ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაარსებულმა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრმა მიმდინარე წელს წარმატებით განახორციელა ტრენინგ–კურსები: „ელექტროენერგეტიკის რეგულირების მექანიზმები და პრაქტიკა“; „მარეგულირებელი აუდიტისა და სატარიფო რეგულირების პრინციპები“, „მომხმარებელთა უფლებების დაცვა ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების სექტორებში“.
სასწავლო კურსების მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. შეხვედრისას კურსდამთავრებულებმა სასწავლო კურსები დადებითად შეაფასეს. მათი თქმით, ტრენინგებმა მნიშვნელოვნად გააღრმავა ცოდნა ენერგეტიკის რეგულირების სამართლებრივ და ეკონომიკურ ასპექტებზე, ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესზე, სატარიფო პოლიტიკასა და ენერგოსისტემის მუშაობის ძირითად პრინციპებზე.
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი განაგრძობს პროფესიული განვითარების ხელშეწყობას და სფეროს სპეციალისტებისთვის აქტუალური თემების შესახებ ტრენინგების ჩატარებას.
სხვა სიახლეები
მომხმარებლებს ვთავაზობთ ლოიალობის პროგრამას, რომლის მეშვეობითაც ისინი ყოველ შენაძენზე აგროვებენ თანხას ან იღებენ დამატებით ფასდაკლებებს - Felino - milano
20.11.2025.12:00
“ფელინო - მილანო” იტალიური სამკაულების მაღაზიათა ქსელია, რომელიც 2019 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის თანადამფუძნებელსა და Art დირექტორს, თათა ენუქიძეს ესაუბრა.
„კომპანია „ფელინო მილანო" არის იტალიური სამკაულების მაღაზიათა ქსელი, რომელიც წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე 2019 წლიდან და ამ დროისთვის წარმოდგენილია თბილისში 4 ლოკაციაზე :
• ი.აბაშიძის 38 -ვაკის შოურუმი ;
• თბილისი მოლი ;
• საბურთალოს სითი მოლი;
• გლდანის სითი მოლი.
ჩვენი სამკაულები იტალიაში მზადდება. გვაქვს ოქროს და ვერცხლის VIP-კოლექციები, რომლებიც ექსკლუზიურია და ასევე ბრილიანტის სერთიფიცირებული მოდელები. სამკაული გათვლილია სხვადასხვა სეგმენტის მომხმარებლებისთვის.
F E L I N O Milano აერთიანებს ყველა სახის სამკაულს − ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ქალბატონებისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ „ფელინოს" კოლექციები გამოირჩევა მაღალტექნოლოგიური ქარხნული დამუშავებით, ოქროს ნაკეთობებში - ფილიგრანული და ალმასური დამუშავებით; ვერცხლის სამკაულში კი გამოყენებული თვლები სხვადასხვა პოპულარული ბრილიანტისებრი, წახნაგური ჭრებითაა შესრულებული, რომელიც დამატებით ეფექტს იძლევა და უნიკალურს ხდის ჩვენს სამკაულს. "ფელინოს" კოლექციების შერჩევა ევროპული ტრენდების მიხედვით ხდება. მომხმარებლებს ფოტოსესიებისა თუ სხვადასხვა პოსტის მეშვეობით ვთავაზობთ პოპულარულ Look-ებს, რაც დამეთანხმებით, დამატებითი კომფორტია.

მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული ჩვენი მომხმარებელი „ფელინოს" მეგობარი ხდება. მათ აქვთ საშუალება, საკუთარი გემოვნებით შეარჩიონ ორიგინალური სამკაული ჩვენი კოლექციიდან. F E L I N O Milano-ს აქსესუარები ჩვენს მომხმარებელს გამორჩეულს ხდის. მუდამ ვთავაზობთ მათ ბენეფიტებს და ინოვაციებს. სწორედ ასეთია ჩვენი ლოიალობის პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ყოველ შენაძენზე აგროვებენ თანხას ან დამატებით ფასდაკლებებს. მსგავსი არცერთ საიუვილერო ქსელს არ გააჩნია და ამით ძალიან კმაყოფილია მომხმარებელი.
ჩვენს თანამშრომლებს, გავლილი აქვთ არაერთი ტრენინგი და კურსი, არიან გამორჩეულები საკუთარი ცოდნითა და მომხმარებელთან განსაკუთრებული მიდგომით. ისინი ცდილობენ, ჩვენთან მოსულ თითოეულ ადამიანს თავი აგრძნობინონ განსაკუთრებულად.
მომხმარებელს ვაცნობთ და ვუხსნით სამკაულის ყველა მახასიათებელს, რაც თავისთავად ძალზე მნიშვნელოვანია. ყოველთვის ვცდილობთ, მათი საჭიროებებისა და სურვილების დაკმაყოფილებას. ასევე, აქტიურად ვმართავთ სოციალურ მედიაგვერდებს და ვცდილობთ საინტერესო კონტენტი შევქმნათ.

სამომავლოდ, ვგეგმავთ რამდენიმე ფილიალის დამატებას თბილისსა და რეგიონებში. ასევე, შემოგვთავაზეს წარმომადგენლობა უცხოეთში, რაზეც ჩვენს პარტნიორებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ “, - აცხადებს თათა ენუქიძე.