების საქართველოში მოზიდვა ხელს შეუწყობს მათ მიერ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ჩვენი ახალგაზრდების, სტუდენტების, დამწყები პროფესიონალებისთვის, რაც ერთი ორად გაზრდის აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის სარგებლიანობას ჩვენი ქვეყნისთვის.

მინდა მივმართო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც: საქართველო გახლავთ ქვეყანა, რომელიც აცნობიერებს გლობალური ციფრული ეკონომიკის როლს და დგამს მკაფიო პოლიტიკურ და საკანონმდებლო ნაბიჯებს. ჩვენ გელით საქართველოში არა როგორც ტურისტებს, არამედ როგორც პარტნიორებს — ინოვაციის, ზრდისა და განვითარების გზაზე.

ეს არ არის მორიგი საკანონმდებლო ცვლილება — ეს არის გზავნილი, რომ საქართველო აირჩევს ინტელექტს, ინოვაციას და ინტეგრაციას.

ბატონო თავმჯდომარე, პატივცემულო კოლეგებო, მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ ამ კანონპროექტს — დღეს ჩვენ ვწერთ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის წარმატების ახალ ისტორიას“, - აღნიშნა ვაკო თურნავამ.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Paragraph Resort & Spa Shekvetili და Paragraph Golf & Spa Tabori ქართველ სტუმრებს 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობენ - რა კეთდება მეტი სტუმრის მისაღებას

12.03.2026.18:00

Paragraph-ის ბრენდის სასტუმროებმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ექსკლუზიური შეთავაზება აამოქმედეს. აქცია ვრცელდება სასტუმროებზე: Paragraph Resort & Spa Shekvetili და Paragraph Golf & Spa Tabori (Autograph Collection) და საქართველოს მოქალაქეებისთვის 30%-იან ფასდაკლებას ითვალისწინებს.

„აირჩიეთ ბუნების სიმშვიდე ან ზღვის ჰორიზონტი და გაატარეთ დაუვიწყარი დღეები 30%-იანი ფასდაკლებით. შეთავაზება ძალაშია მარტის ბოლომდე და ვრცელდება შუა კვირის ჯავშნებზე - კვირიდან ხუთშაბათის ჩათვლით“, - აღნიშნულია სასტუმროების სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას სასტუმროების Paragraph Freedom Square, Paragraph Resort & Spa Shekvetili-სა და Paragraph Golf & Spa Tabori-ს გაყიდვების დირექტორმა, თამუნა ჩხეიძემ განაცხადა, კომპანია მაქსიმუმს აკეთებს მეტი სტუმრის დასაინტერესებლად, თუმცა საბოლოო შედეგი მაინც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საგარეო ფაქტორებზე.

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად Paragraph Resort & Spa Shekvetili-ს აქტუალობა იზრდება და ამ ფონზე Business Insider Georgia დაინტერესდა, ჯავშნების როგორი დინამიკაა შეკვეთილში მდებარე 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მაგალითზე. 

„ჯავშნების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჩვენს მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებზე. აპრილის ჯავშნებზე დიდ გავლენას ახდენს ისრაელში არსებული ვითარება და ზოგადად, სამეზობლოში განვითარებული მოვლენები. ამ ეტაპზე წინასწარი ჯავშნები არ გაუქმებულა, თუმცა პროცესს ვაკვირდებით, რადგან გაუქმების რისკი არსებობს. შესაბამისად, წინასწარ რაიმეს პროგნოზირება რთულია.

ჩვენი მხრივ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გამართულად ვიმუშაოთ და მეტი სტუმარი მოვიზიდოთ. აქტიურად ვთანამშრომლობთ იმ ქვეყნების წარმომადგენლებთან, რომლებიც გეოგრაფიულად კონფლიქტურ ზონებში არ მდებარეობენ; მათთვის ვაწყობთ გაცნობით ტურებს - ე.წ. „ფამ ტრიპებს“ (Fam Trips). ასევე, ვაგრძელებთ მონაწილეობას სხვადასხვა ტურისტულ გამოფენაში. ამჟამად პარიზში ვიმყოფები, სადაც საქართველოს საკონვენციო ბიუროსთან ერთად არაერთი შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი. ეს არ არის კლასიკური გამოფენა, თუმცა ბევრი საქმიანი შეხვედრაა გაწერილი, რაც მეტწილად MICE ტურიზმთან არის კავშირში. აქტიურად ვთანამშრომლობთ იმ ქვეყნებთან, სადაც პოტენციალს ვხედავთ და რაც ყველაზე მთავარია, სადაც პირდაპირი ფრენები გვაქვს“, - აცხადებს თამუნა ჩხეიძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა