ექსკლუზიური შეთავაზებები BMW და MINI მოდელებზე - SOLO x GT Motors კამპანია დაიწყო!
SOLO-სა და GT Motors-ის ერთობლივი ექსკლუზიური შეთავაზება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც SOLO მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, წამყვანი საავტომობილო ბრენდების უახლესი მოდელები უპრეცედენტო ფასდაკლებით შეიძინონ. შეთავაზება მოიცავს BMW-სა და MINI-ს ავტომობილებს, რომლებიც GT Motors-ის შოურუმებშია წარმოდგენილი.
უფრო კონკრეტულად, ფასდაკლება ვრცელდება მხოლოდ სრულად ელექტრო ავტომობილებზე: BMW-ს iX, i4, i5, XM მოდელებზე, ასევე MINI Aceman-სა და MINI Countryman SE-ზე.
SOLO-სა და GT Motors-ის პარტნიორობის მორიგი ეტაპის ფარგლებში, წამყვანი გერმანული საავტომობილო ბრენდის, BMW-ს აღნიშნულ მოდელებზე იმოქმედებს ფასდაკლება 109 000 ლარამდე. ბრიტანული MINI-ს უახლეს და გამორჩეულ მოდელებზე კი 53 000 ლარამდე ფასდაკლებაა გათვალისწინებული.
ჯი-თი მოტორსი და SOLO უკვე დიდი ხანია წარმატებით პარტნიორობენ. სწორედ ამ პარტნიორობის ფარგლებში გასული წლის ივნისში საქართველოში გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით BMW M Experience. ეს უნიკალური მოვლენა იყო მსოფლიოს მასშტაბით, ვინაიდან ისტორიაში პირველად, სარბოლო ტრასაზე, მომხმარებლებისთვის ლიმიტირებული BMW M5 CS და BMW M3 CS გახდა ხელმისაწვდომი. ამასთან ერთად მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ავტოდრომზე ისეთი მოდელები გამოეცადათ, როგორებიცაა - M2, M4, X5 M, X6 M და XM.
„ჯი-თი მოტორსი“ 2008 წლიდან ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს როგორც სამგზავრო, ასევე კომერციული დანიშნულების ავტომობილების ფართო არჩევანს. კომპანიის პორტფელში თავმოყრილია მსოფლიოს მოწინავე ბრენდები – BMW, MINI, Jaguar, Land Rover, Ford და Suzuki, რომელთა მეშვეობით „ჯი-თი მოტორსი“ ინოვაციური მობილობის სტანდარტებს ქვეყნის მასშტაბით ავითარებს. კომპანია BMW გლობალთან თანამშრომლობის ფარგლებში აშენებს BMW-სა და MINI-ს შოურუმს, რომელიც უახლესი სტანდარტის მიხედვით იქნება დაპროექტებული და რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იქნება. პროექტში, რომელზეც გერმანელმა და ქართველმა არქიტექტორებმა იმუშავეს, ათობით მილიონი ლარის ინვესტიცია იდება. „მომავლის შოურუმი “ Retail.Next-ის პრინციპით იმუშავებს, რაც BMW-ს ახალ საცალო კონცეფციას წარმოადგენს, რომელიც უკვე მრავალ ქვეყანაში იქცა წარმატებულ მოდელად.
სხვა სიახლეები
წინასაახალწლო შეთავაზებები საქართველოს ბანკისგან - ნაწილ-ნაწილით გადახდისას
12.12.2025.16:35
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებების მომზადებას განაგრძობს.
ამჯერად, შეთავაზებები ვრცელდება ნაწილ-ნაწილით გადახდაზე ოთხ ობიექტში - ძველი სუფრა, HOME, iPLUS და VOULEZ-VOUS, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, სადღესასწაულო შოპინგი დანახარჯების გარეშე დაიწყონ - შეთავაზების მიხედვით, მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ სასურველი ნივთები ეფექტური 0%-ში და გადახდა მოგვიანებით დაიწყონ.
1. HOME
HOME-ში შეთავაზება აქტიურია 13 დეკემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით. მაღაზიაში დეკორაციული ნივთების შეძენა ნაწილ-ნაწილ მეთოდით გადახდისას 20% ფასდაკლებითაა შესაძლებელი. შეთავაზება არ ვრცელდება უკვე ფასდაკლებულ ნივთებზე.
2. ძველი სუფრა
15 დეკემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით, მომხმარებლებს შეუძლიათ მრავალფეროვანი სახლის დეკორის, ხელნაკეთი აქსესუარების, სუვენირებისა და საჩუქრის ნაკრების შეძენა ძველი სუფრის ფიზიკურ ობიექტებში 40%-იანი ფასდაკლებით - ნაწილ-ნაწილ მეთოდით გადახდისას. შეთავაზება სრულ კოლექციაზე ვრცელდება და მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, პროდუქტები დღესვე აირჩიოს და გადახდა ეტაპობრივად, ოთხ ნაწილად განახორციელოს.
3. iPLUS
17-დან 21 დეკემბრის ჩათვლით iPLUS-ის ონლაინ და ფიზიკურ მაღაზიებში მინიმუმ 1500 ლარის ღირებულების ტექნიკის ნაწილ-ნაწილით შეძენისას მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, 150 ლარის ქეშბექი მიიღონ.
4. VOULEZ-VOUS
Voulez-vous-ში ასორტიმენტის დიდ ნაწილზე 50%-მდე ფასდაკლება უკვე დაიწყო. ამასთანავე, 15–18 დეკემბრის პერიოდში, სუნამოების, კანის მოვლისა თუ დეკორატიული კოსმეტიკის ნაწილ-ნაწილით შეძენისას, მომხმარებლები დამატებით 10%-იან ფასდაკლებას მიიღებენ (სასაჩუქრე ვაუჩერების, Chanel-ის, Dior-ის, Guerlain-ის, Givenchy-ის და Kenzo-ს პროდუქტების გარდა).