„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალის და გალტ ენდ თაგარტის ხელშეწყობით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 17.7 მლნ დოლარის ობლიგაციები განათავსა
კომპანია „ემპი დეველოპმენტმა“, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თიბისი კაპიტალის და გალტ ენდ თაგარტის მხარდაჭერით, 17.7 მილიონი აშშ დოლარის 2-წლიანი, არასუბორდინირებული და არაუზრუნველყოფილი ობლიგაციები გამოუშვა, რომელთა დაშვება საქართველოს საფონდო ბირჟაზე იგეგმება.
ემისია საქართველოს კაპიტალის ბაზარზე 2025 წლის პირველი ტრანზაქციაა. ტრანზაქცია ჯამური 24 მილიონი ევროს მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამის მესამე და ბოლო ტრანშია, რომლითაც 2024 წლის ივლისში გამოცხადებული პროგრამა წარმატებით დაასრულა. მოზიდული სახსრების ნაწილს კომპანია არსებული ფინანსური ვალდებულებების რეფინანსირებისთვის გამოიყენებს, ნაწილს კი სამომავლო პროექტების დაფინანსებისთვის, კონკრეტულად კი ახალი ობიექტების შეძენისთვის.
2024 წელს კომპანიამ 5 მლნ დოლარისა და 3 მლნ ევროს ობლიგაციები განათავსა, რომელთა საპროცენტო განაკვეთები 8.75%-ითა და 7.75%-ით განისაზღვრა. 2025 წლის ემისიის განაკვეთი კი, ინვესტორთა დიდი მოთხოვნის შედეგად, 8.5%-ით განისაზღვრა.
ფასიანი ქაღალდები განკუთვნილი იყო როგორც იურიდიული, ასევე რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური პირებისათვის.
„მადლობას ვუხდით თიბისი კაპიტალს, გალტ ენდ თაგარტს და აწარმოე საქართველოს ობლიგაციების გამოშვებაში მხარდაჭერისთვის. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ისევე როგორც წინა გამოშვებაზე, ახლაც მაღალი ინტერესი იყო ინვესტორების მხრიდან. შესაბამისად მოთხოვნაც იმაზე მეტია ვიდრე ჩვენს მიერ გამოშვებული ობლიგაციები. ეს გასაგებიც არის ვინაიდან „ემპი დეველოპმენტი“ 13 წლიანი ისტორიის მქონე და სწრაფად განვითარებადი კომპანიაა, რომლის განვითარების შედეგებიც ხელშესახებია წლიდან წლამდე, რაც წინა გამოშვებიდან დღემდე უკვე დაინახეს არსებულმა ობლიგაციონერებმა და შესაბამისად მათმა ნაწილმა ამ ემისიაზეც შეიძინა ჩვენი ობლიგაციები.“ - პაპუნა კაციტაძე ,,ემპი დეველოპმენტის“ დირექტორი.
„მოხარული ვართ, რომ „ემპი დეველოპმენტის“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ობლიგაციების ფინალური ტრანში ჩვენი მხარდაჭერით განთავსდა და მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამა წარმატებით დაიხურა. აღსანიშნავია, რომ ობლიგაციებზე ინვესტორების დიდი ინტერესის შედეგად, ბოლო ემისიის საპროცენტო განაკვეთი გაუმჯობესდა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მულტისავალუტო პროგრამის ფარგლებში, რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ პირებს დაბანდების ალტერნატიულ და სხვადასხვა ვალუტაში დივერსიფიცირების შესაძლებლობა მივეცით”, - ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.
„გალტ ენდ თაგარტის გუნდისთვის სასიხარულოა, რომ „ემპი დეველოპმენტს“ მხარს ვუჭერთ მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამის ბოლო ტრანშის წარმატებით განხორციელებაში. აღნიშნული ტრანზაქცია 2025 წელს პირველია საქართველოს კაპიტალის ბაზრისთვის და მოხარული ვართ, რომ გვქონდა შესაძლებლობა, ამ პროცესში ჩვენი წვლილი შეგვეტანა. გალტ ენდ თაგარტის გუნდი განაგრძობს საქართველოში კაპიტალის ბაზრის ეკოსისტემის განვითარებას, კომპანიებისთვის დაფინანსების დივერსიფიცირებულ წყაროებზე წვდომის გამარტივებას და ინვესტორებისთვის საინტერესო შესაძლებლობების გაზიარებას“, — გიორგი კუპრაშვილი, გალტ ენდ თაგარტის გენერალური დირექტორი.
“სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აქტიურად ჩაერთო კაპიტალის ბაზრის სტრუქტურულ რეფორმაში, რომელიც მიზნად ისახავს ბაზარზე ფასიანი ქაღალდების სახეობის, რაოდენობისა და ხელმისაწვდომობის ზრდას. ასევე, ადგილობრივი კაპიტალის ბაზარზე ინვესტორთა ბაზის განვითარებას.
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა 2024 წლის აპრილიდან ამოქმედდა და მან უკვე დიდი ინტერესი გამოიწვია კომპანიებში. აღსანიშნავია, რომ პროგრამის პირველმა ბენეფიციარმა, „ემპი დეველოპმენტმა“, უკვე მესამე ტრანში განათავსა. პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს - ამ მდგომარეობით შემოსულია 16 კომპანიის 20 განაცხადი და მხარდაჭერილია 6 კომპანიის მიერ განთავსებული 8 ემისია. აღნიშნული ემისიებით საფონდო ბაზარზე 241 მილიონ ლარამდე დამატებითი საინვესტიციო რესურსი იქნა მოზიდული .“ - ირაკლი გაბრიაძე, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე.
„ემპი დეველოპმენტი“ ფლობს და მართავს დივერსიფიცირებული საინვესტიციო ქონების პორტფელს, რომელიც საქართველოს დიდ ქალაქებში 13 სავაჭრო ცენტრსა და 4 ავტოგასამართ სადგურს აერთიანებს. ობლიგაციების გამოშვებით მოზიდული სახსრების ნაწილით, კომპანია თბილისში საინვესტიციო ქონების შეძენას გეგმავს.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
24.04.2025
ახალი თიბისი ბარათის, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებისა და ერთგული საკრედიტო ბარათის მფლობელებისთვის აპრილი განსაკუთრებულად მრავალფეროვანი და გრძელვადიანი შეთავაზებებით სრულდება.
25 აპრილიდან თიბისის მომხმარებლები სხვადასხვა კატეგორიის ყველაზე მოთხოვნად სავაჭრო ობიექტებში არსებულ ფასდაკლებებთან ერთად, დამატებით, გამორჩეული შეთავაზებებით ისარგებლებენ:
25-27 აპრილი - დაიბრუნეთ გადახდილი თანხის 15%, მაქსიმუმ 500 ლარი, გალერია თბილისში მდებარე, iSpace-ის ფილიალში;
25-27 აპრილი - დაიბრუნეთ გადახდილი თანხის 20%, მაქსიმუმ 200 ლარი, Redberry-ის ფიზიკურ და ონლაინ მაღაზიებში;
მხოლოდ 28 აპრილს - მინიმუმ 50 ლარის შენაძენზე, დაიბრუნეთ 30%, მაქსიმუმ 30 ლარი, ავერსის ფიზიკურ და ონლაინ აფთიაქებში;
29-30 აპრილი - დაიბრუნეთ 30%, მაქსიმუმ 150 ლარი, Veli.store-ზე.
ამასთან, ისარგებლეთ მიმდინარე, გრძელვადიანი შეთავაზებებით:
თიბისისა და მაგთის შეთავაზების ფარგლებში, 17 აპრილიდან - 17 ივნისის ჩათვლით, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით აპლიკაციაში MyMagti, პაკეტების “ყველაფერი ულიმიტო” შეძენისას, გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 15 ლარი, მომენტალურად დაგიბრუნდებათ.
28 აპრილიდან - 24 მაისამდე ონლაინ პლატფორმებზე: myhome.ge, mymarket.ge, myauto.ge, myparts.ge განცხადების განთავსების ფასიანი სერვისების შეძენისას, გადახდილი თანხის 100%-ს, მაქსიმუმ 10 ლარს დაიბრუნებთ.
28 აპრილიდან - 28 მაისამდე, ყოველ კვირა დღეს, “ქონექთის” ბენზინგასამართ სადგურებზე შესაძლებლობა გექნებათ გადახდილი თანხის 10%, ჯამში მაქსიმუმ 50 ლარი დაიბრუნოთ.
შეთავაზებების დეტალური პირობების სანახავად, ეწვიეთ ბმულს.
ახალი თიბისი ბარათი სრულიად უფასოა და მისი აღება შეგიძლიათ, როგორც ფიზიკურად, თიბისის ნებისმიერ ფილიალში, ისე მობაილბანკიდან.
აიღეთ, ახალი თიბისი ბარათი და ისარგებლეთ გამორჩეული უპირატესობებით.