Emaar-ის შემოსვლა საქართველოში სხვა ინვესტორებისთვისაც იქნება წამახალისებელი გზავნილი - ლევან დავითაშვილი
„Emaar - ის არის ძალიან ცნობილი კომპანია, ცნობადი ბრენდი, სახელი და ასევე გამოცდილი პარტნიორი. ვფიქრობ, მისი საქართველოს ბაზარზე შემოსვლა წაახალისებს მთლიანად სექტორს და ახალ სტანდარტებს შემოიტანს, რაც ვფიქრობ, დარგის სხვა წარმომადგენლებს გარკვეულწილად მიეხმარება,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ეკონომიკურ ფორუმზე, რომელზეც განხილულ იქნა საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკა და ახალი შესაძლებლობები. მისი შეფასებით, არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერის Emaar Properties/Eagle Hills - ის საქართველოში შემოსვლა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობას გაზრდის და სხვა ინვესტორებისთვისაც იქნება წამახალისებელი გზავნილი.
აღსანიშნავია, რომ Emaar Properties/Eagle Hills - ი საქართველოში უძრავი ქონებისა და ტურისტულ სექტორებში რეკორდულ ინვესტიციას განახორციელებს 6 მლრდ აშშ დოლარის ოდენობით. უშუალოდ საამიროებში Emaar Properties-ისა და Eagle Hills-ის მსხვილ პროექტებს განეკუთვნება დღეისათვის მსოფლიოს ყველაზე მაღალი ცათამბჯენი ბურჯ-ხალიფა, დუბაი მოლი, ფეშენებელური დეველოპერული კომპლექსი რამანის კუნძულებზე აბუ-დაბიში, პროექტები Dubai Marina-ს ელიტურ საკურორტო ზონასა და სხვ.
სხვა სიახლეები
EBRD-ი $20 მილიონამდე დაფინანსებას „დარ ინვესტს“ გამოუყოფს, თანამსესხებელი კი სამშენებლო და სარემონტო მასალების სავაჭრო ქსელი „მოდუსია“
13.11.2026.08:27
EBRD-ისგან $20 მილიონამდე დაფინანსებას უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია „დარ ინვესტი“ მიიღებს, თანამსესხებელი კი სამშენებლო და სარემონტო მასალების სავაჭრო ქსელი „მოდუსია“.
სესხის სახით მიღებული თანხა სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტის განვითარებას მოხმარდება („პროექტი“). პროექტის სავარაუდო ღირებულება 37 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო გასაქირავებელი ფართობი (GLA) 37 ათასი კვადრატული მეტრი იქნება, რომელიც რამდენიმე ფუნქციურ ზონად დაიყოფა: შოურუმები, სასაწყობე სივრცეები, საოფისე ფართობები და მიწისქვეშა ავტოსადგომი.
პროექტი მიზნად ისახავს EDGE-ის საერთაშორისო მწვანე შენობის სერტიფიკატის მიღებას. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ის საქართველოში მწვანე შენობების სერტიფიცირების მიმართულებით მნიშვნელოვან პრეცედენტს შექმნის და მომავალში სხვა კომპანიებსაც წაახალისებს, განახორციელონ მსგავსი მდგრადი განვითარების ინიციატივები.