მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7071.2
-0.0111
flag
AZN 1.5858
-0.0002
flag
CNY 38.474
-0.0016
flag
EUR 3.1747
-0.003
flag
GBP 3.637
-0.0112
flag
KZT 53.96
0.011
flag
TRY 0.0628
-0.0001
flag
USD 2.6959
-0.0007

ენერგოეტიკეტირების წესებთან დაკავშირებით საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

news image

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებში განხილული იყო საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლისა და ზოგიერთი ინდუსტრიული დანადგარის ენერგოეტიკეტირების წესები. 

მთავრობის დადგენილება 2024 წლის 3 ოქტომბერს დამტკიცდა, რომლის თანახმად განისაზღვრა ცალკეული პროდუქტების ენერგოეტიკეტირების ვალდებულება. კერძოდ, ვალდებულება ვრცელდება შემდეგ პროდუქტებზე: ელექტრონული ეკრანები (ტელევიზორები, მონიტორები და ა.შ.), პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერები, საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულები, ასევე სამაცივრო მოწყობილობები, საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლები, საყოფაცხოვრებო მოხმარების საშრობი მანქანები,  სინათლის წყაროები (ნათურები, სანათები, პროჟექტორები და ა.შ.), საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანები და ჰაერის კონდიციონერები.

შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, სადაც BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიეღოთ.

 „საქართველოს ბიზნეს ასოციაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი წევრი კომპანიები დროულად და სრულყოფილად იყვნენ ინფორმირებული ახალი რეგულაციების შესახებ. მსგავსი სამუშაო შეხვედრები ხელს უწყობს ბიზნესსა და სახელმწიფო უწყებებს შორის ეფექტიან დიალოგს, ამცირებს გაურკვევლობებს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, ენერგოეტიკეტირების ახალ მოთხოვნებს წინასწარ და სწორად მოერგონ" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ. 

აღსანიშნავია, რომ დადგენილი წესები ძალაში შედის 2025 წლის 31 დეკემბრიდან.

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image TOP 5 სწრაფი კვების ობიექტი ბრუნვის მიხედვით

26.12.2025.19:00

სწრაფი კვების სფერო გლობალურად ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად ბიზნესად ითვლება და ეს ტენდენცია საქართველოზეც ვრცელდება. ქვეყანაში მსგავსი ობიექტების მზარდი რაოდენობაც ამ პროცესს ნათლად ასახავს. ამ კონტექსტში Business Insider Georgia-მ საქართველოში სწრაფი კვების სექტორის წამყვანი კომპანიები გამოიკვლია.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2025 წლის მესამე კვარტლის შედეგებით, სწრაფი კვების ხუთი ლიდერი საწარმო შემდეგნაირად ნაწილდება.

  • შპს იბერია ფუდ კომპანი
  • შპს ვ-ჯეო რესტორნები
  • შპს თ და კ რესტორნები
  • შპს დან ჯორჯია
  • შპს ხარება

(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

შპს იბერია ფუდ კომპანი - რეგისტრაციის თარიღია 22/05/2013. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ოთარი ქათამაძე, ხოლო დირექტორი - ნიკოლოზ ცეცხლაძე.

შპს ვ-ჯეო რესტორნები - რეგისტრაციის თარიღია 21/07/2020. კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელია ლევან ფხაკაძე, 50%-ის სამსონ ფხაკაძე. კომპანიის დირექტორია გივი გვეტაძე.

შპს თ და კ რესტორნები - რეგისტრაციის თარიღია 16/12/1997. კომპანიის 90%-იანი წილის მფლობელია თემურ ჭყონია, ხოლო 10%-ის თენგიზ კაპანაძე. კომპანიის პრეზიდენტია თემურ ჭყონია, გენერალური დირექტორი კი თენგიზ კაპანაძე.

შპს დან ჯორჯია - რეგისტრაციის თარიღია 20/07/2020. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია გლობალ ინვესტორს ლიმიტედ, ხოლო დირექტორი გივი გვეტაძე.

შპს ხარება - რეგისტრაციის თარიღია 21/02/2019. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი არის რამაზ ხარებავა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა