მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7076.2
0.0339
flag
AZN 1.5922
0.0045
flag
CNY 37.707
0.0084
flag
EUR 3.1532
0.0082
flag
GBP 3.6455
0.0018
flag
KZT 50.34
0.002
flag
TRY 0.0661
0.0001
flag
USD 2.7068
0.0068

ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე მომსახურების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს საქართველოში

news image

„ექსპრეს ლომბარდი“ ბაზარზე მომხმარებელთან ურთიერთობის სრულიად ახალ კულტურას ნერგავს და ამსხვრევს სალომბარდე სერვისებთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს უსაფრთხო მომსახურებას პრივატულ და დაცულ გარემოშირომელიც თანამედროვე მიდგომებსა და ტექნოლოგიებს მომხმარებლის კომფორტისთვის იყენებს.

ლომბარდის არჩევა საპასუხისმგებლო პროცესია, რადგან ის ფინანსური მომსახურების სანაცვლოდ, ხშირად, მომხმარებლისთვის სენტიმენტალური ღირებულების მქონე ნივთების ნდობას გულისხმობს. ამ საჭიროების საპასუხოდ, „ექსპრეს ლომბარდმა“ შეიმუშავა ხუთი ძირითადი პრინციპი, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს, ნივთის უსაფრთხოებას და ფინანსურ სარგებელს.

 

1. ნივთების შეფასება დაზიანების გარეშე: „ექსპრეს ლომბარდის“ ფილიალებში ნივთების შეფასება ხორციელდება თანამედროვე ტექნოლოგიებით, სერტიფიცირებული ექსპერტ-შემფასებლების მიერ. რაც გამორიცხავს ნაკეთობის დაზიანებას, გაქლიბვას ან პირვანდელი სახის ცვლილებას. კომპანიის სერტიფიცირებული ექსპერტ-შემფასებლები გადიან სპეციალურ სწავლებას,რათა უზრუნველყონ ზუსტი შეფასება ნივთის უსაფრთხოების გარანტიით.

 

2. მაღალი და გამჭვირვალე შეფასება: კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მაღალ შეფასებას ოქროს, ვერცხლისა და ბრილიანტის ნაკეთობებზე. მეტი გამჭვირვალობისთვის, ნებისმიერ მსურველს შეუძლია, სახლიდან გაუსვლელად, ვებგვერდზე განთავსებული ონლაინ კალკულატორის მეშვეობით გამოთვალოს სავარაუდო თანხის მოცულობა.

 

3. ხელმისაწვდომობა: მოსახერხებელი ლოკაციები და 24/7 სერვისი: „ექსპრეს ლომბარდის“ ფილიალები სტრატეგიულად ხელსაყრელ ლოკაციებზეა განთავსებული მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც მომხმარებლისთვის ვიზიტს კიდევ უფრო ამარტივებს. ამასთან ერთად, ფილიალების უმეტესობა 24 საათის განმავლობაში მუშაობს, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, საჭირო მომსახურება კვირის ნებისმიერ დღეს, მისთვის სასურველ დროს მიიღოს.
იხილეთ მისამართები აქ

 

4. მოქნილი გადახდის სისტემა: კომპანია გამოირჩევა მოქნილი გადახდის სისტემით. მომხმარებელს შეუძლია, აირჩიოს გადახდა ყოველთვიურად ან სამ თვეში ერთხელ. ვადის გადაცილების შემთხვევაში კი, შემდეგი გადახდის თარიღი სწორედ ბოლო გადახდის დღიდან აითვლება, რაც მომხმარებელს დამატებით კომფორტს უქმნის.

 

5. კომფორტული და პრივატული გარემო: „ექსპრეს ლომბარდმა“ სრულად შეცვალა ლომბარდთან დაკავშირებული სტიგმა. კომპანიის ყველა ფილიალში დაგხვდებათ თანამედროვე, მშვიდი და პრივატული გარემო, რომელიც მაქსიმალურად არის მორგებული მომხმარებლის კომფორტზე.

 

„ჩვენ ვქმნით სივრცეს, სადაც მომხმარებელი თავს გრძნობს კომფორტულად, დაცულად და იცის, რომ მის ნივთსაც და ფინანსურ საჭიროებასაც უმაღლესი სტანდარტით და პატივისცემით ეპყრობიან.“

 

დამატებითი ინფორმაციისთვის:
032 2 39 39 39 | *3939
https://www.expresslombard.ge/ka

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მომხმარებელს ყოველდღიურად ვთავაზობთ 24 სახეობის ნაყინს - Mio Gelato

22.08.2025.16:00

Mio Gelato ნაყინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს ნათია ფხაკაძეს ესაუბრა.


როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და
რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

Mio Gelato - მ საქმიანობა დაიწყო 2019 წელს ქალაქ ქუთაისში. საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ნაყინის წარმოება და რეალიზაცია, რომლის სპეციფიკაა: იტალიური პროდუქტით წარმოებული მაღალი ხარისხის ,,ჯელატო" ტიპის ნაყინი, რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვანი ასორტიმენტით.

როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?

მომხმარებელს ყოველდღიურად ვთავაზობთ 24 სახეობის ნაყინს, რომლის ასორტიმენტიც ხშირად იცვლება, ასევე სხვადასხვა სახის ვაფლის ფართო არჩევანს, იტალიურ ყავასა და გამაგრილებელ სასმელებს.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

მოთხოვნა სტაბილურად მაღალია ზაფხულში და მცირდება ზამთარში, რაც დამოკიდებულია სეზონურობაზე.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

კომპანიის კონკურენტული უპირატესობებია :

  • მაღალი ხარისხი - რაც განპირობებულია მაღალი ხარისხის პროდუქციის ადგილზე წარმოებით;
  • ხელმისაწვდომი ფასი.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

სამომავლოდ აქტიურად ვგეგმავთ გაფართოებას.

ცნობისთვის, ნაყინის მაღაზია ქალაქ ქუთაისში თამარ მეფის ქუჩაზე #7 -ში მდებარეობს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა