ეროვნული ბანკი ლარის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საკოლექციო მონეტების რეალიზაციას იწყებს
ლარის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნული ბანკი 5 ლარის ნომინალის ოქროს, ვერცხლისა და სპილენძ-ნიკელის საკოლექციო მონეტების რეალიზაციას იწყებს.
ვერცხლის, ოქროს და სპილენძ-ნიკელის მონეტების გაყიდვა შემდეგი პირობებით მოხდება:
ვერცხლის მონეტის შეძენა შესაძლებელი იქნება 2025 წლის 4 ივნისიდან, ოქროს მონეტის - 5 ივნისიდან, სპილენძ-ნიკელის მონეტის შეძენა კი - 6 ივნისიდან.
მონეტების გაყიდვა შესაბამისი თარიღების მიხედვით მოხდება საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებში დილის 10:00 საათიდან, ხოლო ელექტრონული პლატფორმა - www.tkt.geმეშვეობით, მხოლოდ ერთი დღით, დილის 10:00 საათიდან იმავე დღის ბოლომდე.
2025 წლის 9 ივნისიდან, მონეტების შესაბამისი მარაგის არსებობის შემთხვევაში, მათი რეალიზაცია საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებთან ერთად, გაგრძელდება ასევე, ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობითაც - https://moneymuseum.nbg.gov.ge/
www.tkt.ge პლატფორმაზე მონეტის შეძენის შემთხვევაში, მის სარეალიზაციო ღირებულებას დაემატება:
იმისათვის, რომ მონეტების შეძენა მაქსიმალურად ბევრმა დაინტერესებულმა პირმა შეძლოს, მათი გაყიდვის დაწყებიდან პირველი ხუთი დღის განმავლობაში თითოეული შემადგენლობის მონეტისთვისდაწესდება შეზღუდვა - ამ პერიოდში ერთ მომხმარებელს შეეძლება შეიძინოს არაუმეტეს:
თუ ერთი მომხმარებლის მიერ tkt.ge-ის ვებგვერდზე მოხდება შეზღუდულ ოდენობაზე მეტიერთეულის შეძენა, გაუქმდება ამ პლატფორმაზე განთავსებული შესაბამის ოდენობაზე მეტი ყველა შეკვეთა და მომხმარებელს დაუბრუნდება მხოლოდ უშუალოდ მონეტის, გადაზიდვისა და დაზღვევის საფასური. ვებგვერდის მომსახურების საკომისიო უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
მონეტების დიზაინი ღია კონკურსის წესით შეირჩა და მათი დიზაინერები მარიამ და შორენა ჩაჩანიძეები არიან. მონეტები პოლონეთის ზარაფხანაში მოიჭრა - ოქროს მონეტა - 1500-იანი, ვერცხლის მონეტა - 5000-იანი და სპილენძ-ნიკელის მონეტა - 20000-იანი ტირაჟით.
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, XX-ე საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, ქვეყანაში ფულად-საკრედიტო რეფორმებთან ერთად დაიწყო მუშაობა პირველი სრულფასოვანი ეროვნული ვალუტის შესაქმნელად, რაც 1995 წელს ლარის შემოღებით დაგვირგვინდა. სიტყვა "ლარი" ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს განძს, ქონებას, ხოლო "თეთრი", რომელიც ლარის მეასედ ნაწილს ეწოდა, ასევე, ძველი ქართული სამონეტო ტერმინია.
1995 წლის 25 სექტემბრიდან მიმოქცევაში გავიდა საქართველოს ეროვნული ვალუტა "ლარის" ბანკნოტები და მონეტები, ხოლო ამავე წლის 2 ოქტომბრიდან ლარი გამოცხადდა ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
ლარის შემოღება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე მართვადი, პოლიტიკურად და ეკონომიკურად დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
მონეტის ავერსის მარჯვენა მხარეს გამოსახულია ლარის ბანკნოტებზე დატანილი დამცავი ნიშნები ორნამენტების სახით, მარცხენა მხარეს - სტილიზებული წარწერა „30 წელი“ (ვერცხლის მონეტაზე აღნიშნული დეტალი ფერადია), ხოლო შუა ნაწილში - წარწერა „ქართული ლარი“.
მონეტის რევერსის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრის „5“ და ლარის სიმბოლოს „₾“ კომბინაცია, წარწერა „ხუთი ლარი“, რომელსაც წრიულად გარს ერტყმის მზის სხივების სიმბოლური გამოსახულების სახით წარმოდგენილი ხაზები. ასევე, დატანილია წარწერები: „საქართველო“, „Georgia”, „1995-2025”, რომელთა შორის გამოსახულია თეთრის მონეტების რევერსზე არსებული დეტალი.
სხვა სიახლეები
04.06.2025.17:02
ფოთის საზღვაო ნავსადგურში, 2025 წლის მაისში, მანქანებით დატვირთული კონტეინერების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა.
როგორც APM Terminals Poti • ეიპიემ ტერმინალს-ში განმარტავენ, 2025 წლის იანვრიდან დღემდე, პორტმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. მიუხედავად იმისა, რომ იანვრიდან ამ დრომდე კონტეინერის დამუშავების მაჩვენებელი ყოველთვიურად მზარდია (აპრილი - 50 848 TEU, მარტი - 53 083TEU), მაისი ამ მხრივ კიდევ უფრო გამორჩეული იყო.
იანვარ-მაისის მონაცემებით, ჯამში APM Terminals Poti-ს მიერ 255 944 TEU კონტეინერი დამუშავდა. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველ ხუთ თვეში 30314 ტეუთი (13,44%-ით) მეტი დამუშავდა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
გაზრდილია საკონტეინერო გემების მიღებაც.
APM Terminals Poti-მა 2025 წლის მაისის თვეში 32 საკონტეინერო გემი მიიღო, აპრილში - 27 , ხოლო მარტში - 30.
მანქანით დატვირთული კონტეინერების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა. მაისის თვეში ნავსადგურმა 2527 კონტეინერი მიიღო და დაამუშავა 7513 მანქანა, რაც წინა ორ თვესთან შედარებით მაღალი მაჩვენებელია: მარტი - 6134 მანქანა, აპრილი - 6310 მანქანა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში (მაისის თვეში) დამუშავდა 6709 მანქანა.