ენდოკრინული ქირურგია - ,,კარაპს მედლაინში’’ ახალი სამედიცინო მიმართულება დაინერგა
მრავალპროფილური კლინიკა ,,კარაპს მედლაინი’’ მაღალტექნოლოგიური, ინოვაციური მეთოდების დანერგვას განაგრძობს და პაციენტებს უმაღლესი ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მომსახურებას სთავაზობს. ენდოკრინული ქირურგია, ,,კარაპს მედლაინისთვის’’ ახალი მიმართულებაა, რომლის ფარგლებშიც კლინიკაში უახლესი დიაგნოსტიკის და მკურნალობის მეთოდები დაინერგა. განყოფილების შექმნასა და მის სათანადოდ აღჭურვაზე როგორც კლინიკურმა ისე ადმინისტრაციულმა მხარემ რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად იმუშავა.
,,მოხარულები ვართ, რომ ,,კარაპს მედლაინში’’ ენდოკრინული ქირურგიული მიმართულება დაგვემატა და ჩვენს გუნდს ისეთი პროფესიონალი ექიმი შემოუერთდა როგორიც, ლევან რამიშვილია. მაქსიმალურად ორიენტირებულები ვართ, ამ მიმართულებით სიახლეები დავნერგოთ, რაც თავის მხრივ პაციენტებისთვის ნაკლებინვაზიური მკურნალობის მეთოდების შეთავაზებას და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს’’. აღნიშნა ,,კარაპს მედლაინის’’ დირექტორმა ნინო კუტალაძემ.
,,კარაპს მედლაინში’’ ენდოკრინული ქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელი, თავ-კისრის და ენდოკრინული ქირურგი, პროფესორი ლევან რამიშვილია, რომელსაც სამედიცინო სფეროში მოღვაწეობის 31 წლიანი გამოცდილება აქვს. ექიმის სახელს და გვარს უკავშირდება მსოფლიოს მასშტაბით, მიმართულების ირგვლივ არსებული ყველა სიახლის საქართველოში დანერგვა. 2018 წლიდან, ლევან რამიშვილმა ინოვაციური მეთოდი, ტრანსორალური ენდოსკოპიური ოპერაციები ფარისებრ და ფარისებრახლო ჯირკვლებზე დანერგა. ენდოსკოპიური ჩარევა ტრანსორალურად, კერძოდ პირის ღრუდან ხორციელდება. ესთეტიური უპირატესობის გარდა, აღნიშნული მიდგომით ჩატარებული ოპერაციები ნაკლებინვაზიურია, რაც რეაბილიტაციის პროცესს ამარტივებს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის ოპერაციები ამიერკავკასიაში მხოლოდ ,,კარაპს მედლაინში’’ ლევან რამიშვილის მიერ ტარდება.
ენდოკრინული ქირურგიული მიმართულების ფარგლებში, ოპერაციები ხორციელდება ფარისებრი ჯირკვლის როგორც კეთილთვისებიან ასევე ავთვისებიან დაავადებებზე, პარათირეოიდულ ჯირკვლებზე, თავისა და კისრის სხვა დაავადებებზე. კლინიკა და საოპერაციო ბლოკი ყველა იმ უახლესი და საჭირო სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი, რაც ფარისებრ ჯირკვალზე წარმატებული ოპერაციების ჩატარების გარანტიაა. მათგან აღსანიშნავია, ინტრაოპერაციული ნეიირომონიტორინგის აპარატი, რომელიც მთელი ოპერაციის განმავლობაში ნერვის გამტარებლობაზე გასცემს ინფორმაციას, რათა ნერვი არ დაზიანდეს და არ გაღიზიანდეს. ნეირომონიტორინგის აპარატის გამოყენება ოქროს სტანდარტი და მეთოდია ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციის დროს.
ქირურგიული ოპერაციების გარდა, კლინიკა პაციენტებს ყველა სახის დიაგნოსტიკურ, ლაბორატორიულ და ბიოფსიური კვლევების სერვისებს სთავაზობს.
მიმართულების მეტად განვითარებისთვის, ,,კარაპს მედლაინს’’ მასშტაბური გეგმები აქვს. ერთ-ერთი მათგანი, ფლორესენციული მეთოდის დანერგვაა, რაც ოპერაციის დროს პარათირეოიდული ჯირკვლების იდენტიფიცირებას და მის შენარჩუნებას გულისხმობს. მისი დანერგვის შემდეგ, ,,კარაპს მედლაინი’’ და საქართველო ამიერკავკასიის ქვეყნებში პირველი იქნება,სადაც პაციენტები მსგავს სამედიცინო მომსახურებას მიიღებენ. აღნიშნული მეთოდი პაციენტებისთვის კიდევ ერთი სასარგებლო სიახლე იქნება, რომელიც მათ პოსტოპერაციულ პროცესს გაამარტივებს.
სხვა სიახლეები
25.06.2025.10:00
მთაწმინდის პარკი • Mtatsminda Park-ი ზაფხულის ტურისტულ სეზონს სიახლეებით ხვდება. როგორც Business Insider Georgia-სთან მთაწმინდის პარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ღონისძიებების მენეჯერმა ეთო გიგიაძემ განაცხადა, საბაგიროსთან ერთად პარკს შეემატა სრულიად ახალი კვების სივრცე ფუდკორტი.
„მთაწმინდის პარკის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე, რუსთაველის გამზირისა და პარკის დამაკავშირებელი საბაგიროს აღდგენაა, რაც როგორც მთაწმინდის პარკისთვის, ასევე დედაქალაქისთვის ინფრასტრუქტურული განვითარების მნიშვნელობისაა.
საბაგიროსთან ერთად პარკს შეემატა სრულიად ახალი კვების სივრცე ფუდკორტი, რომელშიც გაერთიანებულია კვების რამდენიმე ობიექტი. აღსანიშნავია, რომ ფუდკორტი ძალიან დახვეწილი და კომფორტუილი გარემოა ვიზიტორებისთვის, გემრიელი კვების გარდა აქ მოსული სტუმარი შეძლებს დაისვენოს და განიტვირთოს ულამაზეს გარემოში, სუფთა ჰაერზე. მნიშვნელოვანია, რომ რუსთაველიდან ფუდკორტში მოხვედრა საბაგიროთი სულ რაღაც 4-5 წუთშია შესაძლებელი“, - აცხადებს ეთო გიგიაძე.
მისივე თქმით, წელს საოჯახო ზონაში არსებულ ატრაქციონებს შეემატა ძალიან საინტერესო სივრცე - თოკების ქალაქი, რომელიც თავგადასავლების მოყვარულებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა.
აღსანიშნავია, რომ მთაწმინდის პარკი ფუნქციონირებს ყოველდღე და მოიცავს სამ ზონას: საბავშვო, საოჯახო და ექსტრემალური. რაც თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი ასაკის ვიზიტორი შეძლებს გაერთოს და ემოციებით სავსე დღე მოიწყოს.
ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მთაწმინდის პარკი მასშტაბური ღონისძიებების და ფესტივალების იდეალური სივრცეა და მიმდინარე სეზონზე აქ უკვე გაიმართა ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა ღვინის, ცქრიალა ღვინის და ყველის ფესტივალები. ასევე, მასშტაბურად აღინიშნა 1 ივნისი.
ცნობისათვის, 13 ივლისს მთაწმინდის პარკი უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას, ნაყინის ფესტივალს უმასპინძლებს, ხოლო 18,19 და 20 ივლისს კი ლუდის ფესტივალს.
მომდევნო პერიოდებშიც დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებები, რომლის შესახებ ინფორმაციის მოძიება ვიზიტორებს შეუძლიათ პარკის სოციალურ ქსელებში.
https://www.facebook.com/Mtatsminda.Park
https://www.instagram.com/mtatsmindapark/