მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7041.9
-0.0066
flag
AZN 1.6153
-0.0004
flag
CNY 38.015
-0.0048
flag
EUR 3.1219
0.0114
flag
GBP 3.6668
0.0025
flag
KZT 53.35
-0.0007
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7467
-0.0006

ერევანში Leasing Expo 2025 „თეგეტას“ პარტნიორი კომპანიის Premium Machinery Armenia-ს გენერალური სპონსორობით გაიმართა

news image

საავტომობილო სექტორში ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი გამოფენა Leasing Expo, რომელიც ერევანში ყოველწლიურად იმართება, წელს განსაკუთრებით მასშტაბური იყო. Premium Machinery Armenia-ს (PMA) გენერალური სპონსორობით ჩატარებულ ღონისძიებას 9 000 უნიკალური ვიზიტორი ესწრებოდა. PMA „თეგეტა ჰოლდინგის“ პარტნიორი კომპანიაა სომხეთში და ისეთ მსხვილ ბრენდებს წარმოადგენს, როგორებიც არის  JCB, Renault Trucks, Sitruk, Fendt, Valtra, Zetor, Goldoni და სხვა.

Premium Machinery Armenia უკვე მესამე წელია, ორგანიზებას უწევს და მხარს უჭერს Leasing Expo-ს და ამით ცდილობს, ხელი შეუწყოს სხვადასხვა კომპანიას, პროდუქციის წარმოჩენასა და მათ რეალიზაციაში. ამასთანავე, გამოფენის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ლიზინგის, როგორც ფინანსური ინსტრუმენტის, პოპულარიზაცია და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

გრიგოლ ბაიბურთი, Premium Machinery Armenia-ს დირექტორი: „მოხარულები ვართ, რომ Leasing Expo 2025-ის ღონისძიებაზე გაიზარდა როგორც მონაწილეთა, ისე დამსწრეთა რაოდენობა და შესაძლებლობა გვქონდა, ჩვენი კომპანიის პორტფელში არსებული ბრენდები მომხმარებლისათვის სათანადოდ წარგვედგინა. საგამოფენო ცენტრ „მერიდიანში“ მომხმარებელს მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია ჩვენი ტექნიკის შესახებ. მათ შორის იყო JCB, Renault Trucks, Sitruk და სხვა. საექსპოზიციო კომპლექსში შვიდი ლოკაცია გვქონდა ათვისებული. მათგან ორი ღია სივრცეში, სადაც სტუმრებს სატესტო და დემოშოუები შევთავაზეთ. გვინდოდა, მომხმარებლისთვის მიგვეცა შესაძლებლობა, უფრო კარგად გასცნობოდა ტექნიკურ პარამეტრებს და თავად შეეგრძნო პრემიუმ ბრენდების ძლიერი მხარეები თუ კომფორტი. საბოლოოდ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა -  გამოფენის ფარგლებში, 27 პირი  დაინტერესდა ჩვენი ტექნიკით და, Leasing Expo-ს პირობების შესაბამისად, სალიზინგო მომსახურებაზე შეიტანა განაცხადი. ყველაზე მაღალი მოთხოვნა ბრიტანული პრემიუმ ბრენდის, JCB-ს ტექნიკაზე იყო. ვფიქრობთ, მსგავს გამოფენებში მონაწილეობა ჩვენი პროდუქციის წარმოსაჩენად ყველაზე სწორი მარკეტინგული ინსტრუმენტია“. 

Premium Machinery Armenia-მ „მერიდიანის“ საგამოფენო ცენტრის სტუმრებს გლობალური ბრენდების ფართო სამოდელო რიგი, მათ შორის ახალი მოდელები წარუდგინა. სამშენებლო და კომერციული ავტოტრანსპორტი განთავსებული იყო როგორც შიდა, ისე გარე სივრცეში. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ ინდივიდუალური კონსულტაცია ტექნიკის, აქციებისა და გადახდის პირობების შესახებ. შენობაშივე იყო მოწყობილი სივრცე, სადაც დამსწრეებს VR სათვალის გამოყენებით ვირტუალური ტესტირების საშუალება მიეცათ. ამასთან ერთად, უშუალოდ დარბაზში რამდენიმე კონცეპტუალური სტენდი განთავსდა, სადაც Premium Machinery Armenia-მ Bridgestone-ის, Shell-ისა და Mobil-ის პრემიუმ საავტომობილო პროდუქცია წარადგინა.

საექსპოზიციო კომპლექსის ღია ნაწილში კი JCB-სა და სხვა პრემიუმ ბრენდების პროდუქციის სადემონსტრაციოდ დემოშოუ მოეწყო, რა დროსაც პრემიუმ კლასის ტექნიკის შესაძლებლობები და უპირატესობები უფრო თვალსაჩინოდ გამოჩნდა. 

ცალკე გამოიყო სივრცე B2B შეხვედრებისთვის, ასევე სექტორში არსებულ სიახლეებსა თუ გამოწვევებზე მსჯელობისათვის.

Leasing Expo ერთადერთი მასშტაბური გამოფენაა სომხეთში, რომელიც მანქანა-დანადგარების სექტორზეა ორიენტირებული. ექსპოზიციას წელს 50 მონაწილე კომპანია ჰყავდა, მათ შორის 40 მსხვილი ბიზნესი და რამდენიმე მცირე მეწარმე. გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ სომხეთის მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტი. 

Leasing Expo მონაწილეებს ერთი წლით დაემშვიდობა. Premium Machinery Armenia-ში აცხადებენ, რომ მომდევნო, 2026 წლის გამოფენას განახლებული პორტფელით და ახალი ბრენდებით შეხვდებიან. ამავდროულად კომპანია წელს 40%-იან ზრდასა და გეოგრაფიული არეალის გაფართოებას გეგმავს. 

ცნობისათვის, „თეგეტას“ სერვისპარტნიორი კომპანია ერევანში მუნიციპალური ტრანსპორტის, MAN-ის ავტობუსების გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს. სომხეთის დედაქალაქის მოსახლეობა უკვე ორი წელია, გერმანული პრემიუმ ბრენდის MAN-ის სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობს, რომლებიც ერევნის მუნიციპალიტეტს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვების შემდეგ „თეგეტა ჰოლდინგმა“ მიაწოდა. 

 

 

 

 

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 4 თვეში 2,182,811 მგზავრსა და 9,908 რეისს მოემსახურნენ

08.05.2025.10:34

2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13%-ით გაიზარდა და 2,182,811 მგზავრი შეადგინა (2024 წლის იანვარ-აპრილი - 1,936,381 მგზავრი).  

რაც შეეხება რეისების რაოდენობას, 2025 წლის პირველ 4 თვეში რეისების რაოდენობა 16%-ით არის გაზრდილი და ჯამურად  9,908 რეისია შესრულებული საქართველოს აეროპორტებში (2024 წლის იანვარ-აპრილი - 8,554 რეისი).   

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა 2025 წლის ოთხ თვეში - 1,442,525 მგზავრი და 7,283 რეისი მიიღო, Რაც გასული წლის პირველ 4 თვესთან შედარებით, მგზავრთნაკადის 13%-იან ზრდასა (2024წლის 4 თვე - 1,278,447 მგზავრი) და რეისების 17%-იან ზრდას წარმოადგენს (2024 წლის 4 თვე - 6,235 რეისი). 

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 2025 წლის იანვარ-აპრილში  506,564 მგზავრსა და 1,533 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 2,3%-იანი ზრდა ფიქსირდება  (2024 წლის 4 თვე - 495,235 მგზავრი), ხოლო რეისების რაოდენობა უცვლელია.   

რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, 2025 წლის იანვარ-აპრილში ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტი 233,722 მგზავრსა და 1,092 რეისს მოემსახურა. Წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის 43,7%-იანი ზრდა (2024 წლის 4 თვე -162,699 მგზავრი) და რეისების 36,7%-იანი ზრდა ფიქსირდება (2024 წლის 4 თვე - 779  რეისი).  

Რრაც შეეხება აპრილის თვეს, ჯამურად საქართველოს აეროპორტები 2025 წლის აპრილში 648,168 მგზავრსა და 2,846 რეისს მოემსახურნენ. 2024 წლის აპრილთან შედარებით მგზავრთნაკადის 24%-იანი (2024 წლის აპრილი - 521,139 მგზავრი) და რეისების 19%-იანი ზრდა დაფიქსირდა (2024 წლის აპრილი - 2,399 რეისი).   

 აპრილის თვეში თბილისის აეროპორტში 424,907 მგზავრი და 2,066 რეისი დაფიქსირდა. 2024 წლის აპრილთან შედარებით, მგზავრთნაკადის 17%-იანი (2024 წლის აპრილი - 364,511 მგზავრი) და რეისების 15%-იანი ზრდა  ფიქსირდება (2024 წლის აპრილი 1,794 რეისი).  

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აპრილში, გასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითმგზავრთნაკადის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. Დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა  გასულ თვეში 145,137 მგზავრი და 423 რეისი მიიღო, რაც წინა წლის აპრილთან შედარებით მგზავრთნაკადის 49%-იან ზრდას (2024 წლის აპრილი - 97,220 მგზავრი), ხოლო რეისების კუთხით 28%-იან ზრდას წარმოადგენს (2024 წლის აპრილი - 330 რეისი).  

ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტი აპრილში 78,124 მგზავრსა და 357 რეისს მოემსახურა. წინა წლის აპრილის თვესთან შედარებით, მგზავრთნაკადის 32%-იანი (2024 წლის აპრილი - 59,408 მგზავრი) და რეისების 30%-იანი ზრდადაფიქსირდა (2024 წლის აპრილი - 275  რეისი).

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა