მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7100.1
0.002
flag
AZN 1.5736
-0.0005
flag
CNY 38.743
-0.0013
flag
EUR 3.1561
0.0081
flag
GBP 3.6135
0.0068
flag
KZT 53.81
0.0003
flag
TRY 0.061
0
flag
USD 2.6751
-0.0009

ეროვნულ საგანძურად ქცეული სუხიშვილების ისტორია - საქართველოს ბანკი სუხიშვილების ანსამბლის მთავარი სპონსორია

news image

ეროვნულ საგანძურად ქცეული სუხიშვილების ისტორია ერთ უწყვეტ მოძრაობას ჰგავს, რომელიც თაობებს აერთიანებს. თითქმის საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, ძველისა და ახლის უნიკალური სინთეზით ანსამბლი არასდროს გაჩერებულა და მუდმივად ავითარებდა საკუთარ ხელწერას.

ანსამბლისთვის გამორჩეულად ემოციური და დატვირთული აღმოჩნდა საიუბილეო 80 წელი. კერძოდ, წლის განმავლობაში გაიმართა უამრავი წარმოდგენა, დაიგეგმა ამერიკის შეერთებული შტატების ტურნე. მათ შორის, ისტორიაში პირველად, 2026 წლის იანვარში, ანსამბლი ნიუ-იორკის „Carnegie Hall“-ის სცენაზე წარდგება.

გარდა ამისა, დასის მთავარი სპონსორის - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მოეწყო ტრიუმფის 80 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა, რომელიც დღეს, 1 დეკემბერს სრულდება.

ეს ყველაფერი კი იმ შთაგონებით მოხდა, რომელსაც უმცროსი ილიკო სუხიშვილი ყველაზე კარგად ხსნის:

“ქართულ ცეკვას აქვს ის უხილავი, სულიერი ბირთვი, მუხტი, რომელიც სხეულის და მოძრაობების ნაერთს, ჩაცმულს ჩოხაში, აძლევს იმპულსს ქართული მოძრაობისკენ”.

სწორედ მუდმივი მოძრაობა და ინოვაციურობა იქცა სუხიშვილების ვიდეოს მთავარ ინსპირაციად, რომელიც კრეატიული სტუდია JoyBoy-ის მიერ შეიქმნა.
როგორც კრეატიული სტუდია JoyBoy-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი გიორგი კვიტატიანი აღნიშნავს, თუმცა საბოლოო ჩანაფიქრი რეალობად იქცა. ვიდეოში წარმოჩენილი უნიკალური არქივი და თანამედროვეობა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს და ასახავს ეროვნულ საგანძურად ქცეული თაობების კავშირს, რომლებიც ერთ ისტორიას წერენ.

“პროექტზე მუშაობის პროცესში დიდი წვლილი ფაიერ ფროდაქშენს მიუძღვის. ბევრი საუბრის, გადადებული თარიღებისა და მოულონდნელი სიხარულ-სიმწუხრის მიუხედავად, შევძელით რომ სუხიშვილებთან ინტერვიუების, არქივში ქექვის, ცეკვაში მცირედით დახელოვნებისა თუ ყველა სხვა მათთან დაკავშირებული ადამიანის გამოკითხვით, მივსულიყავით იმ შედეგამდე, რომლითაც ყველა კმაყოფილი იქნებოდა” - ამბობს გიორგი კვიტატიანი.

რაც შეეხება ანსამბლის ლოგოს, აქ ეროვნულ ჩოხაში გამოწყობილ მოცეკვავეს კვლავ უცვლელი ადგილი უჭირავს. რაც ხაზს უსვამს, რომ ტრადიცია არ იკარგება. ვიდეოც ვიზუალურად აჩვენებს, როგორ ერწყმის წარსული ახალ ხედვებს.

“ჩვენი ამოცანა მსოფლიოსთვის „სუხიშვილების” რაობის მოყოლა იყო იმ ვიდეოსა და განახლებული ლოგოს მეშვეობით, რომელსაც ანსამბლი საკუთარი მრავალმილიონიანი აუდიტორიის წინაშე - იაპონიასა, ინგლისსა თუ ახალ ზელანდიაში წარადგენს. ამიტომ, ვეცადეთ მთავარი სათქმელი ანსამბლის 80 წლიანი ისტორიით, უამრავი წარმოდგენით, ფეხზე მდგარი ლა სკალათი, უნიკალური ტანისამოსებითა და მოძრაობებით გამოგვეხატა, რომელიც მაყურებელს, უნივერსალური ენით გაუზიარებს სათქმელს” - აღნიშნავს გიორგი კვიტატიანი.

ქართული ფოლკლორის განვითარებაში შეტანილ ფასდაუდებელ წვლილზე საარქივო მასალებისა და ისტორიული ჩანაწერების გარდა რიცხვებიც საუბრობს. კონკრეტულად, სუხიშვილების ანგარიშზეა 15 000-ზე მეტი წარმოდგენა, 100-ზე მეტი ქვეყანა და 50 მილიონზე მეტი მაყურებელი, რომელთა მნიშვნელობაც ვიდეოშიც თვალშისაცემია.

მის გარეშე, რასაც „მისტიკას“ ვეძახი, ყველაფერი ცარიელი იქნება“, – ამბობს უმცროსი ილიკო სუხიშვილი.

მართლაც, სუხიშვილების გარეშე ქართული ცეკვა ვერ იქნებოდა ის განსაკუთრებული კულტურული ხიდი, რომელიც აერთიანებს თაობებს, ინოვაციასა და ტრადიციას. ვიდეოში არქივური კადრები და მოქმედი მოცეკვავეები ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს, ასახავს ეროვნული საგანძურის ღირსეულ გაგრძელებას და ერთ ისტორიად აერთიანებს თაობების კავშირს.

ასეთი მასშტაბური და უნიკალური ისტორიის გაჩერება შეუძლებელთან ერთად წარმოუდგენელიცაა. რადგან ბრენდად ქცეულ ანსამბლს, წინ კიდევ არაერთი ტრიუმფი ელოდება. ამ არც თუ ისე მარტივ გზაზე კი მათი მთავარი სპონსორი საქართველოს ბანკია. პარტნიორი, რომელსაც სუხიშვილებთან საერთო ღირებულებები აერთიანებს: არ გაჩერება და ინოვაციურობა. სწორედ ამ ღირებულებებით იქმნება მომავალი, რომელიც ტრადიციისა და თანამედროვეობის უნიკალურ სინთეზს ქმნის.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image იზრდება ტენდენცია ახალ ტექნოლოგიებზე და ადგილზე ვერ ვახვედრებთ შესაბამის კვალიფიკაციასა და კადრებს - ლევან ვეფხვაძე

23.02.2026.22:33

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განმარტებით, ეკონომიკური ზრდის პარალელურად საქართველოში კვალიფიციური კადრების დეფიციტი კიდევ უფრო გამძაფრდა რაც, მისი თქმით, პირდაპირ აისახება ბიზნესის მოლოდინებსა და განწყობებზე და BAG ინდექსის მაჩვენებლებშიც იკვეთება.

როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, 2019 წლიდან მოქმედი კვარტალური კვლევა, რომელსაც PMCG კვლევითი ცენტრი ახორციელებს IFO Institute-ის აპრობირებული მეთოდოლოგიით, ცხადად აჩვენებს კორელაციას ეკონომიკურ ზრდასა და შრომის ბაზარზე კვალიფიციური სამუშაო ძალის მოთხოვნას შორის, რაც განსაკუთრებით აქტუალური გახდა ტექნოლოგიურად განახლებული და ნახევრად რობოტიზებული წარმოების პირობებში.

„ჩვენი მიზანიც, როცა 2019 წელს აღნიშნული კვლევები (BAG ინდექსი) დავიწყეთ - ეს არ არის ჩვენი მეთოდოლოგია. ჩვენ ამ კვლევას ვუკვეთავთ და თავად არ ვახორციელებთ, რათა არ ყოფილიყო სუბიექტური. კვლევას ახორციელებს PMCG, ხოლო მეთოდოლოგია მიუნხენის ინსტიტუტიდან არის აღებული, რომელიც ძალიან აპრობირებული და გამოცდილი მეთოდოლოგიაა ზოგადად გერმანიაში.

ბოლო რამდენიმე წელი, თქვენ რომ ნახოთ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები - შეადაროთ და პრობლემას, რომელიც უკავშირდება კადრებს, პირდაპირ კორელაციაშია, როგორ მიჰყვება ერთი მეორეს. ეკონომიკის ზრდა ნიშნავს, რომ გააქტიურებულია როგორც კერძო სექტორი, ასევე საჯარო სექტორი. თუმცა კერძო სექტორის კონტრიბუცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს შემთხვევაში - საქართველოს შემთხვევაში.

რას ნიშნავს გააქტიურება? ეს არის ახალი პროექტები, ეს არის არსებული პროექტების გაფართოება, ეს არის მოზიდვა ინვესტიციების და ასე შემდეგ. ახალზე გადასვლა მაინც ტექნოლოგიურად განახლებულ პროცესს უკავშირდება. ეს არ არის ადრე, რომ ჩარხთან ადამიანი იდგა - ნახევრად რობოტიზებული სისტემებია, რომელსაც სჭირდება მაღალი კვალიფიკაციის მქონე სამუშაო ძალა, რომელსაც სჭირდება მომსახურეობა, შენახვა, მოვლა, გამოყენება სწორი და ასე შემდეგ. იმიტომ, რომ ყველაფერი, რაც უკავშირდება საბოლოო ჯამში პროდუქციის ღირებულებას, რაც უფრო იაფია შენახვის ხარჯი, მით უფრო საბოლოო ჯამში იაფია მით უფრო იაფია საბოლოო პროდუქტი.

აქ ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს ის კვალიფიციური კადრები, რომლებიც დროულად მოახდენენ გარდაქმნას, ადაპტაციას ახალ გარემოში, ან ახალი კადრები, რომლებიც მოვლენ, სწრაფად ისწავლიან, მიიღებენ რაღაცა ტიპის კვალიფიკაციას და ცოდნას და რაღაცა უბანს ჩაიბარებენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

სწორედ აქედან გამომდინარე, რომ იზრდება ტენდენცია ახალ ტექნოლოგიებზე, ახალ პროექტებზე და ამავდროულად ადგილზე ვერ ვახვედრებთ შესაბამის კვალიფიკაციას და კადრებს, ეს არის მუდმივად ის წუხილი, რომელიც ბოლო პერიოდია ბიზნესს აქვს. ეს ყველაფერი აგრეგირებულად, ჯამურად გამოიხატება იმ ინდექსში, რომელსაც ჩვენ ყოველ კვარტალურად ვაქვეყნებთ“, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა