ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს ევრობასკეტზე - საქართველოს ბანკი ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
დარჩენილი ორი შეხვედრა ევრობასკეტზე და ჯგუფიდან გასვლის შანსი. საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტის ფარგლებში სამი შეხვედრა გამართა. ესპანეთთან გამარჯვებამ (83:69) კი საქართველოს ნაკრებს ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი მოუტანა.
ახლა ეროვნული ნაკრები მომავალი შეხვედრებისთვის ემზადება, განრიგი კი შემდეგნაირად გამოიყურება:
2 სექტემბერი, 19:15 - კვიპროსი vs საქართველო
4 სექტემბერი, 16:00 - ბოსნია და ჰერცეგოვინა vs საქართველო
შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის პლეი-ოფში 6-დან 4 გუნდი გადავა და ჯგუფში თანაბრად დაგროვებული ქულების შემთხვევაში, უპირატესობა ურთიერთშეხვედრაში გამარჯვებულს მიენიჭება. შესაბამისად, კვიპროსთან, შემდეგ კი ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გამარჯვებით, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები პლეი-ოფის საგზურს ავტომატურად მოიგებს.
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს.
საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
02.09.2025.17:58
2025 წლის 8 თვეში ეიპიემ ტერმინალს ფოთმა 432 216 TEU კონტეინერი დაამუშავა, რაც 2024 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 18%-ით მაღალი მაჩვენებელია. 2024 წლის 8 თვეში 365 680 TEU კონტეინერი დამუშავდა.
ამავდროულად, 8 თვის მონაცემებით, 12%-ით გაზრდილია საკონტეინერო გემების მიღებაც. „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ წლის დასაწყისიდან დღემდე 239 საკონტეინერო გემი მიიღო, ხოლო 2024 წლის იგივე პერიოდში - 213.
რაც შეეხება გენერალურ ტვირთს, კომპანიის მიერ 2025 წლის დასაწყისიდან დღემდე 191 561 ტონა ტვირთი დამუშავდა, რაც 40%-ით მაღალი მაჩვენებელია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში. შარშან ამ დროს ეს რაოდენობა 136 852 ტონას შეადგენდა.
საბორნე გზით მიღებული ტვირთი 2024 წლის 8 თვესთან შედარებით მომატებულია 20%-ით. 2025 წლის პირველ 8 თვეში 113 060 ტონა ტვირთი შემოვიდა, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში 93 892 ტონა.
2025 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით, კომპანიის მიერ დამუშავდა 13 601 მანქანიანი კონტეინერი, ხოლო 2024-ში - 12 892 მანქანიანი კონტეინერი. ჯამში, ეიპიემ ტერმინალს ფოთის მიერ 2025-ში დამუშავდა 53 226 ავტომობილი, ხოლო 2024-ში - 52 405 ავტომობილი.