მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7152
0.0064
flag
AZN 1.5871
-0.0005
flag
CNY 39.209
0.0078
flag
EUR 3.115
0.0067
flag
GBP 3.5707
0.0098
flag
KZT 57.48
0.0035
flag
TRY 0.0605
-0.0002
flag
USD 2.6981
-0.0008

ექსკლუზიური კონცეფცია ქართულ ბაზარზე - როგორ აერთიანებს Kotesi თანამედროვე დიზაინსა და ფუნქციურ ინოვაციას

news image

Kotesi ქართულ-ესპანური კოლაბორაციით შექმნილი ქალის აქსესუარების ბრენდია, რომელიც 2024 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელს, ნინი თანდილაშვილს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

Kotesi ქართულ-ესპანური კოლაბორაციით შექმნილი ქალის აქსესუარების ბრენდია, რომელიც თანამედროვე, თავდაჯერებული და თვითგამოხატვაზე ორიენტირებული ქალბატონებისთვის უნიკალურ აქსესუარებს ქმნის. ბრენდის საქმიანობის სპეციფიკა ეფუძნება იდეას, რომ ელეგანტურობა დეტალებიდან იწყება - სწორედ იმ მცირე ელემენტებიდან, რომლებიც ქალის ხასიათს, განწყობასა და ინდივიდუალობას ასახავს.

2024 წლიდან ბრენდი აქტიურად ოპერირებს ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან, ინოვაციურ და პრაქტიკულ აქსესუარებს. კოლექციებში შეხვდებით ორიგინალურ სამაჯურებს ტუჩის ბალმითა და სარკით, დახვეწილ თუ მულტიფუნქციურ ქამრებს, კოსმეტიკის ჩანთებს, ფერად თასმებსა და სხვა აქსესუარებს, რომლებიც ჰარმონიულად აერთიანებენ ესთეტიკას, ფუნქციურობასა და სიმბოლურ მნიშვნელობებს.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

ქართულ ბაზარზე ქალის აქსესუარებზე მოთხოვნა მზარდია, განსაკუთრებით იმ პროდუქტებზე, რომლებიც მხოლოდ ვიზუალურ ფუნქციას არ ასრულებს და დამატებით პრაქტიკულ მნიშვნელობასაც ატარებს. ასეთ აქსესუარებს კი „Kotesi-ს მომხმარებლები ბრენდის მრავალფეროვან ასორტიმენტში საკუთარი გემოვნების შესაბამისად ირჩევენ.

Kotesi-ს შემთხვევაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ქალები არჩევანს აკეთებენ ინოვაციურ აქსესუარებზე, რომლებიც მათ პიროვნებასა და განწყობას ასახავს და ახლოსაა მათ ემოციურ მდგომარეობასთან - სწორედ ეს განსაზღვრავს მოთხოვნის დინამიკას.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

კომპანიის მთავარი კონკურენტული უპირატესობა ბალანსის დაცვაა ესთეტიკის, პრემიუმ ხარისხისა და აქსესუარის მნიშნვნელობებს შორის. მოგეხსენებათ, ბრენდი საქართველოში წარმოდგენილია როგორც ექსკლუზიური კონცეფცია, რომელიც აერთიანებს თანამედროვე დიზაინსა და ფუნქციურ ინოვაციას. Kotesi-ს უნიკალურობა არ შემოიფარგლება მხოლოდ აქსესურების დიზაინით. საჩუქრების შეფუთვის ესთეტიკა ბრენდის პოლიტიკაში, ერთ-ერთი მთავარი კონკურენტული უპირატესობაცაა.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

Kotesi-ს სამომავლო გეგმები მიმართულია ბრენდის გაფართოებაზე საერთაშორისო მოდის ინდუსტრიაში, ხოლო საქართველოს ბაზარზე ექსკლუზიური პოზიციის კიდევ უფრო გამყარებაზე. ჩვენ ვგეგმავთ ახალი, განსხვავებული, ლიმიტირებული კოლექციებს შექმნას, რომლებიც კიდევ უფრო გააერთიანებს ინოვაციურ დიზაინს, მაღალი ხარისხის მასალებსა და თითოეულ აქსესუარში პერსონალურ მნიშვნელობას. ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს 2026 წელს კიდევ უფრო ბევრი სიურპრიზი და სიახლე ელოდებათ.

დამატებითი ინფორმაციისთვის, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ბრენდის ვებგვერდს ეწვიონ : https://kotesi.com/ge/

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image შთამბეჭდავია „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ საინვესტიციო პოტენციალი, რომელიც უდიდეს შესაძლებლობებს უხსნის როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბიზნესს - გოჩა კამკია

06.04.2026.15:30

„ამბასადორ აილენდ ბათუმი“ - ეს პროექტი შავი ზღვის აუზის ქვეყნების ისტორიაში უძრავი ქონების ყველაზე მსხვილი და კონცეპტუალური შეთავაზებაა დანარჩენი მსოფლიოსთვის, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას კომპანია „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა გოჩა კამკიამ განაცხადა. 

მისი თქმით, ბათუმის ხელოვნური კუნძულის პროექტი საქართველოს გლობალურ ბიზნესდიალოგში გამორჩეულ და უნიკალურ პოზიციას ანიჭებს. 

„ეს პროექტი ჩვენს ქვეყანას იმთავითვე გამორჩეულს, უნიკალურსა და განსხვავებულს ხდის, როდესაც საქმე დანარჩენ სამყაროსთან ბიზნესდიალოგს ეხება. მოცემულ შემთხვევაში, ჩვენ გვქონდა ბედნიერება, გლობალური კომპანიების ჩართულობით საქართველოდან შეგვეთავაზებინა კონცეპტუალური უძრავი ქონების გეგმა, რომელიც თავისი ფუნქციური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. კერძოდ, საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ აქ გაშენდება სასტუმროები, აპარტამენტები, ვილები და საგანმანათლებლო დაწესებულებები“, - აცხადებს გოჩა კამკია. 

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, პროექტი მოიცავს საგანმანათლებლო და ჯანდაცვის დაწესებულებებს, საქართველოში პირველ პროფესიონალურ იახტ კლუბს და მნიშვნელოვან საინვესტიციო პოტენციალს, რაც როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბიზნესისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

„საგანმანათლებლო და ჯანდაცვის დაწესებულებებთან ერთად, პროექტი მოიცავს საქართველოში პირველ პროფესიონალურ იახტ-კლუბს, რაც, ბიზნესთან ერთად, ჩვენს ქვეყანაში ახალი კულტურის შემოტანას ნიშნავს.

ამასთანავე, შთამბეჭდავია თავად პროექტის საინვესტიციო პოტენციალი, რომელიც უდიდეს შესაძლებლობებს უხსნის როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბიზნესს. ჩვენს კომპანიაში სწორად ჩამოყალიბებული სისტემების შედეგად, უკვე სრულ მზადყოფნაში ვართ, ვუმასპინძლოთ ამ მასშტაბურ ბიზნესპროცესებს“, - აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა