მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7048.5
0.0132
flag
AZN 1.5878
0.0037
flag
CNY 37.916
0.0099
flag
EUR 3.1679
0.0206
flag
GBP 3.6599
0.0212
flag
KZT 49.91
-0.0001
flag
TRY 0.0653
0.0001
flag
USD 2.7002
0.0063

ერეკლე ბაღაშვილი - ველომოგზაური, რომლის ჟინიც არასდროს ჩერდება

news image

იცით, რითი განსხვავდებიან შეუჩერებელი ადამიანები? ისინი ყოველთვის იმ გზას ირჩევენ, სადაც სხვები შესაძლებლობას ვერ ხედავენ. და ეს იმიტომ, რომ მათ ჟინი ამბოძრავებთ. ჟინი არ არის მხოლოდ სურვილი ან ამბიცია. ეს არის შინაგანი ძალა, რომელიც დანებებას არ ცნობს.

თუ გზა მარტივია, ჟინი ქრება. მაგრამ საკმარისია წინ თავგადასავლებისა და დაბრკოლებების მთელი სერია მოჩანდეს, ჟინი ნამდვილ ცეცხლად იქცევა და იწყება ბრძოლა გამარჯვებამდე.

საქართველოს ბანკი სწორედ ასეთი შეუჩერებელი და მებრძოლი ადამიანების აღმოჩენასა და მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ადამიანების, რომლებიც მუდმივად ვითარდებიან, წინ მიიწევენ და არ ჩერდებიან, რადგან როგორც ჩვენი გმირი ამბობს:

“დღეს თუ დამარცხდი, ხვალ შეგიძლია ყველაფერი თავიდან დაიწყო“.

გიყვებით ერეკლე ბაღაშვილზე, 25 წლის ველომოგზაურზე, რომელიც მალე მსოფლიო რეკორდის დამყარებას აპირებს. სამომავლო გეგმებამდე კი, გიამბობთ თუ რა გზა გაიარა მან და როგორ შექმნა თავისი შეუჩერებელი ჟინი.

პირველი გამარჯვება

ველოსიპედის მიმართ ინტერესი მაშინ გაუჩნდა, როდესაც 8 წლის ასაკში ლეგენდარულ ჯუმბერ ლეჟავას შეხვდა. სწორედ ეს შეხვედრა იქცა მისთვის შთაგონებად, რომელმაც მომავალში დიდ გეგმებზე ფიქრი დააწყებინა. დაახლოებით ერთი წლის წინ კი, პირველი ველოც შეიძინა და ბავშვობის ოცნებების ახდენა დაიწყო.

რამდენი მწვერვალიც არ უნდა დაიპყრო, პირველი გამარჯვებით მოტანილ თავისუფლებას, ბედნიერებას და ემოციას ვერაფერი შეცვლის. ერეკლესთვის ასეთი სამცხე-ჯავახეთის გავლით, თბილისი-ბათუმის სამ დღიანი ველომოგზაურობა აღმოჩნდა.

თავიდან ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, თუმცა მოგზაურობის მესამე დღეს აჭარის მთებში, ხულოსთან, გოდერძის უღელტეხილზე ერეკლე ველოდან გადავარდა და საკმაოდ ძლიერი დაზიანებები მიიღო. დანიშნულების ადგილამდე 120 კილომეტრი აშორებდა, ამიტომ მოიკრიბა ძალა, კვლავ დაიწყო პედლების ტრიალი და სრული შემართებით განაგრძო გზა. მისთვის ეს იყო პირველი გამარჯვება და დაჯერება იმისა, რომ ყველაფერი შესაძლებელია.

“გოდერძის უღელტეხილზე ველოსიპედიდან გადავვარდი და ძლიერი დაზიანებები მივიღე. ერთდროულად ვიგრძენი ტკივილი, დაღლილობა, შიშიც კი. მაგრამ ყველაზე მეტად ბორბლებში მოყოლილი ჰამაკი მედარდებოდა. ვინაიდან, მასთან არაერთი ისტორია, მათ შორის ამაზონის ჯუნგლებში გატარებული დღეები მაკავშირებდა. დანებების დრო არ იყო, მეგობრის დახმარებით, მოვიკრიბე ძალა, დავჯექი ველოზე და ჯიუტად გავაგრძელე გზა“- იხსენებს ერეკლე ბაღაშვილი.

ჟინი ყველაფერს შეგაძლებინებს

ეს ყველაფერი მისთვის ახალი ცხოვრების დასაწყისი იყო. იმ დღიდან მოყოლებული, ერეკლე თავგადასავლებისა და მუდმივი ადრენალინის ძიებაშია.

და მართლაც, პორტუგალიაში ყოფნისას, გაბედულმა ველომოგზაურმა ერთი გიჟური, დაუჯერებელი იდეის განხორციელება დაისახა მიზნად. დაისახა და შეასრულა კიდეც, პორტუგალიიდან საქართველომდე არსებული 5091 კილომეტრი 67 დღეში დაფარა.

ცხელი მზე, წვიმიანი დღეები, რთული გზები და ცვალებადი კლიმატი, ერეკლესთვის მხოლოდ მორიგი გამოწვევა იყო საკუთარი შესაძლებლობების დასამტკიცებლად. 10 ქვეყანა გაიარა ისე, რომ ყველაზე რთულ გზებზეც კი თავს უსაფრთხოდ და თავისუფლად გრძნობდა. როგორც თავად აღნიშნავს, ჟინი არის ძალა, რომლითაც შენს გონებას გაუტეხელს ხდი, ასეთ დროს კი არ არსებობს გამოწვევა, რომელსაც ვერ გადალახავ.

“როცა ეს მოგზაურობა დავიწყე არც მიფიქრია რომ ვერ შევძლებდი. თავისუფალი გონება ყოველთვის იპოვნის გზას. და მეც შეუჩერებლად ვაგრძელებდი სვლას. “- ამბობს ერეკლე.

ჟინი, მსოფლიო რეკორდის მოხსნას აპირებს

პორტუგალიიდან დაბრუნების შემდეგ, ველომოგზაურის დაუღალავმა ჟინმა მსოფლიო რეკორდის დამყარება განიზრახა. ამჯერად, ერეკლე აპირებს ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებიდან გრიგოლეთამდე მანძილი 30 საათზე ნაკლებ დროში დაფაროს.

მისი თქმით, ეს გამოწვევა მხოლოდ ფიზიკური ძალის გამოცდა არაა. ეს არის ჯიუტი ნების, მენტალური გამძლეობის და შინაგანი ჟინის გამოცდა. რა დროსაც თითოეული კილომეტრი, გორაკი და წამი იქნება იმის მტკიცებულება, რომ ჟინი არასდროს ჩერდება. ველომოგზაურის თქმით ეს რეკორდი იქნება ერთგვარი ბილეთი მსოფლიო სპორტისკენ.

“მჯერა რომ საკმარისი ფიზიკური მონაცემები და პოტენციალი მაქვს იმისთვის, რომ ულტრაველო სპორტში პროფესიონალურად ჩავერთო. შემდეგი ნაბიჯი 2026 წლის Transcontinental Race-ზე გასვლაა. ევროპის ყველაზე დიდი ულტრაველო რბოლა. დაახლოებით იმავე მარშრუტის, რაც პორტუგალიიდან 67 დღეში გამოვიარე, ორ კვირაში, დაფარვა მომიწევს.“,- აღნიშნავს ერეკლე.

ეს ყველაფერი გვახსენებს, რომ ერეკლესნაირი ადამიანები ჩვენთვის შთაგონების წყაროა. მათი შეუჩერებელი ჟინი, დაუღალავი ენერგია და მომავლის იმედი გვიჩვენებს, რომ არ არსებობს მწვერვალი, რომლის დაპყრობასაც ვერ შევძლებთ. რადგან მაშინ, როცა წინ თითქოს შეუძლებელი გველოდება, ჟინი გვაძლევს ძალას, არ დავნებდეთ და გავაგრძელოთ გზა გამარჯვებისკენ.

ერეკლე ბაღაშვილის დაუოკებელი ჟინის შესახებ კიდევ უფრო მეტის გაგება ამ ვიდეოში შეგიძლიათ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა რობოტები დაასაქმა

12.09.2025.20:45

თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა რობოტები დაასაქმა. რობოტები, ტიჯი 1 და ტიჯი 2, TAV Georgia-ს თანამშრომლები არიან და მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას 1-ელი ოქტომბრიდან შეუდგებიან.

„რაც შეეხება სერვისებს - ჩვენ ძალიან ბევრი სიახლე გვაქვს. დღეს უკვე გაიცანით ჩვენი ახალი თანამშრომელი - რობოტი ტიჯი 1, ასევე გვყავს რობოტი ტიჯი 2, რომლებიც 1-ელი ოქტომბრიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს მოემსახურებიან. გარდა ამისა, ჩვენ ზამთრის სეზონს იმ პროექტებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გამოვიყენებთ, რომლებსაც ყოველწლიურად ამ ორ აეროპორტში ვახორციელებთ“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან TAV Georgia-ს ​ გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ TAV Georgia-ს ​ საქართველოში ოპერირების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.

სწორედ ამ ღონისძიებაზე წარადგინა TAV Georgia-მ რობოტი ტიჯი 1, რომელიც სტუმრებს სცენიდან მიესალმა და კომპანიის მიზნებსა და გეგმებზე სასაუბროდ „საკუთარი მენეჯერი“, თეა ზაქარაძე იხმო.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა