ეროვნული ბანკი: საქართველოს ბანკი მწვანე დაფინანსების მიმართულებით ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს
საქართველოს ეროვნული ბანკის 2025 წლის მდგრადი დაფინანსების ანგარიშის თანახმად, საქართველოს ბანკი მწვანე დაფინანსების მიმართულებით ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.
ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის ბოლოს, ტაქსონომიის შესაბამისი მწვანე პორტფელის მთლიანმა მოცულობამ დაახლოებით 1.5 მილიარდი ლარი შეადგინა, სადაც საქართველოს ბანკის წილი 68%, ანუ 1,024 მილიონი ლარია.
საქართველოს ბანკი ასევე წამყვან პოზიციას იკავებს 2024 წლის განმავლობაში ტაქსონომიასთან შესაბამისი ახალი მწვანე საფინანსო პროდუქტების გაცემის მიხედვითაც. კერძოდ, ამ პერიოდში გაცემული მწვანე დაფინანსების 55% სწორედ საქართველოს ბანკის მიერ მოხდა.
“მწვანე სესხების იდენტიფიკაციისა და ანგარიშგების პროცესი საქართველოს ბანკში მაღალი სტანდარტებით ხორციელდება. ჩვენ ვახდენთ ყველა პროექტის დეტალურ შესწავლას ეროვნული ბანკის მწვანე ტაქსონომიის კრიტერიუმებთან შესაბამისობის დასადგენად. ბანკის მზარდი მწვანე პორტფელი დღეს აერთიანებს პროექტებს ისეთ სექტორებში, როგორიცაა განახლებადი ენერგია, მდგრადი მშენებლობა, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა, ეკო/ბიო პროდუქტის წარმოება და სხვა. თითოეული ეს პროექტი არის რეალური ნაბიჯი ქვეყნის მდგრადი მომავლისკენ, რომელშიც საქართველოს ბანკი როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს”, - განაცხადა ნინო თავაძემ, საქართველოს ბანკის მწვანე და კლიმატის დაფინანსების პორტფელის მენეჯერმა.
„2024 წლის შედეგები ნათლად ადასტურებს საქართველოს ბანკის სტრატეგიულ ერთგულებას მდგრადობის მიმართ და ჩვენს მნიშვნელოვან როლს ქვეყნის მწვანე ეკონომიკის განვითარებაში. 2023 წელს ჩვენ მიზნად დავისახეთ, 2024 წლისთვის მწვანე პორტფელის 875 მილიონ ლარამდე გაზრდა, თუმცა რეალურმა მაჩვენებელმა 1,024 მილიონს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 36.3%-იანი ზრდაა. მდგრადი დაფინანსება ჩვენი ESG სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, აღნიშნული მიღწევები და ჩვენი ლიდერული პოზიცია კი ადასტურებს, რომ ამ სტრატეგიის განხორციელება წარმატებით მიმდინარეობს. შესაბამისად, ჩვენ კიდევ უფრო აქტიურად განვაგრძობთ ბიზნესების მწვანე ტრანსფორმაციის ხელშეწყობას”, - განაცხადა ანა ოსაძემ, საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელმა.
ინფორმაციისთვის, მწვანე ტაქსონომია, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2022 წელს გამოქვეყნდა, ოფიციალურად განმარტავს ისეთ აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობს გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევასა და მხარს უჭერს ქვეყნის მდგრად განვითარებას. 2023 წლიდან ყველა ბანკი ვალდებულია მწვანე დაფინანსების ანგარიშგება მოახდინონ ქვეყანაში არსებული მწვანე კლასიფიკაციის სისტემის/ტაქსონომიის მიხედვით.
სხვა სიახლეები
ავთენტური ქართული გემოები ინოვაციური ფორმით – როგორია "გიშნაგორას" საქმიანობის სპეციფიკა
10.03.2026.18:00
„გიშნაგორა“ არის ქართული ბრენდი, რომელიც ქმნის ნატურალურ პროდუქტებს, ტრადიციულ რეცეპტებზე დაყრდნობით. მეტი დეტალისთვის Business Insider Georgia კომპანიის თანადამფუძნებელს, ხათუნა ხუხიას ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და
რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
„გიშნაგორა“ არის ქართული ბრენდი, რომელიც ქმნის ნატურალურ პროდუქტებს, ტრადიციულ რეცეპტებზე დაყრდნობით. ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანია ქართული, განსაკუთრებით მეგრული გემოების შენარჩუნება და მათი თანამედროვე ვერსიის მომხმარებლამდე მიტანა. ამ გემოებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ოჯახისთვისაც: ბრენდის შექმნის იდეა ეკუთვნით ჩემს შვილებს, რომლებიც აფხაზეთიდან არიან, ხოლო რეცეპტი დედას, რომელიც ასევე აფხაზეთიდან არის. ჩვენი მრავალფეროვანი რეცეპტები სწორედ ამ კულინარიული მემკვიდრეობის შთაგონებით იქმნება და აფხაზეთის ულამაზესი კუთხიდან მომდინარეობს.

საქმიანობა დავიწყეთ მცირე ოჯახური ბიზნესის სახით, ხოლო მომხმარებელთა დიდი ინტერესისა და დადებითი უკუკავშირის გათვალისწინებით, დროთა განმავლობაში გავაფართოვეთ.
დღეს მომხმარებლებს ვთავაზობთ პროდუქტთა მრავალფეროვან არჩევანს: სხვადასხვა სახეობის აჯიკას (მათ შორის მწვანე ნიგვზიან აჯიკას), ქართულ პესტოს, ნიორპასტას, სვანურ მარილს, საცივის საკმაზს, ასევე ტრადიციულ ტყემლისა და პომიდვრის საწებლებს. ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ ავთენტური ქართული გემოები - ნატურალური ინგრედიენტებით და ოჯახური რეცეპტებით შექმნილი ჯანსაღი ქართული პროდუქცია.
როგორია "გიშნაგორას" მიმდინარე ასორტიმენტი?

რას მიიჩნევთ კონკურენტულ უპირატესობად?
„გიშნაგორას“ მთავარი კონკურენტული უპირატესობა არის ოჯახური, თაობიდან თაობაზე გადმოცემული რეცეპტები, ნატურალური ინგრედიენტები და ავთენტური ქართული გემოები.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული პროდუქტი დამზადდეს ტრადიციული მეთოდებით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხარისხს. ამასთან ერთად, ვცდილობთ ტრადიცია შევუთავსოთ ახალ იდეებს.
სწორედ ტრადიციის, ნატურალური გემოს და ინოვაციის შერწყმაა ის, რაც „გიშნაგორას" მომხმარებლისთვის გამორჩეულსა და დასამახსოვრებელს ხდის.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
„გიშნაგორას“ სამომავლო გეგმები უკავშირდება როგორც პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას, ისე ბრენდის განვითარებას უფრო ფართო ბაზარზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ ახალი, საინტერესო პროდუქტები, რომლებიც ქართულ ტრადიციულ გემოებს თანამედროვე ფორმით წარმოაჩენს.

გარდა ამისა, ვგეგმავთ ბრენდის ცნობადობის გაზრდას და ეტაპობრივად საერთაშორისო ბაზარზე გასვლას, რათა ქართული გემოები უფრო ფართო აუდიტორიას გავუზიაროთ.