მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7034.6
-0.0064
flag
AZN 1.589
-0.0004
flag
CNY 37.587
-0.0077
flag
EUR 3.1184
-0.007
flag
GBP 3.5906
0.0001
flag
KZT 50.21
0.0017
flag
TRY 0.0664
0
flag
USD 2.7013
-0.0016

ერთად დავიცვათ ბუნების საკუთარება - საქართველოს ბანკის და CFN-ის კამპანიას სმარტი შემოუერთდა

news image

საქართველოს ბანკი, კავკასიის ბუნების ფონდთან (CFN) თანამშრომლობით ახალ კამპანიას ახორციელებს, რომელიც ბუნების დასაცავად ისეთი დიდი ბრენდებისა და ორგანიზაციების გაერთიანებას ისახავს მიზნად, რომლებიც საკუთარ ლოგოში ცხოველისა თუ ფრინველის სიმბოლოს იყენებენ. კამპანიის ფარგლებში საქართველოს ბანკი მოუწოდებს პარტნიორებს, საკუთარი წვლილი შეიტანონ ბუნების დაცვის პროცესში. აღნიშნული კამპანია კრეატიულ სააგენტო Leavingstone-თან თანამშრომლობით ხორციელდება.

ამ ეტაპზე საქართველოს ბანკისა და CFN-ის კამპანიას 9 ბრენდი შემოუერთდა, მათ შორის ერთ-ერთი არის სმარტი, რომელიც ლოგოში ციყვის სიმბოლოს გამოყენებისთვის CNF ფონდში დონაციებს გაიღებს.

„სმარტი“, 50-ზე მეტი სუპერმარკეტით,  ყველაზე ფართო CS (Convenience Store) ქსელია საქართველოში. ბრენდი, რომლის ლოგოსაც 2010 წლიდან ფუსფუსა, აქტიური, სასუსნაოს მოყვარული, მოგზაური ციყვი ამშვენებს, უერთდება საქართველოს ბანკისა და CFN-ის ახალ კამპანიას, რომელიც იმ კომპანიებს, რომლებიც ლოგოში ცხოველის სიმბოლოს იყენებენ, მოუწოდებს, სიმბოლურად გადარიცხონ დონაცია ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო ფონდში (CNF), როგორც ცხოველის სიმბოლოს გამოყენების „საავტორო უფლების“ საფასური.

ინიციატივის ფარგლებში, სმარტი რეგულარულად განახორციელებს დონაციას CNF ფონდში. 

„ვისოლ ჯგუფისათვის“ გარემოს დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია CSR სტრატეგიაში. შესაბამისად, „სმარტი“ სიამოვნებით შეუერთდა ინიციატივას. ციყვი „სმარტის“ ბრენდის განუყოფელი ნაწილი და მომხმარებლების საყვარელი სიმბოლოა, რომელსაც კომპანიის ვიზუალური რებრენდინგის დროსაც კი ვერ შეველიეთ.  ამიტომაც, ციყვის ვიზუალის გამოყენებისთვის „საავტორო უფლებების დაცვაში“ მონაწილეობა ჩვენს პასუხისმგებლობად მიგვაჩნია. მოხარული ვიქნებით, თუ სხვა კომპანიებიც აქტიურად ჩაერთვებიან ძალიან საინტერესო კამპანიაში, რომელიც ცხოველებსა და ბუნებაზე იზრუნებს, რადგან ადამიანების და კომპანიების ზემოქმედება გარემოზე ყოველწლიურად უფრო მძიმეა. შესაბამისი უნდა იყოს ამისთვის პასუხისმგებლობის ინიციატივებიც“, – აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ PR და CSR სამსახურის ხელმძღვანელი რუსუდან კბილაშვილი. 

აღსანიშნავია, რომ „სმარტი“ „ვისოლთან“ ერთად წარსულშიც აქტიურად იყო ჩართული საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ ცნობადობის ამაღლებასა და შიდა ტურიზმის განვითარების კამპანიებში. 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Chelti Winery-ს მორიგი საერთაშორისო აღიარება - 3 ოქროს და 1 პლატინის მედალი

05.08.2025.19:00

Chelti Winery / მეღვინეობა ჩელთი-ს მორიგი საერთაშორისო აღიარება. როგორც კომპანიის facebook-ის გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, „ჩელთის“ ღვინოებმა შანხაის მე-19 საერთაშორისო ღვინის კონკურსზე 3 ოქროს და 1 პლატინის მედალი მოიპოვა.

 „სიხარულით გვინდა გაგიზიაროთ, რომ ჩელთის ღვინოებმა შანხაის მე-19 საერთაშორისო ღვინის კონკურსზე 3 ოქროს და 1 პლატინის მედალი მოიპოვა!   
ღვინოები რომლებმაც მედლები მოიპოვა:
  ოქრო – Chelti Kisi Qvevri Dry White 2022
  ოქრო – Chelti Saperavi Qvevri Dry Red 2020
  ოქრო – Chelti Tsinandali Dry White 2023
  პლატინა – Chelti Saperavi Heritage Dry Red 2015“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა