ერთად დავიცვათ ბუნების საკუთრება - საქართველოს ბანკის და CNF-ის კამპანიაში თსუ-ც მონაწილეობს
ბუნების დასაცავად, საქართველოს ბანკი, კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) თანამშრომლობით, ახალ კამპანიას ახორციელებს. ინიციატივის მიზანი ისეთი დიდი ბრენდებისა და ორგანიზაციების გაერთიანებაა, რომლებიც საკუთარ ლოგოში ცხოველისა თუ ფრინველის სიმბოლოს იყენებენ. კამპანიის ფარგლებში საქართველოს ბანკი პარტნიორებს მოუწოდებს, საკუთარი წვლილი შეიტანონ ბუნების დაცვის პროცესში.
კამპანია კრეატიულ სააგენტო Leavingstone-თან თანამშრომლობით ხორციელდება.
საქართველოს ბანკისა და CNF-ის კამპანიაში ამ ეტაპზე 9 ბრენდი მონაწილეობს, მათ შორის ერთ-ერთია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც ლოგოში ირმის სიმბოლოს გამოყენებისთვის CNF ფონდში დონაციას გაიღებს.
„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, როგორც საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული საგანმანათლებლო სივრცისთვის, რომლის ფუნქცია ცოდნის გადაცემა და პასუხისმგებლობიანი მოქალაქის ჩამოყალიბებაა, მნიშვნელოვანია მსგავს აქტივობებში მონაწილეობა. ამიტომ, როცა საქმე ეკოსისტემების დაცვას და ცნობიერების ამაღლებას ეხება, თსუ ყოველთვის მზად არის ჩაერთოს მსგავს ინიციატივებში. უნივერსიტეტი მუდმივად ცდილობს, ხელი შეუწყოს ეკოლოგიის, როგორც მეცნიერების დარგის პოპულარიზაციას და თემაზე ფართო საზოგადოებრივ ჩართულობას. შესაბამისად, საქართველოს ბანკისა და CNF-ის კამპანია სრულ თანხვედრაშია თსუ-ს ღირებულებებთან და სწორედ ამიტომ, ამ პროექტში ჩართულობა უნივერსიტეტისთვის ბუნებრივი და ლოგიკური ნაბიჯია”, - აღნიშნავს ლაშა საღინაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
თსუ-ს გერბზე/ლოგოზე გამოსახულია ირემი, რომელიც თავის ნუკრს ძუძუს აწოვებს – ეს არა მხოლოდ ძველი ქართული ხელოვნებით შთაგონებული სიმბოლოა, არამედ ძლიერი გზავნილიცაა, რომ თსუ სწორედ ის სივრცეა, სადაც ხდება ცოდნის და სიბრძნის გადაცემა თაობებს შორის.
“ბუნების დაცვა საერთო პასუხისმგებლობაა. შესაბამისად, ამ კამპანიაში მონაწილეობა მხოლოდ სიმბოლურ ქმედებას არ გულისხმობს, ეს არის პოზიციის დაფიქსირება იმაზე, რომ ბუნება ჩვენთვის მნიშვნელოვანი ღირებულებაა. როდესაც სხვადასხვა სექტორის ორგანიზაციები ერთიანდებიან გარემოს დასაცავად, იქმნება არა მხოლოდ ეფექტური შედეგი, არამედ ძლიერ საზოგადოებრივი გზავნილი: ზრუნვა მნიშვნელოვანია და შესაძლებელია თუ ამას ერთად გავაკეთებთ. გმადლობთ თანამშრომლობისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ კამპანიის შემდგომ ეტაპებს”, - ლაშა საღინაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
სხვა სიახლეები
როგორ ცვლის WE DO სამშენებლო ინდუსტრიას
24.10.2025.16:35
ვიდუ • WEDO – კომპანია, რომელმაც სწრაფად მოიპოვა ადგილი საქართველოს სამშენებლო სფეროში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური და მრავალპროფილური კომპანია, ფართოვდება და უახლოეს მომავალში ფილიალს ქუთაისში გახსნის.
კომპანიის მომსახურების სპექტრი მოიცავს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, უსაფრთხო და ხარისხიან საფასადე ინვენტარის იჯარას, მიწოდებას, მონტაჟსა და დემონტაჟის სერვისს. გარდა ამისა, WEDO სთავაზობს მომხმარებელს მშენებლობას,რემონტს,დიზაინს, არქიტექტურულ მომსახურებას, კონსულტაციებს და სამგზავრო ლიფტებს.
უფრო დეტალურად ბაზარზე არსებული სერვისებისა და მომხმარებლის მოთხოვნების შესახებ Business Insider Georgia კომპანია WEDO-ს დირექტორს, თეკო ფიფიას, ესაუბრა.
- რამდენი წელია, რაც WEDO ქართულ ბაზარზე ოპერირებს და როგორ განვითარდა კომპანია ამ წლების განმავლობაში?
- WEDO სამშენებლო ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა და უკვე 5 წელია აქტიურად ვოპერირებთ ინდუსტრიაში. ვერ ვიტყოდი, რომ მარტივი იყო, თუმცა ნამდვილად საინტერესო. საწყის ეტაპზე საქმიანობა სულ 3 თანამშრომლით დავიწყეთ — სტარტაპი სახელად „ვიდუ“, რომლებიც ყოველდღე ვცდილობდით მის განვითარებას.
დღეს „ვიდუს“ 100-მდე თანამშრომელი ჰყავს, და ეს ყველაფერი გუნდის განვითარებისკენ სწრაფვით არის გამოწვეული. ამ დროის განმავლობაში დავამატეთ პროდუქტები, სერვისები და სრულიად ახალი მიმართულებები. ბაზარმა გაგვიცნო, და უკვე ვიდუ ჩვენს პროდუქციასთან ასოცირდება. ბევრი საინტერესო ისტორია დგას ბოლო 5 წლის უკან, თუმცა, ალბათ, ერთი ინტერვიუ ამის ბოლომდე გადმოცემისთვის საკმარისი არ არის.
- დღეისათვის რა სერვისებს აწვდით ბაზარს და როგორია მომხმარებლის მოთხოვნა თითოეულ სერვისზე?
- ჩვენი კომპანიის ძირითადი მიმართულება არის საფასადე ლითონკონსტრუქციების – კერძოდ ხარაჩოსა და ელექტრო კალათის – იჯარა/რეალიზაცია და ამ პროდუქტებთან დაკავშირებული სრული სერვისი.
გამოცდილება გვაძლევს საშუალებას, ყველა პროექტს ინდივიდუალური გადაწყვეტა მოვუძებნოთ, მასშტაბების განსხვავების მიუხედავად. სწორედ ამიტომ წლების განმავლობაში ჩვენი პროდუქციის მოთხოვნა სტაბილურად იზრდებოდა, რაც მოწმობს სერვისის ხარისხსა და საიმედოობაზე.
გარდა საფასადე ინვენტარისა, ცოტა ხნის წინ დავამატეთ ახალი პროდუქტი –სამგზავრო ლიფტები.ეს მიმართულება ჩვენთვის საკმაოდ ახალი და საინტერესოა, ამიტომ ვცდილობთ აქაც ინოვაცია შემოვიტანოთ.
მთლიანობაში „ვიდუ“ აგრძელებს განვითარებას, აძლიერებს პოზიციებს ბაზარზე და მუდმივად ცდილობს მომხმარებლებს შესთავაზოს უფრო ეფექტური, უსაფრთხო და ინდივიდუალური გადაწყვეტილებები.
- რომელი ტიპის საფასადე ინვენტარს სთავაზობთ მომხმარებლებს და რით გამოირჩევა თქვენი შეთავაზება ბაზარზე არსებული სხვა ვარიანტებისგან?
- ძირითადი ორი პროდუქტი, რომელსაც ფასადის მოსაპირკეთებლად იყენებენ, არის საფასადე ხარაჩო და ელექტრო კალათა. პროექტის მიხედვით ზედაპირი იფარება საღებავის ფენით ან ვენტილირებადი ფასადით.
WHAT WE DO:
სერთიფიცირებული ინვენტარი, რომელიც შეესაბამება უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს;
ტექნიკური მხარდაჭერა და სერვისი – ტექნიკური სამსახური უზრუნველყოფს საფასადე ინვენტარის ინსტალაციას, გადაადგილებას და ყველა საჭირო მომსახურებას;
მორგებული პირობები – იჯარის ვადები, მიწოდება და მომსახურება ყოველთვის ინდივიდუალურად ეწყობა თითოეული კლიენტის მოთხოვნას;
სანდოობა და გამოცდილება – მრავალწლიანი მუშაობის განმავლობაში დავიმკვიდრეთ პოზიცია, როგორც სტაბილურმა და პროფესიონალმა პარტნიორმა სამშენებლო სფეროში.
სხვათა შორის, ჩვენ ერთ-ერთი პირველი ვიყავით, ვინც ფასადზე ელექტრო კალათით მუშაობა დანერგა საქართველოში. შემდგომ უკვე ტენდენციური გახდა ეს სერვისი, ამიტომ ყოველდღიურად ვცდილობთ რაიმე ინოვაცია შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს.
- როგორ მოახერხეთ ინოვაციური სერვისის ჩამოყალიბება ისეთ კონკურენტულ სფეროში, როგორიც სამშენებლო ინდუსტრიაა?
- თავდაპირველად საკმაოდ რთული იყო. გვინდოდა სერვისის დანერგვა, რომელიც სამშენებლო ინდუსტრიისთვის ახალი იქნებოდა. მაშინ მსგავსი სერვისი მხოლოდ ფიზიკურ პირებს ჰქონდათ, ფასების დიაპაზონიც განსხვავდებოდა. შემდგომ შევედით სტრუქტურიზებულ ბაზარზე, გავავლეთ სწორი ხაზი და მივხვდით, რომ გამონაკლისები არ უნდა დაგვეშვა. დროთა განმავლობაში საკმაოდ დიდი მომხმარებლების პორტფელი შევაგროვეთ – ეს ადამიანები დღემდე ჩვენთან არიან, მათთან წლების პარტნიორობა და მეგობრობა გვაკავშირებს.
- WEDO უკვე ოპერირებს თბილისში და ბათუმში. ხომ არ გეგმავთ სერვისების გავრცელებას სხვა დიდ ქალაქებშიც?
– რა თქმა უნდა, გვაქვს გეგმაში. ამ მომენტისთვის აქტიურად ვმუშაობთ ქუთაისის ფილიალის გახსნაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სერვისები მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება, ფილიალების ქონა მნიშვნელოვანია, რადგან ხელს უწყობს „ვიდუს“ დეცენტრალიზაციას.
- თქვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომელი სერვისი სარგებლობს უფრო დიდი პოპულარობით – გაქირავება თუ გაყიდვები?
- შემიძლია ვთქვა, რომ ორივე. არის შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს სურთ ხარაჩოს შეძენა , თუმცა მოგვიანებით ხვდებიან, რამდენად რთულია ასეთი პროდუქციის მენეჯმენტი. ხშირად ჩვენგან შეძენილ ხარაჩოს კვლავ ჩვენ ვუწევთ სხვადასხვა ტიპის სერვისს. ამიტომ ცალსახად ვერ გამოვყოფთ რომელიმე მიმართულებას. გაყიდვა თუ გაქირავება – ორივე შემთხვევაში, საბოლოოდ, ერთჯერადი ოპერაცია არ გამოდის და გრძელვადიანი ურთიერთობები გვიყალიბდება.
- როგორია თქვენი მიდგომა უსაფრთხოების და ხარისხის სტანდარტების დაცვასთან დაკავშირებით? გაქვთ შესაბამისი სერტიფიკატები ან შემოწმების მექანიზმები?
- ბაზარზე მხოლოდ სერთიფიცირებული სამშენებლო ინვენტარით ვოპერირებთ. გარდა ამისა, გვყავს სერთიფიცირებული ტექნიკური სამსახური, რომელიც პერიოდულად გადამზადებას გადის.
უსაფრთხოება ამ სფეროში უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, მით უმეტეს, ჩვენი პროდუქტები მასშტაბურ შენობებსა და ფასადებზე ინსტალირდება. მნიშვნელოვანია, რომ ხარაჩო ან ელექტრო კალათა უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად იყოს მოწყობილი. ასევე, სერთიფიცირებულები არიან ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლებიც.
- არქიტექტურულ მომსახურებაში ძირითადად რა ტიპის პროექტებზე მუშაობთ?
- არქიტექტურის მიმართულებას „ვიდუსთვის“ სტარტაპის სახე აქვს. 5 წელია, მშენებლებს ვეხმარებით სამუშაო პროცესების გამარტივებაში, ამიტომ საკმაოდ დიდი გამოცდილება დავაგროვეთ და გადავწყვიტეთ მშენებლები გავმხდარიყავით. საწყის ეტაპზე მხოლოდ კერძო სახლების პროექტებზე ვმუშაობთ – გვაქვს სრული არქიტექტურული სერვისი, შემდგომ კი, მოთხოვნიდან გამომდინარე, ვუზრუნველყოფთ რემონტთა და ავეჯით მოწყობასაც.
- სთავაზობთ თუ არა კლიენტებს პროექტის მართვის სრულ პაკეტს – დაწყებული კონსულტაციიდან, დასრულებული სარემონტო სამუშაოებით?
- სრული პაკეტი მოიცავს სახლის პროექტირებას, აშენებას, რემონტს, ინტერიერის დიზაინისა და ავეჯით მოწყობას. ჰოლისტიკურ სერვისს თავიდან ბოლომდე ჩვენი პროექტების მენეჯერი მართავს, მომხმარებელი უბრალოდ ადევნებს თვალს მიმდინარე მოვლენებს. მას არ უწევს კერამოგრანიტის ხელოსნის მოძიება, შპალერის გაკვრა ან ლურსმნების მიწოდება. მთავარი, რასაც მომხმარებელი იღებს, არის სიმშვიდე, რომელიც სამშენებლო და სარემონტო პროცესის ქაოსის გამო ირღვევა.
- გეგმავთ ახალი სერვისების დამატებას ან ტექნოლოგიური განახლებების განხორციელებას? როგორია კომპანიის განვითარების სტრატეგია უახლოეს მომავალში?
- მიუხედავად იმისა, რომ 5 წელი თითქოს მოკლე დროა, ეს მნიშვნელოვანი მონაკვეთი იყო. ამ პერიოდში განვვითარდით, დავტესტეთ სხვადასხვა მიმართულება და არ ვჩერდებით. მუდმივად ვცდილობთ რაიმე ახალი შევთავაზოთ ბაზარს – იქნება ეს სერვისი თუ პროდუქტი. ვემზადებით მშენებლობის მასშტაბური პროექტებისთვის და აქტიურად ვმუშაობთ ქუთაისში ფილიალის გახსნაზე. დარწმუნებული ვარ, კიდევ უამრავ სიახლეს შევთავაზებთ ბაზარს და გავაგრძელებთ ხარისხისა და ინოვაციების ტენდენციის დამკვიდრებას.