მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7083
0.0021
flag
AZN 1.5941
0.002
flag
CNY 38.077
0.0065
flag
EUR 3.1475
-0.0085
flag
GBP 3.626
-0.0068
flag
KZT 50.32
0
flag
TRY 0.0646
0.0001
flag
USD 2.711
0.0034

ემაარ ჯგუფის პროექტი „იგლ ჰილს საქართველო" გახდება ფლაგმანი ქართული დეველოპმენტისა და ტურიზმის ინდუსტრიაში - მარიამ ქვრივიშვილი

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო „იგლ ჰილს საქართველოს" ოფისის და საპრეზენტაციო სივრცის ინაუგურაციის ცერემონიაში. ღონისძიებას დაესწრო „იგლ ჰილსის" დამფუძნებელი მოჰამედ ალი ალაბარი. 

„იგლ ჰილს საქართველოს" ოფისმა თბილისში, კინოთეატრ „რუსთაველის" ყოფილ შენობაში დაიწყო ფუნქციონირება.  როგორც მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ერთი თვის წინ საქართველოში გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტისა და სამთავრობო გუნდის ისტორიული ვიზიტი შედგა, რომლის მიმდინარეობისას შეთანხმდა ყველა საკვანძო საკითხი და დეტალი, რაც საქართველოში ემაარ ჯგუფის" შემოსვლას უკავშირდება.  

„დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ ჩვენს მეგობარსა და პარტნიორს - ბატონ მოჰამედ ალაბარს, რომლის პირადი ჩართულობით და ხელმძღვანელობით გახდა შესაძლებელი სწრაფი ნაბიჯებით მომხდარიყო გადაწყვეტილების მიღებიდან ხელშესახები შედეგების მიღწევა. დღეს ჩვენი დედაქალაქის ცენტრში,  ისტორიული შენობის პირველ სართულზე ვხსნით ემაარ ჯგუფის პროექტის, „იგლ ჰილს საქართველოს" საპრეზენტაციო სივრცეს, რომელიც გახდება ფლაგმანი ქართული დეველოპმენტისა და ტურიზმის ინდუსტრიაში", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ემაარ ჯგუფი" საქართველოში, ორ პროექტში - თბილისში, კრწანისის რაიონში და ბათუმის სიახლოვეს, გონიოს ტერიტორიაზე 6,5 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. „იგლ ჰილს საქართველოს" პროექტის ფარგლებში, თბილისსა და ბათუმის მიმდებარედ განვითარდება თანამედროვე, მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა. ამავე პროექტის ფარგლებში ბათუმში იახტების ნავმისადგომიც აშენდება, რაც საზღვაო ქალაქს სრულიად ახალ, თუმცა ბუნებრივ ეტაპზე გადაიყვანს. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ეს არის უპრეცედენტო მოცულობის ინვესტიცია, რომელსაც  უდიდესი გავლენა ექნება მთლიანად საქართველოს ეკონომიკაზე. 

„პროექტი იქნება დასაქმების დიდი ხელშემწყობი, შეიქმნება ათასობით სამუშაო ადგილი. იქმნება ორი ახალი დანიშნულების ადგილი თბილისსა და ბათუმთან ახლოს, გონიოში, რომლებიც შექმნის ძალიან მნიშვნელოვან ეკოსისტემას - გააერთიანებს საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებს, განთავსების ობიექტებს, სავაჭრო ქუჩებს და ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ახალ დანამატს ჩვენი ქვეყნის ტურისტული პროდუქტისთვის", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილმა მადლობა გადაუხადა  პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რომლის უშუალო ხელმძღვანელობითა და მხარდაჭერით მოხდა პროექტის სწრაფი ტემპებით განვითარება და ასევე მოჰამედ ალი ალაბარს საქართველოს პოტენციალის სწორი შეფასებისთვის და პარტნიორობისთვის. მინისტრის განცხადებით, ეს იქნება გამორჩეული პროექტი, რომელიც კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას.

„საქართველომ საკმაოდ რთული გზა გაიარა, იყო კომპლექსური გამოწვევები, მათ შორის კოვიდ პანდემიის შემდგომ ომი რეგიონში, თუმცა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკამ აჩვენა ძალიან მნიშვნელოვანი სიმძლავრე და მედეგობა, ისევე, როგორც სიცოცხლისუნარიანობა. სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ უზრუნველყო, რომ საქართველო ლიდერია რეგიონში, ისევე როგორც ევროპის ქვეყნებში,ეკონომიკური ზრდის კუთხით. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი ღირებულება, წარმატების ფორმულა, რომელიც შექმნა საქართველომ და რასაც ხედავს ჩვენი ყველა მეგობარი, მათ შორის ბატონი მოჰამედ ალაბარი, რომელთანაც წლების პარტნიორობა და მეგობრობა გვაკავშირებს. სწორედ ამ ნდობამ განაპირობა, რომ უპრეცედენტო მოცულობის, 6,5 მლრდ დოლარის ინვესტიცია მივიღეთ საქართველოში", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image დღეს საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ინვესტიციის განხორციელება ახალ ეტაპზე გადავიდა - მიხეილ ხიდურელი

21.10.2025.18:37


თბილისში „იგლ ჰილს საქართველო”-ს ოფისისა და საპრეზენტაციო სივრცის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, „იგლ ჰილსი“-ს დამფუძნებელი - მოჰამედ ალი ალაბარი დაესწრო.

ღონისძიებაზე იმყოფებოდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი. მისი თქმით, „იგლ ჰილს“-თან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მრავალთვიანი სამუშაო პროცესის შედეგია.

„დღეს საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ინვესტიციის განხორციელება ახალ ეტაპზე გადავიდა. პატივი გვქონდა გვემასპინძლა საინვესტიციო მიმართულებით უმსხვილესი „ემაარ ჯგუფი“-ს დამფუძნებლისა და მმართველი დირექტორისთვის - მოჰამედ ალი ალაბარისთვის. ასევე, დღეს უკვე ოფიციალურად გაიხსნა დეველოპერული კომპანია „იგლ ჰილს“-ის საპრეზენტაციო სივრცე . პროექტი, მისი მასშტაბიდან გამომდინარე, უპრეცედენტოა ქვეყნისათვის და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს განვითარებასა და ახალ სამუშაო ადგილების შექმნაში. ამასთან, ეს პროცესი ხელს შეუწყობს ქვეყნის საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს შესახებ ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო მასშტაბით“ - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

6,5 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის უმსხვილესი ინვესტიცია თბილისში, კრწანისის რაიონში და ბათუმის სიახლოვეს, გონიოს ტერიტორიაზე 2 დეველოპერული საინვესტიციო პროექტის განვითარებას გულისხმობს. პროექტების ფარგლებში, თბილისსა და ბათუმის მიმდებარედ განვითარდება თანამედროვე, მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა. ასევე, ბათუმში აშენდება იახტების ნავმისადგომიც, რაც საზღვაო ქალაქს სრულიად ახალ, თუმცა ბუნებრივ ეტაპზე გადაიყვანს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა