მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7105.9
-0.0003
flag
AZN 1.607
-0.0003
flag
CNY 37.961
-0.0034
flag
EUR 3.12
0.0231
flag
GBP 3.6991
0.0145
flag
KZT 53.43
-0.0004
flag
TRY 0.0697
0
flag
USD 2.7328
-0.0006

ერთად მეტი შეგვიძლია - „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს

news image

McHappy Day - მაკდონალდსის საქველმოქმედო კამპანიაა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა აქტივობებსა და მხარდაჭერას მოიცავს. „მაკდონალდს საქართველო“, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, McHappy Day-ის ფარგლებში წლებია ქმნის ისტორიებს, სადაც თითოეული თავი ახალი იმედით, სიხარულითა და წარმატებით არის სავსე. 

McHappy Day, ეს არის კამპანია, როცა ღიმილის მიღმა, კიდევ უფრო დიდი მისია დგას - სიყვარული, მხარდაჭერა და ერთიანობა. კამპანია მიზნად ისახავს, მხარი დაუჭიროს ბავშვებს, რომლებსაც სჭირდებათ სოციალური პირობების გაუმჯობესება, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევა თუ საზოგადოებასთან ინტეგრაცია. რაც მთავარია, მაკდონალდსისთვის მთავარ პრიორიტეტებს შორისაა განათლების ხელშეწყობა და განსაკუთრებული საჭიროებების ბავშვების მაქსიმალურად მხარდაჭერა. McHappy Day არის გზა, რომ კომპანიასთან ერთად, თითოეულმა მომხმარებელმა ოჯახური სითბო და მზრუნველობა გაუზიაროს მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

მაკდონალდსის უმნიშვნელოვანესი აუდიტორია ბავშვები არიან, ამიტომ მომავალ თაობაზე ზრუნვა კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მოტივაციაა. 2025 წლის საქველმოქმედო კამპანიის მთავარი გზავნილია - „ერთად მეტი შეგვიძლია“ და ეს ზუსტად ის სამყაროა, რომელსაც Mcdonald’s წლებია ბავშვებისთვის აშენებს, სადაც ყველა მსურველს შეუძლია კეთილ საქმეში ჩართვა და სადაც ყველა გრძნობს მხარდაჭერას, სითბოს, მხიარულებას და იმედს. Mcdonald’s-ის მისია ბავშვებისთვის ჯადოსნური მომენტების შექმნაა და ის ცდილობს, თავისი მომხმარებლებიც გახადოს ამ ინიციატივების ნაწილი, რაც ზრდის საზოგადოების ცნობიერებას. მომხმარებლების აქტიური მონაწილეობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან პატარა ნაბიჯებით, დიდი ცვლილებების მოხდენაა შესაძლებელი - ერთად შესაძლებელია ბავშვებისთვის მეტი ღიმილის და ბედნიერი მომენტების მინიჭება. ამ გზაზე, „Mcdonald’s საქართველო“ 2014 წლიდან დგას, როცა პირველი საქველმოქმედო კამპანია ჩაეშვა გზავნილით „გაუგზავნე ემოცია“. მას შემდეგ ყოველ წელს, განსაკუთრებული მისიით აღნიშნავს და არც 2025 წელია გამონაკლისი. 

მიმდინარე წლის საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში „Mcdonald’s საქართველოს“ იდეით, სპეციალურად შექმნილ, მოცულობით სტიკერს მომხმარებელი სიმბოლურ ფასად McDonald’s-ის ნებისმიერ რესტორანში ან მიტანის სერვისით შეიძენს. ის ასევე ხელმისაწვდომი იქნება McDonald’s-ის აპლიკაციაში. სტიკერები გაიყიდება მთელი ზაფხულის განმავლობაში და Mcdonald’s-ის მომხმარებლებს შეუძლიათ გახდნენ იმ ცვლილების ნაწილი, რითაც ერთად გადავდგამთ ნაბიჯს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების მომავლის გაუმჯობესებისკენ. ის თანხა, რომელიც სტიკერების გაყიდვიდან შეგროვდება, სრულად ასოციაცია „ანიკას“ ბენეფიციარი ბავშვების საჭიროებებს მოხმარდება, თუმცა „Mcdonald’s საქართველო“ აქ არ ჩერდება და საკუთარი კონტრიბუციითაც დაეხმარება ასოციაციას, თავისი მიზნების და სურვილების ასრულებაში. გარდა ამისა, „McDonald’s საქართველო“, „ანიკას“, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის სენსორული ოთახის მოწყობაში დაეხმარება. ეს ოთახი იქნება სივრცე, სადაც ისინი შეძლებენ სწავლას, განვითარებას, დასვენებას და გარემოსთან დამეგობრებას.

ვინაიდან განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის, სოციალური უნარების გაუმჯობესება მთავარი გამოწვევაა, საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში, „Mcdonald’s საქართველომ“ აქცენტი სწორედ სენსორული ოთახის მოწყობაზე გააკეთა, რადგან, სენსორული ინტეგრაცია ასრულებს არსებით როლს ბავშვის განვითარების პროცესში. ის პასუხისმგებელია ბავშვის როგორც მოტორულ, ასევე ინტელექტუალურ განვითარებაზე. სენსორული ზღურბლის ნორმირება კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს განვითარების სხვადასხვა ტიპის დარღვევის მქონე ბავშვებთან, ვინაიდან მომატებული ან პირიქით დაბალი სენსორული ზღურბლი არა მხოლოდ აფერხებს ფსიქიკური პროცესების ასაკის შესაბამისად განვითარებას, არამედ მისი სწორად დარეგულირების შემთხვევაში იგი მნიშვნელოვნად ეხმარება ბავშვს შეზღუდული უნარების ფორმირებასა და კომპენსაციაში.

ასოციაცია „ანიკა“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ერთ-ერთი წამყვანი ასოციაციაა, რომელიც საქართველოში 1997 წლიდან ხელს უწყობს შშმ ბავშვებისა და პირების ინკლუზიას და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას. ასოციაცია „ანიკას“ განხორციელებული აქვს მრავალი სახის აქტივობა, რომელიც ემსახურება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და შშმ პირთა უფლებების რეალიზებას. ასოციაცია „ანიკა“ ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა, რომელმაც ინიციირება გაუკეთა ინკლუზიურ განათლებას და მისი დახმარებით საქართველოს რამდენიმე სკოლაში ინკლუზიური კლასებიც შეიქმნა. ამავე სკოლებში მოხდა შენობების ადაპტირება. ასოციაცია „ანიკას“ განხორციელებული აქვს 100-ზე მეტი, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. 

1 ივნისს, „Mcdonald’s“-ის საქველმოქმედო კამპანია McHappy Days დაიწყო, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება. ამ კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით, ერისთავის „მაკდონალდსში“ ასოციაცია „ანიკას“ ბენეფიციარებს უმასპინძლეს და ლამაზი დღე აჩუქეს: მათი საყვარელი „ჰეფი მილებით“ გაუმასპინძლდნენ, დაასაჩუქრეს და სხვადასხვა გასართობი აქტივობები შესთავაზეს.

მაკდონალდსისთვის საქველმოქმედო საქმე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და ის ყოველწლიურად, McHappy Day-სა თუ სხვა კამპანიების ფარგლებში, მრავალ ორგანიზაციას ეხმარება. McHappy Day-ის საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში გასული წლების განმავლობაში „მაკდონალდს საქართველომ“ ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავში, თბილისსა თუ კოჯორში დახმარება გაუწია მრავალ ორგანიზაციას და სამომავლოდაც გააგრძელებს სხვადასხვა ბენეფიციარების დახმარებასა და მხარდაჭერას.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თბილისის მშრალი პორტის მშენებლობის თითოეული ფაზა ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ ჯამური ინვესტიცია 60 მლნ დოლარს მიაღწევს - ჯემალ ინაიშვილი

03.06.2025.18:12


თბილისის მშრალი პორტი (Tbilisi Dry Port) ოფიციალურად ამოქმედდა - თანამედროვე საკონტეინერო და სატვირთო ტერმინალმა დღეიდან მუშაობა დაიწყო. როგორც Tbilisi Dry Port-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ ინაიშვილმა მედიასთან განაცხადა, მშრალი პორტის მშენებლობა რამდენიმე ფაზას მოიცავს. პირველი ფაზის ფარგლებში პორტს ყოველწლიურად 100,000 TEU-ს დამუშავება შეუძლია. საბოლოოდ კი ყველა ფაზის დასრულების შემდეგ შეძლებს 200,000 TEU-მდე სიმძლავრის გაზრდას.

„თბილისის მშრალი პორტის პირველი ფაზა პროექტის მიხედვით წელიწადში 100 000 კონტეინერზეა გათვლილი. შემდეგ უკვე მეორე ფაზა ითვალისწინებს, რომ ეს რაოდენობა გაიზრდება 200 000 ერთეულ კონტეინერამდე. პარალელურად ვიწყებთ A კლასის საწყობების მშენებლობას. მეორე ფაზის ფარგლებში ჩვენ ავაშენებთ დაახლოებით 10 000 კვ/მ საწყობს და შემდეგ უკვე ამას დაემატება კიდევ 50 000 კვ/მ-ს თანამედროვე ტიპის, A კლასის საწყობები“, - აცხადებს ჯემალ ინაიშვილი.

მისივე განმარტებით, თბილისის მშრალი ტიპი ყველა სახის ტვირთებს მოემსახურება. პორტში შევა, როგორც იმპორტი, ასევე ექსპორტი. აღნიშნული ინფრასტრუქტურა გამოყენებული იქება ასევე ტრანზიტული ტვირთებისთვისაც.

„საექსპორტო ტვირთების გარკვეული რაოდენობა ზუსტად აქ მოთავსდება კონტეინერში და შემდეგ მოხდება მისი ტრანსპორტირება ფოთსა და ბათუმში და აგრეთვე ჩვენ ორიენტირებული ვართ, რომ ვიყოთ დამაკავშირებელი ცენტრალურ აზიასა და საქართველოს ნავსადგურებს შორის და ჩვენ ამ მიმართულებითაც გვაქვს უკვე კონკრეტული მოლაპარაკებები. მათ შორის ჩინელებთან და ჩინური ტვირთი შემოვა აქ გარკვეული რაოდენობით, აგრეთვე ყაზახეთთან და რა თქმა უნდა ჩვენს უახლოეს მეზობლებთან აზერბაიჯანთან და სომხეთთან. ყველა ტიპის ტვირთი, რომლის ტრანსპორტირება ხორციელდება კონტეინერით.

მე ძალიან ხშირად ვამბობ, რომ ჩვენ ექსპორტზე ორიენტირებული ქვეყანა ვართ და ჩვენი საექსპორტო ბაზა არის ცენტრალურ აზიაში და ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. ამიტომაც საჭირო იყო, რომ ინფრასტრუქტურა ყოფილიყო თბილისში განთავსებული. ვინაიდან, თბილისს ასეთი ტიპის საკონტეინერო ტერმინალი და ჰაბი არ გააჩნდა აქამდე. იმიტომ, რომ ძირითადი იმპორტი მოდის საქართველოში შემოსული ტვირთების თბილისზე და შესაბამისად ჩვენ უნდა ვყოფილიყავით ახლოს რა თქმა უნდა მთავარ სარკინიგზო კვანძთან და შესაბამისად ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, საიდანაც ხორციელდება ექსპორტი და აგრეთვე, ცენტრალური აზრის ქვეყნებთან განსაკუთრებით, ყაზახეთზე მაქვს აქცენტი და უზბეკეთზე ამ შემთხვევაში“, - აღნიშნა Tbilisi Dry Port-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, თბილისის მშრალი პორტის მშენებლობის ყველა ფაზის განხორციელების შემდეგ ინვესტიციის საერთო მოცულობა 60 მლნ დოლარს მიაღწევს.

„თითოეული ასე ვთქვათ ფაზა განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 60 მილიონს მიაღწევს“, - განაცხადა ინაიშვილმა.

თბილისი დრაი პორტი – მულტიმოდალური ლოგისტიკური ჰაბი უკვე ფუნქციონირებს საქართველოს დედაქალაქში

აღნიშნული პროექტი წარმოადგენს აბუ დაბი პორტს გრუპის, ნორვეგიული ვილჰელმსენ პორტ სერვისის და ადგილობრივი ინვეკოს კოლაბორაციას. თბილისი დრაი პორტი, პირველი თანამედროვე სარკინიგზო საკონტეინერო და სატვირთო ტერმინალი თბილისში ოფიციალურად ამოქმედდა. ობიექტმა მიიღო როგორც საბაჟო ზონის ავტორიზაცია, ასევე პირველი რკინიგზის ინფრასტრუქტურის ოპერირებისა და უსაფრთხოების სერტიფიკატი საქართველოს რკინიგზის სააგენტოსგან. პორტი სტრატეგიულად მდებარეობს როგორც განუყოფელი ნაწილი საქართველოს ძირითადი საზღვაო პორტებისთვის – ფოთისა და ბათუმისთვის, მომავალში ანაკლიისთვის – და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სავაჭრო ნაკადებში.

მთელ მსოფლიოში და ასევე შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებში ვითარდება საპორტო, სატერმინალო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა გაზრდილი მოთხოვნიდან და ტვირთნაკადიდან გამომდინარე. განსაკუთრებით კი აღნიშნული ეხება საკონტეინერო ტვირთებს როგორც თანამედროვე სტანდარტს ტრანსპორტირებისთვის.

ობიექტი შექმნილია მასშტაბური და ეფექტიანი ლოგისტიკური ოპერირებისთვის. სრულად პორტი შენდება 3 ფაზად 286 000 კვ.მ ტერიტორიაზე. ამ ეტაპზე დასრულებულია და საოპერაციოდ ფუნქიონირებს პირველი ფაზა , რომელშიც უკვე განხორციელდა 21 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია და ის მოიცავს::

• 110 000კვ.მ ტერიტორიას, რომელიც მოიცავს 50,000 მ² საკონტეინერო ეზოს სამი ერთეული ახალი საკონტეინერო ტექნიკით

• სამ 600-მეტრიან სარკინიგზო ჩიხს

• ორ საკუთარ სარკინიგზო ლოკომოტივს, რომლებიც დაკავშირებულია თბილისის დამხარისხებელ სადგურთან

• 2,500 მ² გადახურულ სასაწყობე სივრცეს

• სხვადასხვა ტიპის ამწე ტექნიკასა და სერტიფიცირებულ სასწორებს

ამ ინფრასტრუქტურით პორტს შეუძლია ყოველწლიურად 100,000 TEU-ს დამუშავება, საბოლოოდ კი ყველა ფაზის დასრულების შემდეგ შეძლებს 200,000 TEU-მდე სიმძლავრის გაზრდას.

მშენებლობის მეორე ფაზაში დაგეგმილია საკონტეინერო ეზოს გაფართოება, სარკინიგზო ჩიხის დამატება და თანამედროვე ა კლასის ტიპის 9800 კვ.მ საწყობის მშენებლობა.

თბილისი დრაი პორტი, გარდა იმისა რომ ემსახურება ქართულ პორტებს, ასევე ფუნქციონირებს როგორც საერთაშორისო საზღვაო ხაზებისთვის საკონტეინერო ჰაბი და დეპო – კონტეინერების დამუშავებისა და გადაადგილების ოპერაციების გაუმჯობესების მიზნით. ის წარმოადგენს მნიშვნელოვან პუნქტს ჩინეთიდან და შორეული აღმოსავლეთიდან "შუა დერეფნის" მეშვეობით რკინიგზით გადაზიდული კონტეინერებისთვის. ასევე, პორტი უზრუნველყოფს მოქნილ სატვირთო ნაკადებს ცენტრალური აზიიდან ან შორეული აღმოსავლეთიდან თბილისის დანიშნულებით სხვადასხვა სახის ტრანსპორტის გამოყენებით – რკინიგზით, მფლობელის კონტეინერით ან სატვირთო მანქანებით.

ა/წ 3 მაისს პორტმა მიიღო პირველი შემოსული მატარებელი, რომელიც MSC-ის საზღვაო ხაზის კუთვნილი 30 ერთეული 20-ფუტიანი სავსე კონტეინერით ჩამოვიდა ბათუმიდან. თითოეულ კონტეინერში 26 ტონაზე მეტი ტვირთი იყო განთავსებული, რაც წარმოაჩენს სარკინიგზო გადაზიდვის ეფექტიანობას, ეკოლოგიურ სარგებელს და მძიმე ტვირთის გადაზიდვის ეფექტურ შესაძლებლობას, სატვირთო სამანქანო ტრანსპორტთან შედარებით.

საზღვაო ხაზები, გადამზიდავები და ტვირთის მფლობელები ახლა სარგებლობენ მაღალი ხარისხის მულტიმოდალური ლოგისტიკური სერვისებით, რომლებიც ამარტივებენ მიწოდების ჯაჭვებს და ზრდიან სატრანზიტო პოტენციალს.

პორტის სტრატეგიული ადგილმდებარეობა უზრუნველყოფს: პირდაპირ წვდომას საერთაშორისო ავტომაგისტრალებთან ქალაქის ცენტრის ავლით, ასევე პირდაპირ კავშირს ეროვნულ სარკინიგზო ქსელთან, უპირატესობაა სიახლოვე სახმელეთო საზღვართან – მხოლოდ 70 კმ სომხეთთან და აზერბაიჯანთან და სულ 7 კმ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა