მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7152
0.0064
flag
AZN 1.5871
-0.0005
flag
CNY 39.209
0.0078
flag
EUR 3.115
0.0067
flag
GBP 3.5707
0.0098
flag
KZT 57.48
0.0035
flag
TRY 0.0605
-0.0002
flag
USD 2.6981
-0.0008

Energizer-ის აკუმულატორი – ამერიკული სანდოობა და ინოვაცია

news image

გამძლეობა, ხარისხი და თანამედროვე ტექნოლოგიები - სწორედ ამ უპირატესობების გამო ამერიკული ბრენდის Energizer-ის აკუმულატორი მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში ლიდერ პოზიციებს ინარჩუნებს. ბრენდი მსოფლიოში აკუმულატორების ერთ-ერთ უდიდეს მწარმოებელ კომპანია CLARIOS-ს ეკუთვნის და ის მომხმარებელს არაერთ უპირატესობას სთავაზობს. საქართველოში Energizer-ის ოფიციალური დისტრიბუტორია „თეგეტა მოტორსი“.

Energizer-ის უპირატესობები

• საიმედო სასტარტო სიმძლავრე (Cold Cranking Amps – CCA), რაც უზრუნველყოფს სწრაფ დაქოქვას ნებისმიერი ამინდის პირობებში;
• არ საჭიროებს რეგულარულ სერვისებს (მაგალითად, წყლის დამატებას) – ჰერმეტულად დახურულია და მარტივია მისი ექსპლუატაცია;
• გამძლე კონსტრუქცია – კარგად უმკლავდება რთულ გზებსა და ინტენსიურ ექსპლუატაციას;
• ბრენდს აქვს მოდელების ფართო არჩევანი: სტანდარტული ავტომობილებისთვის, SUV-ებისთვის, სატვირთოებისთვის და Start-Stop სისტემის მქონე მანქანებისთვის.

მოწინავე ტექნოლოგიები

Stamped Grid Technology – Energizer-ის აკუმულატორები იწარმოება Stamped Grid Technology-ს გამოყენებით. ეს არის უნიკალური მეთოდი, რომელიც ამცირებს ენერგომოხმარებას და CO2-ის ემისიებს. ასევე იცავს კოროზიისგან და ახანგრძლივებს ექსპლუატაციის პერიოდს.

AGM (Absorbent Glass Mat): განკუთვნილია Start-Stop სისტემის მქონე ავტომობილებისთვის. უზრუნველყოფს ექსპლუატაციის 3-ჯერ მეტ პერიოდს, მაღალ სასტარტო დენსა და ჰერმეტულობას, რაც საშუალებას აძლევს, ნებისმიერ მდგომარეობაში დამონტაჟდეს.

EFB (Enhanced Flooded Battery): თხევადი ელექტროლიტის მქონე აკუმულატორი, რომელიც უკეთ უძლებს ღრმა განმუხტვას, სწრაფად იმუხტება და ეფექტიანად მუშაობს ექსტრემალურ ტემპერატურაშიც კი.

ისტორია და რეპუტაცია

Energizer-ის ისტორია იწყება 1896 წლიდან, როდესაც პირველი სამომხმარებლო ბატარეა შეიქმნა. მას შემდეგ ბრენდი მუდმივად სთავაზობს მომხმარებლებს ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ პროდუქტს და იცავს ეკოლოგიურ სტანდარტებს.

დღეს Energizer არის ბრენდი, რომელიც აერთიანებს მრავალწლიან გამოცდილებას, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და გარემოზე ზრუნვას. მისი გამძლე კონსტრუქცია, მაღალი სასტარტო სიმძლავრე და AGM/EFB ტექნოლოგიები უზრუნველყოფს ავტომობილის საიმედო მუშაობას ნებისმიერ პირობებში.

ავტომობილისთვის ყველაზე ოპტიმალური აკუმულატორის შერჩევა, პროფესიონალი ტექნიკოსების დახმარებით, „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში, ასევე ცხელი ხაზის საშუალებით, ნომერზე 032 2 264444 დარეკვით არის შესაძლებელი. Energizer-ის აკუმულატორები ხელმისაწვდომია ონლაინ tegetashop.ge- ზეც.


თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ტრადიციული და გემოთი მდიდარი პასკები - Castello Mare-ს სააღდგომო ასორტიმენტი

03.04.2026.18:00

Castello Mare-ში წელს სტუმრებს ტრადიციულ სააღდგომო პასკებს ვთავაზობთ, რომლებიც გამოირჩევიან მდიდარი გემოთი , - ამის შესახებ Business Insider Georgia - ს სასტუმროს აღმასრულებელმა დირექტორმა, ზანდა მესხიძემ განაცხადა.

როგორია Castello Mare-ს სააღდგომო პასკების ასორტიმენტი წელს, რა ტიპის პასკებს სთავაზობთ მომხმარებელს?

Castello Mare-ში წელს სტუმრებს ვთავაზობთ ტრადიციულ სააღდგომო პასკებს, რომლებიც გამოირჩევა მდიდარი გემოთი, ნაზი ტექსტურითა და სადა, ელეგანტური გაფორმებით - ზუსტად ისეთი, როგორიც სააღდგომო სუფრას უხდება.

აღდგომის პერიოდი ჩვენს სასტუმროში ყოველთვის განსაკუთრებულად თბილი და საზეიმოა: ჯეჯილი, წითელი კვერცხები, საგანგებოდ მომზადებული პასკები და ის სადღესასწაულო ატმოსფერო, რომელსაც წლებია ერთგულად ვინარჩუნებთ. ჩვენთვის ეს მხოლოდ კულინარიული შეთავაზება არ არის - ეს არის ტრადიცია, ემოცია და სტუმრისთვის შექმნილი განსაკუთრებული გამოცდილებაა.

სწორედ ამიტომ, სააღდგომო დღეებში Castello Mare-ში სტუმრობა ბევრი ადამიანისთვის სასიამოვნო ტრადიციად იქცა.

რა ინგრედიენტებით და ტექნოლოგიით მზადდება თქვენი პასკები - იყენებთ თუ არა ტრადიციულ რეცეპტებს ან განსაკუთრებულ მეთოდებს?

ჩვენი პასკები მზადდება ტრადიციული ინგრედიენტებითა და კლასიკური სააღდგომო რეცეპტით. განსაკუთრებულობას მათ ანიჭებს არა მხოლოდ სწორად შერჩეული შემადგენლობა, არამედ მომზადებისადმი დამოკიდებულება - პროცესი, რომელსაც ჩვენი შეფ-კონდიტერი ჯეირან ცეცხლაძე თავისი კონდიტრებით განსაკუთრებული სიფრთხილით, გამოცდილებითა და გულით უძღვება.

პასკის მომზადება საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია საბოლოო შედეგი იყოს გამორჩეულად არომატული, გემოთი მდიდარი, დახვეწილი ტექსტურის და სწორედ ისეთი, როგორსაც ნამდვილი ტრადიციული პასკისგან ელიან. ეს არის გემო, რომელშიც იგრძნობა როგორც ხარისხი, ისე მზრუნველობა. ცალკე ისტორიაა ცომის მომზადების საკითხი, რომელიც მრავალ ეტაპიანია და ხანგრძლივ პროცესს მოიცავს.

რა ფასის დიაპაზონშია წარმოდგენილი პასკები და რა ზომის/წონის არჩევანია ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის?

წელს მომხმარებლებს შევთავაზებთ ორ ზომას: 1 კგ-სა და 1.3 კგ-იან პასკებს. ფასები განისაზღვრება დაახლოებით 35-40 ლარის ფარგლებში. ვფიქრობთ იდეალურია როგორც ოჯახური სუფრისთვის, ასევე სასაჩუქრედ სააღდგომო დღეებში.

არის თუ არა შესაძლებელი პასკების წინასწარი შეკვეთა და რა არხებით შეუძლიათ მომხმარებლებს მისი შეძენა?

დიახ, Castello Mare-ში სააღდგომო პასკებზე წინასწარი შეკვეთები უკვე დაწყებულია. მომხმარებლებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ სოციალური ქსელების ან საკონტაქტო ნომრის მეშვეობით.

ვცდილობთ, შეკვეთის პროცესი მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული იყოს, რათა ყველამ შეძლოს სააღდგომო სუფრის წინასწარ დაგეგმვა და ჩვენი საფირმო პასკების დროულად შეძენა.

ცნობისთვის, Castello Mare აჭარაში, ციხისძირში მდებარეობს, ზღვის სანაპიროსთან ახლოს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა