მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7116.1
0.0015
flag
AZN 1.6064
-0.0001
flag
CNY 38.055
0.0052
flag
EUR 3.1203
0.0116
flag
GBP 3.7076
0.0128
flag
KZT 53.56
0.0002
flag
TRY 0.0694
-0.0004
flag
USD 2.7318
-0.0002

ეროვნულმა ბანკმა უნდა შეინარჩუნოს მონეტარული პოლიტიკის ნეიტრალური პოზიცია, დარჩეს მოქნილი და მონაცემებზე დაფუძნებით მიიღოს გადაწყვეტილებები - სსფ

news image

„ეროვნულმა ბანკმა ფართოდ უნდა შეინარჩუნოს პოლიტიკის ნეიტრალური პოზიცია, დარჩეს მოქნილი და მონაცემებზე დაფუძნებით მიიღოს გადაწყვეტილებები, რათა უზრუნველყოს ინფლაციური მოლოდინების შენარჩუნება. გაზრდილი გლობალური გაურკვევლობა სიფრთხილეს მოითხოვს, თუ ინფლაციური წნეხი გაგრძელდა, შეიძლება მონეტარული პოლიტიკის პოზიციის გამკაცრება გახდეს საჭირო,"- ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის რელიზშია ნათქვამი. 

 

როგორც სსფ-ის განცხადებაშია აღნიშნული, რეზერვების ბუფერების აღდგენა უნდა გაგრძელდეს. 

 

„რეზერვები 2025 წლის აპრილში 4.5 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, რაც სსფ-ს რეზერვების ადეკვატურობის საზომის (ARA) მაჩვენებლის 80 პროცენტს შეესაბამება. ბოლო პერიოდში დადებითმა სავალუტო შემოდინებებმა საქართველოს ეროვნული ბანკს საშუალება მისცა დაეკომპენსირებინა ვალუტის გაყიდვები, რაც წინა წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ განახორციელა. ამასთან, გაცვლითმა კურსმა შოკის შემწოვის ფუნქცია უნდა შეასრულოს. ეროვნულმა ბანკმა უნდა გააგრძელოს მონეტარული პოლიტიკის გადაცემის, ეფექტურობის, გამჭვირვალობის და სანდოობის გაძლიერება. მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაცია უნდა გაძლიერდეს ეროვნული ბანკის მხრიდან რისკთა ბალანსის შეფასებასა და იმაზე, თუ როგორ გავლენას ახდენს იგი პოლიტიკის გადაწყვეტილებებზე", - აღნიშნავს სავალუტო ფონდი. 

 

რელიზში ხაზგასმულია, რომ ეროვნული ბანკის მმართველობისა და დამოუკიდებლობის გაძლიერება მაკროეკონომიკური სტაბილურობის ცენტრალური საკითხია. საბჭოში ვაკანსიების შევსება და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნას კი სავალუტო ფონდი პირველ მისასალმებელ ნაბიჯად აფასებს.

 

IMF - ის მისია ალეხანდრო ჰაჟდენბერგის ხელმძღვანელობით 2025 წლის IV მუხლის კონსულტაციის ფარგლებში თბილისში 21 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით აწარმოებდა დისკუსიებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ამბასადორი აილენდ ბათუმსა“ და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

05.06.2025.19:28

ამბასადორი აილენდ ბათუმსა დაბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასშორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობის ძირითად მიზნებს  ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მიერ შემოთავაზებული იახტების მართვისა და სერტიფიცირების პროგრამების საერთაშორისო, ფართო აუდიტორიისთვის წარდგენა წარმოადგენს. აღნიშნული სასწავლო კურსის დახმარებით, ნებისმიერი დაინტერესებული პირი თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს დაეუფლება, რაც საბოლოოდ მცურავი საშუალებების მართვის მოწმობის, სულ რაღაც 14 დღეში, მიღების შესაძლებლობას იძლევა.


„ამბასადორის კუნძულზე" საქართველოში პირველი საერთაშორისო სტანდარტების იახტ კლუბის მშენებლობაა გათვალისწინებული, სადაც საზღვაო აკადემიის სპეციალური საწვრთნელი სივრცის განთავსება იგეგმება, რაც სამომავლოდ, კუნძულის მცხოვრებლებსა და ვიზიტორებს, ექსკლუზიურ შესაძლებლობას მისცემს, გაიარონ იახტების და სხვა მცურავი საშულებების მართვის კურსი და მიიღონ შესაბამისი სერტიფიკატი. 

„ჩვენი მიზანია, საზღვაო აკადემიაში გავზარდოთ განათლების ხარისხი, რათა ჩვენი კურსდამთავრებულები მეტად კონკურენტუნარიანები გახდნენ დასაქმების საერთაშორისო ბაზარზე. აკადემიის პოტენციალი და განვითარების ტემპი გვაძლევს საშუალებას საკმაოდ ამბიციური მიზნები დავსახოთ და განვახორციელოთ. ჩვენი გამოწვევაა, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ვაქციოთ ერთ-ერთ საუკეთესო საზღვაო სასწავლებლად შავი ზღვის რეგიონში. მემორანდუმი ხელს შეუწყობს ბათუმის და საზღვაო აკადემიის ცნობადობის გაზრდას, საერთაშორისო საზღვაო ასპარეზზე”,- განაცხადა საზღვაო აკადემიის რექტორმა მურთაზ დევაძემ.

ჩვენი პარტნიორობა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასთან წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ბათუმის, როგორც საზღვაო განათლების ლიდერი ქალაქის პროფილის ასამაღლებლად. ჩვენ მზად ვართ, ამბასადორის კუნძულის   საერთაშორისო ბაზრებზე წარდგენისას, ხაზი გავუსვათ, ჩვენს ქალაქში უმნიშვნელოვანესი ქართული ინსტიტუტის, საზღვაო აკადემიის არსებობას, რომელიც უმაღლესი ხარისხის საზღვაო განათლების მიწოდებას უზრუნველყოფს, როგორც  საქართველოს ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, მოვახდინოთ საერთაშორისო ვიზიტორების ინფორმირება, მოვიზიდოთ მაღალმხარჯველუნარიანი ვიზიტორები და მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ სწორედ ბათუმში იქმნება ის იშვიათი  შესაძლებლობა, ვიზიტის პარალელურად, გაიაროთ სპეციალური გადამზადების პროგრამა და მიიღოთ როგორც იახტების, ასევე სხვა მცურავი საშულებების მართვის მოწმობები” - აღნიშნა ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ.

„ამბასადორი აილენდ ბათუმიშავ ზღვაში ინოვაციურ პროექტს ავითარებს, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი ხელოვნური კუნძულის შექმნას მოიაზრებს. საპროექტო არეალზე განთავსებული მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა, ყველაზე მასშტაბურ იახტკლუბსა და ახალ საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც გააერთიანებს, რომელიც მიმართული იქნება ინოვაციური სერვისების მიწოდებისა და მცურავი საშუალებების მართვის შესწავლის  ხელშეწყობისკენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა