ენერგეტიკულ პროექტებში სიების გასწორება არის პირველი და აუცილებელი ნაბიჯი - მარიამ ჩახვაშვილი
აღნიშნულ გადაწყვეტილებამდეც, რომ ეკითხათ ჩვენთვის რა არის პირველი რაც მთავრობამ უნდა გააკეთოს ვიტყოდით, რომ პირველი პრობლემა რაც უნდა გასწორდეს არის სიები - ე.წ. ფაიფლაინი - იმ პროექტების სია, რომლებიც არიან მშენებლობის ეტაპზე, ან აპირებენ მშენებლობის დაწყებას, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან Galt & Taggart-ის ენერგეტიკის სექტორის უფროსმა მარიამ ჩახვაშვილმა, ენერგეტიკის სექტორში მოქმედ კომპანიებისთვის ჯარიმების ჩამოწერის შეფასებისას განაცხადა.
მისი განმარტებით, სიებსა და რეალობას შორის იყო გარკვეული შეუსაბამობა.
„ამ ნაწილში გვქონდა საკლმაოდ მსუყე ფაიფლაინი. იყო პროექტები, რომლებზეც უკვე იყო გაფორმებული მემორანდუმი, იყვნენ CFD-ის გამარჯვებულები და იყვნენ კიდევ პირდაპირი მოლაპარაკების გზით აუციონში შეტანილი განაცხადებით. ეს ჯამში ადიოდა საკმაოდ მსუყე მეგავატებზე. თუ სწორად მახსოვს, საუბარია 11 გეგავატზე. ეს იმდენად დიდი რიცხვია, რომ დღეს ჩვენს სისტემას არც კი სჭირდება. მეორეს მხრივ ჩვენ ანალიტიკოსები როდესაც ვუყურებდით, რომ ამ დიდი რიცხვიდან რეალური არის მხოლოდ 4-5 გეგვატი. ეს შეუსაბამობა, რომ არსებობდა შეტანილ პროექტებსა და რეალობას შორის ქმნიდა გარკვეულ უცნაურ შეგრძნებებს. ერთის მხრივ ჩვენ ვიძახდით, რომ ქვეყანა არის დეფიციტური და გვჭირდება სასწრაფოდ ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობა და მეორეს მხრივ ვიძახდით, რომ ამხელა ფაიფლაინი არსებობს. და პირველი ნაბიჯი რაც იყო გადასადგმელი არის ამ ფაიფლაინის გასწორება და იმ პროექტების დატოვება, რომელიც არის რეალური. რეალური დროის თვალსაზრისით, რეალური იმის თვალსაზრისით, რომ ადგილი არსებობს, ინვესტორი არსებობს, ამის გადსაკეთებელი ფულადი, მატერიალური თუ გამოცდილებითი რესურსი არსებობს და სწორედ ამ ამოცანას შეეჭიდა ახალი მინისტრი, როცა მარიამ ქვრივიშვილი მოვიდა. პირველი რაც მან განაცხადა იყო ეს, რომ ფაიფლაინი იქნება შესაბამისი რეალობასთან და ამას რომ გავასწორებთ ამის მიხედვით გავაკეთებთ ქსელის დაგეგმვასაც და უკვე ამ კონკრეტულ პროექტებს მივყვებით გრძელვადიანი პროექტების მოგვარებაშიც.
ის განცხადება, რომელიც გაკეთდა არის პასუხი ამ პირველი პუნქტის ერთ-ერთი დაწყებითი ქვეპუნქტი. როგორ უნდა მოხდეს ამ სიების გასწორება?! პირველი, რაც გაკეთდა იყო ის, რომ კონკრეტულ პირებს გაუუქმეს მემორანდუმები და ეს იყო დაახლოებით ერთი თვის უკან გამოსული განკარგულება, ვისაც ვიცოდით, რომ დარღვეული ქონდავადები, მათ გააუქმეს მემორანდუმები. ანუ რაღაც რაოდენობა უკვე განთავისუფლდა. და რაღაც რაოდენობა უკვე ვიცით, რომ არ კეთდება. ამას ოფიციალური სახე მიეცა. ახლა არის მეორე ნაბიჯი და ეს მეორე ნაბიჯი არის ის, რომ თუ ვინმე არღცევს ვადებს მკაცრად ეს ინვესტორები უნდა გავუშვათ, ეს პროექტები უნდა განვათავისუფლოთ. ვიღაცეები ამ ვადებს მკაცრად არღვევენ, ხოლო ვიღაცეები არღვევენ ლოგიკიდან გამომდინარე. იმიტომ, რომ ქონდეთ გარკვეული პრობლემები.
რა უნდა ექნა მთავრობას! შეეძლო, რომ ყველასთვის დაეწესებინა ჯარიმა, შეეძლო ეთქვა, რომ მხოლოდ იმას დავუწესებ ვინც არის ვადების დამრღვევი და დანარჩენებს გაპატიებთ და მოდით დღეს დავიწყოთ თავიდან ურთიერთობა. რეალურად სწორედ ეს მოხდა. იმ „პატიების“ დადგენილებაში ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი არა ის, რომ ყველას პატიობენ, არამედ ის, რომ ვინც დაარღვევს შემდეგშიც ვადებს, იმას ძალიან მკაცრად მოექცევიან და არაფერს არ აპატიებენ.
ასე, რომ ახლა ველოდებით - ფაიფლაინის შემდგომი დიდი განტავისუფლება იქნება, მაშინ როდესაც ახალი ვადების გათვალისწინებით გამოჩნდება ვინ არის ამ ვადების დამცველი და ვინ არა. ანუ ვისაც მოუწევს იმ ჯარიმების ერთიანად გადახდა ალბად იმათ ჩამოერთმევათ კიდევ პროექტ-მემორანდუმები, ან პროექტები და დანარჩენებს არა.
კიდევ უფრო დეტალურად, რომ შევიდეთ ამ გადაწყვეტილებაში - გარკვეული პერიოდის განმავლობაში, დაახლოებით 2-3 წლის განმავლობაში, გადავადებები კეთდებოდა ხოლმე პროექტების - ზოგი შეიძლება იყო საპატიო, ზოგიც არა. დღეს მოცემულობაში რა უნდა მომხდარიყო - სამინისტრო უნდა შესულიყო თითოეულ გადავადების და დაგვიანების დეტალში და გაეაზრებინა აქედან, რომელი იყო საპატიო და რომელი არა. ამას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდებოდა, ან მიეღო ის გადაწყვეტილება რაც მიიღო. დეტალებში შევა მხოლოდ იმ კომპანიებთან, რომლებიც არაკეთილსინდისიერებად დარჩებიან, ანუ ვერ დაიცავენ ვადებს და ასე შემდეგ. ხოლო დანარჩენებისთვის ეპატიებინა - ახლა გამოჩნდება, თუ მომავალშიც ვადებს დაიცავს და წინაზეც ვადებს იცავდა და საპატიო მიზეზები ექნება დაგვიანების ე.ი. წინაზეც ასეთი ქეისები იყო. თუ მომავალში არ იქნება ეს საპატიო მიზეზები ე.წ. წინაზეც არ იყო და ასე ვთქვათ ერთიანად განიხილავს იმ კონკრეტულ შემთხვევებს.
ასე, რომ მგონია, რომ ეს ყველაფერი არის ერთ-ერთი დიდი ნაბიჯის ერთ-ერთი ქვენაბიჯი, რომელიც გადაიდგა. მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად წავიდეთ წინ, რათა ეს ფაიფლაინი მალე გასწორდეს“, - აცხადებს მარიამ ჩახვაშვილი.
Galt & Taggart-ის ენერგეტიკის სექტორის უფროსი აცხადებს, რომ მთლიანობაში მაინც მივდივართ იმასთან, რომ ყველა ნაბიჯი ემსახურება იმას, რომ სია გასწორდეს.
„ველოდებით, რომ პირდაპირი მოლაპარაკების გზით განცხადებები რაც მიიღეს - გამარჯვებულების გამოცხადებას ჯერ კიდევ ველოდებით. ანუ ის 11 გეგავატის განაცხადები, რომ შევიდა იქედან ჯერ არ ვიცით, რომ გაუფორმეს ან აპირებენ, რომ გაუფორმონ მემორანდუმი. ალბად შემდეგი, რასაც ველოდებით არის, ის, რომ შემდეგი სია გამოქვეყნდეს იმ პროექტების, რომლებიც არიან ფიზიბილიტი ეტაპზე, აქვთ სახელმწიფოსგან მემორანდუმი ან უახლოეს მომავალში ექნებათ. მეორე ნაბიჯი რასაც ველოდებით არის ის, რომ ვიღაცეებს აქვთ უკვე ფიზიბილითი გაკეთებული და უნდა გადავიდნე სამშენებლო ეტაპზე და ამ სამშენებლო ეტაპებისთვის თანხმობის მიცემას და სიის გამოქვეყნებას. მთლიანობაში მაინც მივდივართ იმასთან, რომ ყველა ნაბიჯი ემსახურება იმას, რომ სია გასწორდეს. ამიტომ ქვეყან ქვენაბიჯი უნდა გაკეთდეს ამისთვის. ამას ველოდებით. ამის შემდეგ კი გადაიდგმება ის ნაბიჯები, რომელიც პირველ დიდ ნაბიჯს სიების გასწორებას ემსახურება.
მეორე ნაბიჯები უნდა იყოს პროექტების დახმარება, რომ სწრაფად განხორციელდეს, ანუ მათ აქვთ მოსახლეობასთან პროტესტი, მათ აქვთ გარკვეულწილად ბარიერები სხვადასხვა მუნიციპალიტეტების დონეზე, მათ აქვთ ქსელთან დაერთების პრობლემები და ასე შემდეგ. ანუ შემდეგი ეტაპებია ამ ნაწილში დახმარება. ქსელთან დაერთება ვახსენე და ქსელის გაჯანსარების გეგმაც ძალიან ახლო კავშირშია ფაიფლაინის გასწორებასთან. სწორი ფაიფლაინი როდესაც იქნება შემდეგ სახელმწიფო ელექტროსისტემაც გადაგეგმავს ისე, რომ სწორად და დროულად დაახვედროს ქსელები და ქვესადგურები. მოსახლეობის ნაწილტან კი ცალკე და სხვა პროცესია გასავლელი. მესმის, რომ ეს არ არის სასწრაფოდ გადასაწყვეტი, მაგრამ ძალიან ნელაც არ არის ამ საკითხზე სამუშაო. აქაც ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგეს“, - ამბობს მარიამ ჩახვაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების პროცესში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმები, რომლის ჯამური მოცულობა 1 მილიარდი ლარია.
სხვა სიახლეები
კოკა კოლას ქარავანი დაიძრა
19.12.2025.22:44
ყველაფერი 28 წლის წინ დაიწყო. ბევრს უკვე აღარ ახსოვს, რომ სატვირთო მანქანებისგან შემდგარი ეს ხმაურიანი, ბრჭყვიალა სატვირთოების ზოლი პირველად თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში მაშინ გამოჩნდა, როდესაც ქვეყანაში სიბნელე და სიცივე იყო, როცა ღუმელში ანთებული ცეცხლი გაყინულ რეალობას ვეღარ ათბობდა; როცა სასწაულების აღარ სჯეროდათ და ტელევიზორში ნანახი ამბებიც გამოგონილ ზღაპრებს ჰგავდა. თითქოს, ყველა ერთად აღმოჩნდა იმ რეკლამაში, რომელიც პატარებსა და დიდებს ერთნაირად აჯადოებდა. თითქოს, ყველა ერთად გაემგზავრა იქ, სადაც პატარა ბიჭი სანტასთან ერთად ქუჩებში დადიოდა და ყველას, ვისაც გვერდით ჩაუვლიდა, სასწაულს ჩუქნიდა. ეს “კოკა-კოლას” სასწაული იყო, რომელიც 1997 წელს ჩვენ თვალწინ გაცოცხლდა და გადაიქცა რწმენად, რომელმაც ყველას თვალებში უკეთესი მომავლის იმედი აანთო. მას შემდეგ, ახალი წელი “კოკა-კოლას” გარეშე აღარ მოსულა.
მალე მთელმა ქვეყანამ იგრძნო, რომ “კოკა-კოლა” გაცილებით უფრო მეტი იყო, ვიდრე სასმელი. ის იყო სასმელი, რომელსაც სახლის, მეგობრობის, ბედნიერებისა და ერთად ყოფნის გემო ჰქონდა.
ქუჩებში “კოკა-კოლას” ქარავანის შემოსვლა ყოველთვის განსაკუთრებულ სუნთქვასა და ემოციას აჩენს. წითელი სატვირთოები, ბრჭყვიალა განათებები და მუსიკით სავსე მსვლელობა სანტა-კლაუსთან ერთად, ყველას უხილავი ენერგიით ავსებს და ბავშვობის რწმენას უბრუნებს, რომ სასწაულები ახალ წელს ნამდვილად ხდება. ეს არის ტრადიცია, რომელიც მთელ საქართველოს სითბოთი და სიყვარულით ავსებს.
უკვე 140 წელზე მეტია, “კოკა-კოლა” ჯადოსნურ ამბებს გვიყვება. გვინდა, ეს ამბები მარტივად გასაგები იყოს და ადამიანების გულებამდე ადვილად მივიდეს. დღეს სამყაროს სწორედ მარტივი სიკეთეები სჭირდება. ადამიანები ყოველთვის გახსნილები არიან იმ პატარა, კეთილი ამბების მოსასმენად, რომლებსაც “კოკა-კოლა” უყვება.
დაეხმარე სხვებს და ამით საკუთარ თავს დაეხმარები. გახდი სხვისი ღიმილის მიზეზი. გახდი სანტა! იმიტომ, რომ ჩვენს სამყაროს მეტი სანტა სჭირდება - ასეთია თხოვნა, რომელსაც “კოკა-კოლა” ყოველ წელს, სხვადასხვა ფორმით გვიმეორებს. ასეთია ხოლმე კოკა-კოლას რამდენიმე წამი, რომელიც მთელ ცხოვრებაზე გვაფიქრებს და გვახსენებს იმას, რაც ხშირად გვავიწყდება; გვახსენებს, რომ არაფერია ერთმანეთზე მნიშვნელოვანი და ერთადერთი, რაც გვრჩება, გრძნობები და მოგონებებია. გვახსენებს მათ, ვინც გვიყვარს და გვენატრება. გვახსენებს დიდ თოვლს, ხმამაღალ სიცილს, ძველ სათამაშოებს, საგულდაგულოდ შეფუთულ საჩუქრებს, გემრიელ კერძებსა და ლამაზ სუფრას, სადაც ყოველთვის დგას “კოკა-კოლას” ბოთლი სანტა-კლაუსის გამოსახულებით.
„კოკა-კოლას“ქარავანი - 2025 - მოძრავი დღესასწაული წითელი სატვირთოებით, ბრჭყვიალა განათებებით, ინსტალაციებითა და მუსიკით სავსე მსვლელობა იქნება. ქარავანი 19 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით მთელ საქართველოს შემოივლის. 12 დღიანი სადღესასწაულო მსვლელობა - თბილისიდან დაიწყება და დედაქალაქში ის 4 დღის განმავლობაში დარჩება. შემდეგ კი ქარავანი ახალ წლის განწყობას რეგიონებში ჩაიტანს. ბათუმი, ქობულეთი, ზუგდიდი, სენაკი, ფოთი, ქუთაისი, ოზურგეთი, ჩოხატაური, გორი, ხაშური, თელავი, რუსთავი და ბოლნისი - “კოკა-კოლას” ქარავანის მარშრუტი ჯადოსნური, ენერგიით სავსე და მრავალფეროვანი იქნება.
„კოკა-კოლა“, როგორც მსოფლიო ბრენდი, თავად გახდა ახალი წელი! იქ სადაც „კოკა-კოლაა“, ახალი წელიც იქ იწყება.
„კოკა-კოლა, 2026 წლის დაწყებას განსაკუთრებული საახალწლო კამპანიით აღნიშნავს. “კოკა-კოლას” საახალწლო ქარავანთან ერთად, „კოკა-კოლასა“ და სანტა კლაუსის მასშტაბური საახალწლო ბრენდირებით გალამაზებული ქუჩები თბილისსა და რეგიონებში, „კოკა-კოლას“ მხარდაჭერით „Factory Tbilisi“-ში მსოფლიო ვარსკვლავისა და სოულის ამერიკელი შემსრულებელის, გრემის მფლობელის, მუსიკოსის - მეისი გრეის კონცერტი; გათამაშება გრანდიოზული პრიზებით, ციფრული კამპანიები, ინფლუენსერები, YouTube შოუ, სავაჭრო ცენტრების აქტივობები, საახალწლო აქციები და ელექტრონული კომერციის აქტივაციები - ამ ყველაფრით კომპანია “კოკა-კოლა“ ერთ დიდ დღესასწაულს შექმნის და ქვეყანაში ახალ, 2026 წელს მოიყვანს.
“კოკა-კოლა” გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!