ერთობლივი მუშაობით ვფიქრობთ, რომ მიღწევადია - ელგუჯა თურმანიძე უძრავი ქონების ბაზრის ზრდის ტემპის შენარჩუნებაზე
გარე ფაქტორებიდან გამომდინარე ჩვენ ვიწრო დერეფანში უნდა გავძვრეთ მაქსიმალურად უვნებლად, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან დეველოპერული კომპანია ELT Group-ის დამფუძნებელი ელგუჯა თურმანიძე. მისი თქმით, ყველაფერ უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოს უძრავი ქონების ბაზარმა არსებული ტემპი შეინარჩუნოს და ახალი ინვესტორებიც დააინტერესოს.
„დიახ, ამ ბაზარზე მომუშავე კომპანიებს გვიწევს ძალიან დიდი ძალისხმევა ხელისუფლებასთან ერთად, შევინარჩუნოთ აღნიშნული მდგომარეობა. კარგად იცით, რომ გარე ფაქტორებიდან გამომდინარე, რეგიონში ქვეყნის გარეთ, სხვადასხვა ქვეყნებში რა რთული ვითარებაა და ჩვენ ამ ვიწრო დერეფანში უნდა გავძვრეთ მაქსიმალურად უვნებლად. ამისათვის გვიწევს დიდი ძალისხმევა, როგორც არსებული ბაზრების შესანარჩუნებლად, ასევე ახალი ბაზრების ათვისებით ხდება კომპენსირება, როგორც შენარჩუნება, ასევე ზრდა. ამიტომ ამ ყველაფერს უნდა კიდევ ერთხელ, კარგად დეტალურად შესწავლა და ერთობლივი მუშაობით ვფიქრობთ, რომ ეს მიღწევადია. არ იქნება მარტივი, მაგრამ მიღწევადია“, - აღნიშნა თურმანიძემ.
სხვა სიახლეები
08.10.2025.20:00
„თბილისი დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ზანგეზურის პროექტზე მუშაობის პარალელურად საქართველომ მაქსიმალურად უნდა გაზარდოს შუა დერეფნის გამტარუნარიანობა. მისივე განმარტებით, „ჩვენ შევძლებთ კონკურენციის გაწევას“.
„თვითონ ის ფაქტიც, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი აქტიურად მუშაობენ ზანგეზურის პროექტზე, ცხადყოფს, რომ არსებობს ინტერესი და ეს ყველაფერი მიმართულია იმაზე, რომ შუა დერეფნის გამტარუნარიანობა გაიზარდოს. ესეც ერთ-ერთი ხელშემწყობი იქნება.
შეიძლება გარკვეულწილად ჩვენთვის კონკურენტიც იყოს, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ უნდა დავხვდეთ მზად - პირველ რიგში, ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურით. ასევე, უნდა განვახორციელოთ ინვესტიციები სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევძლებთ კონკურენციის გაწევას.
მაგრამ ის, რომ ზანგეზური სწრაფად აშენდება ძალიან რთული სათქმელი და წარმოსადგენია, ვინაიდან ეს ბევრ სხვა ფაქტორზეა დამოკიდებული.
სურვილი არსებობს, მიზანიც განსაზღვრულია და ალბათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში განხორციელდება. თუმცა იმ კორიდორსაც ექნება თავისი ღირებულება - ჯერ უნდა აშენდეს. ის არ იქნება იაფი პროექტი. მას სჭირდება შენახვა, ოპერირება და ა.შ.
აქედან გამომდინარე, ჩვენ შევინარჩუნებთ გარკვეულ უპირატესობებს, თუ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს დროულად შევასრულებთ,“ - განაცხადა რადიო „სივრცის“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას „თბილისის დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ ინაიშვილმა.