ერთად აღვნიშნოთ PLUS -ის დაბადების დღე - გაიგე, რა გელოდება
5 ივლისი PLUS-ის დაბადების დღეა. საქართველოში ლოიალურობის ყველაზე მასშტაბური პროგრამა წელს 8 წლის ხდება. სწორედ ამ დღის აღსანიშნავად, საქართველოს ბანკის გუნდი, ლოალურ მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს უმზადებს.
PLUS-ის დაბადების დღეზე, საქართველოს ბანკის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ დაგროვილი PLUS ქულებით 200-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში ნებისმიერი ნივთი 50%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ.
სპეციალურად ამ დღისთვის მომხმარებლები მთელი წელი აგროვებენ ქულებს. თუმცა, არც ახლაა გვიანი, იმისთვის რომ PLUS-ის დაბადების დღეს მომზადებული შეხვდე, საქართველოს ბანკმა ლოიალურ მომხმარებლებს სხვადასხვა შეთავაზებები მოგიმზადათ.
28 ივნისს:
29 – 30 ივნისს:
30 ივნისს:
ექსტრა - ზე 20% PLUS ქეშბექი (მაქს. 100 ლარის)
ინფორმაციისთვის, თუ საკრედიტო AmEx ბარათით სარგებლობ, არ დაგავიწყდეს, რომ AmEx-ზე დაგროვებული MR ქულების გადაცვლა PLUS ქულებში სულ რამდენიმე წამში, მობილბანკის საშუალებით შეგიძლია.
გარდა ამისა, მობილბანკით PLUS ქულების სხვასთან გადარიცხვაც შესაძლებელია. თუ ოჯახისთვის, ან სამეგობროსთვის გსურს ნივთის ყიდვა, შეგიძლიათ, შეგროვილი ქულები გააერთიანოთ და ერთობლივად აიხდინოთ სურვილი.
ასე რომ, დრო ჯერ კიდევ გაქვს! შეაგროვე ქულები და შემოუერთდი PLUS დღესასწაულს, ერთადერთ დაბადების დღეს, როცა იუბილარი თავად გასცემს უამრავ საჩუქარს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
27.06.2025.16:04
როდესაც საქმე ეხება ავტომობილის ძრავის დაცვას, ეფექტიანობასა და გამძლეობას, Shell ერთ-ერთია იმ ბრენდებიდან, რომლებიც სტანდარტებს არა უბრალოდ იცავენ, არამედ თავად აყალიბებენ მათ. მსოფლიო ლიდერი საცხებ-საპოხი მასალების სფეროში, Shell გთავაზობთ პრემიუმ ხარისხის ზეთებს, რომლებიც განკუთვნილია როგორც მსუბუქი ავტომობილებისთვის, ისე მძიმე ტექნიკისა და ინდუსტრიული დანადგარებისთვის.
Shell-ის ტექნოლოგია უზრუნველყოფს ძრავის მაქსიმალურ დაცვას ექსტრემალურ პირობებშიც კი, ზრდის საწვავის ეკონომიას და ახანგრძლივებს ტექნიკის სიცოცხლის ციკლს — რაც საბოლოოდ დროისა და ხარჯების დაზოგვას ნიშნავს მომხმარებლისთვის.
Shell-ის მთავარი უპირატესობები
ნოვატორი ბრენდი, რომელიც იყენებს PurePlus ტექნოლოგიას
Shell იყო პირველი, რომელმაც დაიწყო უნიკალური PurePlus ტექნოლოგიის გამოყენება საწვავისა და საბაზისო ზეთის წარმოებაში. ამ ტექნოლოგიით დამზადებული პროდუქცია იცავს და ხელს უწყობს ძრავის სისუფთავეს, უძლებს ექსტრემალურ ტემპერატურულ პირობებს, სხვა დაბალი კლასის ძრავის ზეთებთან შედარებით, აქვს ნაკლები აორთქლება და ნაკლებად სჭირდება დამატება. გარდა ამისა, ხელს უწყობს საწვავის ეკონომიას, რადგან რაც უფრო ნაკლებია ძრავის ნაწილებს შორის ხახუნი, მით უფრო მარტივად მუშაობს შემადგენელი ნაწილები და უფრო ნაკლები საწვავია საჭირო.
ეს ტექნოლოგია გულისხმობს ბუნებრივი აირის გარდაქმნას უმაღლესი ხარისხის თხევად -საბაზისო ზეთად, მაშინ როცა სხვა მწარმოებლები -საბაზისო ზეთს ნედლი ნავთობისგან ამზადებენ. Shell-ის მთავარი კონკურენტული უპირატესობა სწორედ ის არის, რომ ამ ბრენდის საბაზისო ზეთი კრისტალურად სუფთაა და მასში არ არის ის მინარევები, რომლებსაც ნედლ ნავთობში ვხვდებით. Shell წინ უსწრებს ინდუსტრიის მოთხოვნებს და Shell PurePlus Technology-ს მეშვეობით აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ძრავის ზეთს - Shell Helix-ს.
Shell-ს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მსოფლიოში ეკოლოგიაზე ზრუნვაში. კომპანიის მიზანია, 2050 წლისთვის გახდეს ენერგობიზნესი, რომელსაც ექნება ნახშირბადის ნულოვანი ემისიები. გარდა ამისა, კომპანია ქმნის ეკომეგობრულ, ბიოდეგრადირებად შეფუთვებს და ქარხნებში იყენებს განახლებად რესურსებს.
Shell - სუპერქარების რჩეული
Shell გლობალური ავტოინდუსტრიის ლიდერების ტექნიკური პარტნიორია და თანამშრომლობს ისეთ დიდ ბრენდებთან, როგორებიცაა: BMW Motorsport, Scuderia Ferrari, Maserati, Ducati, Nissan, Hyundai Motorsport.
Scuderia Ferrari ყველაზე ტიტულიანი გუნდია ფორმულა 1-ის ისტორიაში და ერთადერთი ზეთი, რომელსაც იყენებს და რეკომენდაციას უწევს, არის სწორედ „შელის“ მიერ წარმოებული Shell Helix Ultra, დამზადებული GTL ტექნოლოგიით. აქვე უნდა ითქვას, რომ Shell, ძრავის ზეთების გარდა, არის საწვავის მწარმოებელიც, მის საწვავს Shell V-Power-ს მოიხმარენ ისეთი ბრენდები, როგორებიცაა Ducati და Scuderia Ferrari.
საინტერესო ფაქტები Shell-ის შესახებ
საქართველოში ბრიტანული ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი „თეგეტა მოტორსია“. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია Shell-ის ოფიციალური წარმდგენია სომხეთშიც.