მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7082.3
0.0108
flag
AZN 1.586
-0.0005
flag
CNY 38.49
0.004
flag
EUR 3.1777
-0.0026
flag
GBP 3.6482
0.0037
flag
KZT 52.86
0.0028
flag
TRY 0.0629
0
flag
USD 2.6966
-0.0004

ერთი წელი, რომელმაც სტანდარტები შეცვალა — სალიტა მერკვილაძის კლინიკის წარმატების ისტორია

news image

პროფესიონალიზმის, გამოცდილებისა და თანამედროვე ხედვის სინერგიამ შექმნა შედეგი, რომელიც ციფრებზე მეტია — ათასობით პაციენტის ნდობა.

სწორედ ასეთ ნდობას ქმნის სალიტა მერკვილაძის მიერ დაფუძნებული დერმატოლოგიური და ესთეტიკური კლინიკა, რომელიც წარმატებით აჯამებს თავის პირველ სამუშაო წელს.

კლინიკა დაარსდა ერთი მთავარი იდეით — პაციენტზე ორიენტირებული, უსაფრთხო და შედეგზე დაფუძნებული ესთეტიკური და დერმატოლოგიური მომსახურება. 

ერთი წლის განმავლობაში ეს იდეა რეალობად იქცა ასობით კმაყოფილი პაციენტის, გამორჩეული შედეგებისა და მუდმივად მზარდი ნდობის სახით.

ერთი წელი – მნიშვნელოვანი ნაბიჯები
პირველი წლის განმავლობაში კლინიკამ:

* წარმატებით განახორციელა ასობით დერმატოლოგიური და ესთეტიკური პროცედურა;
* დანერგა თანამედროვე აპარატურული და ინექციური მეთოდები;
* ჩამოაყალიბა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მკურნალობის სტანდარტი;
* მოიპოვა პაციენტების ერთგულება რეკომენდაციების და რეალური შედეგების გზით;

ეს არ არის უბრალოდ ციფრები — ეს არის ადამიანების თვალსაჩინო ისტორიები.

სალიტა მერკვილაძე — ხედვა, რომელსაც შედეგი მოჰყვა

კლინიკის დამფუძნებელი, სალიტა მერკვილაძე, დერმატოლოგიისა და ესთეტიკური მედიცინის სფეროში გამოირჩევა არა მხოლოდ პროფესიული, უმაღლესი სამედიცინო ცოდნით დერმატო ვენეროლოგიაში, არამედ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით პაციენტის ჯანმრთელობისა და ბუნებრივი სილამაზის მიმართ. 

მისი ხედვა თავიდანვე მკაფიო იყო — არანაირი ინდივიდუალური იერსახის დარღვევა, მხოლოდ ასიმეტრიის გასწორება, შესაბამისი მკურნალიბა და ბუნებრივი შედეგი.

რატომ ირჩევენ ჩვენს კლინიკას?

✔ მაღალი პროფესიონალიზმი და გამოცდილება;
✔ თანამედროვე, სერტიფიცირებული ტექნოლოგიები;
✔ ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ პაციენტთან;
✔ კომფორტული, უსაფრთხო და სანდო გარემო;

სამომავლო გეგმები

ერთი წელი მხოლოდ დასაწყისია. კლინიკა გეგმავს მომსახურების გაფართოებას, ინოვაციური მეთოდების დანერგვას და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპებს, რათა პაციენტებს ყოველთვის შესთავაზოს  თანამედროვე, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი ესთეტიკური და დერმატოლოგიური მომსახურება.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის წიგნის კუთხეები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ქმნის განათლების შესაძლებლობებს

26.12.2025.14:13

საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი.

საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. იმისათვის, რომ განათლებისა და შემეცნების პროცესი ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადოს, 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს.

ამ მიმართულებით ერთ-ერთი გამორჩეული ინიციატივა წიგნის კუთხეებია მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, რომელიც ქართველ მკითხველს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ მათთვის სასურველ ლიტერატურას ქართულ ენაზე.

საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი წიგნის კუთხე ხელმისაწვდომია დუბლინში (ირლანდია), ათენისა (საბერძნეთი) და ბარსელონას (ესპანეთი) საკვირაო სკოლებში.

ამასთან, „წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებასთან“ თანამშრომლობით, ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა საბერძნეთში (ათენი), ესპანეთში (მადრიდი), კორეაში (სეული).

საქართველოს ბანკის წიგნის კუთხეების პროექტი გრძელდება და სულ მალე მსოფლიოს მასშტაბით ახალ ლოკაციებზეც იქნება ხელმისაწვდომი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლებისა და შემეცნების სივრცის შესაქმნელად, ინოვაციური ბიბლიოთეკების - იდეათეკების პროექტს ახორციელებს, რომელიც საქართველოს მასშტაბით, 11 რეგიონის 25 სკოლის 18 000-ზე მეტ მოსწავლეს აძლევს წვდომას განათლების მისაღებად საჭირო რესურსებზე.

თითოეული იდეათეკა აღჭურვილია 2000-ზე მეტი წიგნით - ზოგადი და სასკოლო საგანმანათლებლო რესურსით, კომპიუტერებით, პროექტორით და STEM კუთხით, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, გაეცნონ ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლებს, ჩაატარონ მარტივი ექსპერიმენტები და გადადგან პირველი ნაბიჯები დიადი აღმოჩენებისკენ.

ეს საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების მხოლოდ ნაწილია. ინიციატივების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა