ერთად დავიცვათ ბუნების საკუთრება - საქართველოს ბანკის და CNF-ის კამპანიაში Ford Mustang-იც მონაწილეობს
9 დიდი ბრენდი, ერთი მიზანი - საქართველოს ბანკი, კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) თანამშრომლობით ახალ კამპანიას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც მოუწოდებს ბრენდებს, რომლებსაც ლოგოში ცხოველი ან ფრინველის სიმბოლო აქვთ გამოყენებული, აქტიურად ჩაერთონ გარემოსდაცვით აქტივობებში და წვლილი შეიტანონ ბუნების დაცვის პროცესში.
კამპანიას უკვე 9 პარტნიორი ჰყავს, მათ შორის ერთ-ერთი GT Motors-ის პორტფელში შემავალი საერთაშორისო ბრენდი Ford Mustang-ია.
“ჩვენთვის პატივია ვიყოთ იმ კომპანიებს შორის, ვინც შეუერთდა ამ ინიციატივას და გვინდა, ჩვენი მონაწილეობით სხვებსაც მივცეთ მაგალითი. თანაც როგორი საამაყოა, როცა ჩვენს შემთხვევაში ისეთ ბრენდებზე გვაქვს საუბარი როგორიც არის Jaguar და Mustang.
ჩვენს პორტფელში შემავალი საერთაშორისო ბრენდების სიმბოლიკა სრულიად ორგანულად ეხმიანება კამპანიის მთავარ გზავნილს - მართალია, Jaguar-სა და Mustang-ს ბრენდებად ჩამოყალიბების სრულიად სხვადასხვა ისტორიები აქვთ, თუმცა მათ აერთიანებთ ის, რომ ორივე ბრენდი სიმბოლურად გადმოსცემს იმ ძალასა და ენერგიას, რომელსაც ადამიანი ბუნებიდან იღებს“, - აღნიშნავს ელლა კამლაძე, GT Motors-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი.
Ford Mustang-ის ბრენდის სიმბოლო მორბენალი ცხენია, რომელიც ავტომანქანის ღრმა ამერიკულ მემკვიდრეობას ასახავს და საკუთარ თავში თავისუფლების, მუდმივი მოძრაობის იდეას აერთიანებს.
“საქართველოს ბანკის და CNF-ის კამპანია იდეალურად ეხმიანება იმას, რისიც ჩვენი გუნდის წევრებს ღრმად გვწამს - ის, რომ ბრენდის ძალა არ არის მხოლოდ ციფრებში გამოხატული ყოველწლიური შედეგები. GT Motors-ში სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია.
ჩვენ გვჯერა, რომ პასუხისმგებლობიანი ბიზნესი ყოველთვის სცდება კომერციულ ნაწილს და საზოგადოებისთვის ხდება მეტად ღირებული, დასამახსოვრებელი. ეს არის მადლიერების ის ფორმა, რომლითაც ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობიან ბიზნესს გვაქვს საშუალება ბუნებას დავუბრუნოთ იმ სიკეთის მცირე ნაწილი, რომელსაც ის გვაძლევს. ბიზნესს დიდი ძალა აქვს და ამ საქმეში ერთი ძალიან პატარა აგურის დადებამაც კი შეიძლება განუსაზღვრელად დიდი სიკეთე მოიტანოს. ჩვენს შემთხვევაში კი მიგვაჩნია, რომ როცა ჩვენი ბრენდების მთავარი პათოსი მოძრაობაა, ჩვენი მიზანი სწორი გზით სვლა უნდა იყოს - სწორი გზა კი ნამდვილად ასეთ ინიციატივებზე გადის“, - აღნიშნავს ელლა კამლაძე, GT Motors-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი.
ინფორმაციისთვის, კამპანია კრეატიულ სააგენტო Leavingstone-თან თანამშრომლობით ხორციელდება.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.08.2025.21:44
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში ცვლილებები შედის, რომლის ფარგლებშიც გაფართოვდება მეწარმეებისათვის მხარდაჭერის შესაძლებლობები. საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდაში დაეხმარება.
როგორც ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ იზრდება სახელმწიფოს თანამონაწილეობა როგორც სასესხო ნაწილში, ასევე ლიზინგის კუთხით. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საგრანტო კომპონენტის გაფართოებასა და ისეთი მიმართულებების მხარდაჭერაზე, როგორიცაა მწვანე პროექტები, ქალთა ჩართულობა ბიზნესში, ბიზნესის გაციფროვნება, კვლევა - განვითარება და აგროტურიზმი.
„ამ კუთხით, ბიზნესის წახალისება პოზიტიური ნაბიჯი იქნება ინოვაციური და მდგრადი პროექტების დასაფინანსებლად, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი,“ - აღნიშნა საქართველოს ბიზნეს - ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.