ეროვნული გამოცდების წინ, საბანკო ასოციაცია აბუტურიენტებს წარმატებას უსურვებს
განათლება საბანკო სექტორის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პრიორიტეტია.
ამ კვირაში, ათასობით აბიტურიენტი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპს გადის - იწყება ეროვნული გამოცდები. ეს დღეები სავსეა მოლოდინით და იმედით.
საბანკო ასოციაცია როგორც უმსხვილესი დამსაქმებელი სექტორის წარმომადგენელი ამ მნიშვნელოვან დღეებში თითოეულ აბიტურიენტს თავდაჯერებულობას, სიმშვიდეს და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას უსურვებს.
ჩვენ გვჯერა, რომ განათლება ღირებულებაა, რომლითაც ადამიანი საკუთარ მომავალს ქმნის და საზოგადოებაში კუთვნილ ადგილს იმკვიდრებს.
განათლების და ახალგაზრდების მხარდაჭერა საბანკო სექტორის CSR-ის საკვანძო მიმართულებაა. ბოლო წლების განმავლობაში მრავალი ინიციატივა განხორციელდა, რომლებმაც 500 000-ზე მეტ მოსწავლესა და სტუდენტს უკეთესი შესაძლებლობა შეუქმნა.
დეტალური ინფორმაცია კონკრეტულ პროექტებზე ცალკეული ბანკების ვებ გვერდებზე შეგიძლიათ იხილოთ.
წარმატებას ვუსურვებთ ყველა აბიტურიენტს!
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
02.07.2025.18:45
ტექნოლოგიური სცენა, რომელიც გლობალურ ტრენდებსა და ადგილობრივ ინოვაციებს აერთიანებს — სწორედ ასე შეიძლება მოკლედ შევაფასოთ Change Inspire, ტექ. კონფერენცია, რომელიც ნიშური შეხვედრიდან საქართველოსა და რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ მოვლენად იქცა. წელს ღონისძიების Game Changer პარტნიორი საქართველოს ბანკია — ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც AI ინოვაციების მხარდამჭერია და მას ბიზნესის ტრანსფორმაციისთვისაც აქტიურად იყენებს.
Change Inspire კი უკვე მეექვსედ იმართება და კიდევ ერთხელ გვპირდება, რომ იქნება ადგილი, სადაც ინოვატორები შეხვდებიან ერთმანეთს,გაცვლიან გამოცდილებას და ერთად უპასუხებენ შეკითხვას — როგორი უნდა იყოს ტექნოლოგიური პროგრესი რეალურ სამყაროში.
2025 წლის კონფერენციის მთავარი თემა — „AI ჩემპიონთა ლიგა“ — ყურადღებას ამჯერად სრულად ხელოვნურ ინტელექტზე ამახვილებს. სცენაზე კი ერთმანეთს გლობალური და ადგილობრივი კომპანიების ლიდერები შეხვდებიან.
და მაინც, რა დაგხვდებათ Change Inspire-ზე? ამას ამ ბლოგით გაიგებთ.
რა არის Change Inspire?
Change Inspire — საქართველოს ყველაზე მასშტაბური ტექ კონფერენციაა, რომელიც ყოველწლიურად იმართება და ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და ბიზნესის გადაკვეთის წერტილებზე კონცენტრირდება. ღონისძიება HT Solutions-ის ორგანიზებით ტარდება და წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება. წელს კონფერენციაზე 40-ზე მეტ სპიკერსა და 600-ზე მონაწილეს ელოდებიან.
საქართველოს ბანკის რვა სპიკერი სცენაზე
საქართველოს ბანკი წელს რვა გამომსვლელით წარსდგება, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას ფართო აუდიტორიას გაუზიარებენ და მიმოიხილავენ, როგორ ეხმარება AI ბიზნესის ზრდას, ეფექტიანობას თუ ციფრულ ტრანსფორმაციას.
საქართველოს ბანკის სპიკერები იქნებიან
• ვაჟა მანტუა – Where BoG Tech Strategy Meets AI
• მიხეილ ნადარეიშვილი – Disrupting Ourselves through AI: the Case of Bank of Georgia
• ედგარ ბრუტიანი – Human-Led, AI-Powered: Inside Our Generative AI Integration Journey
• თამარ გრიგალაშვილი, ნიკა ჭონიშვილი & ალექსანდრ ბერნადსკი (AWS) – Elevating Customer Support Productivity with GenAI
• ალექსანდრე ხორბალაძე – AI Code Reviewer
• ნინო სასანია – The Power of Data Literacy
• გიორგი მერკვილაძე – Enterprise Data Repository
სამი სცენა
კონფერენცია რამდენიმე სცენას აერთიანებს— თითოეული სხვადასხვა სიღრმესა და ინტერესს ეხმიანება:
Champions Stage - ბიზნესის ლიდერების სცენაა, სადაც AI-ს მეშვეობით ინდუსტრიების გარდაქმნის ინოვაციური სტრატეგიები და ხედვები იქნება განხილული.
Tech Deep Dive Stage ტექ. პროფესიონალებისთვისაა — ამ სცენაზე ისაუბრებენ საუკეთესო საინჟინრო მიდგომებზე, AI-ს რეალურ გამოყენებასა და IT პროფესიონალებისთვის საინტერესო ქეისებზე.
Workshop Stage კი ინტერაქტიური და პრაქტიკული სივრცეა, სადაც მონაწილეები უშუალოდ გაეცნობიან AI ხელსაწყოებს, ჩარჩოებს და მათი დანერგვის სტრატეგიებს.
რატომ უნდა დაესწრო?
• ნახავ, როგორ იყენებენ AI-ს წამყვანი კომპანიები პრაქტიკაში;
• გაიცნობ ადამიანებს, რომლებიც ქმნიან ტექნოლოგიურ მომავალს;
• მოისმენ რეალურ ქეისებს საქართველოს ბანკის კულტურიდან;
• მიიღებ შთაგონებას და კონკრეტულ რჩევებს შენი კომპანიის ან იდეის განვითარებისთვის.
დამატებითი ინფორმაციისთვის და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ვებგვერდს: https://changeinspire.ge/