მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7174
-0.0041
flag
AZN 1.5453
-0.0004
flag
CNY 38.876
0.0057
flag
EUR 3.0159
0.0243
flag
GBP 3.5202
0.0279
flag
KZT 55.32
0.0023
flag
TRY 0.0554
0
flag
USD 2.6266
-0.0006
news banner

ELT Group ტურისტულ სეზონს პოზიტიური მოლოდინებით ხვდება - საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობა და გეოგრაფიული დივერსიფიკაცია წარმატებული 2025 წლის სეზონისთვის

news image
mbc image

21-22 ივნისს აჭარაში საზღვაო სეზონი ოფიციალურად იხსნება, თუმცა ბათუმს და აჭარის მაღალმთიანეთს ტურისტები აქტიურად აკითხავდნენ

იელთი ჯგუფი”, რომელიც აჭარაში ბევრი წარმატებული პროექტის ავტორია, დღეს სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაშიც აქტიურადაა წარმოდგენილი.

მიმდინარე წელსიელთი ჯფუფმაბათუმის სასტუმრო ინდუსტრიას სასტუმრო La Quinta by Wyndham Batumi შემატა.

როგორ ხვდება კომპანია ზაფხულის ტურისტულ სეზონს და რა გეგმები აქვს ტურიზმის მიმართულებით, დეტალებზე Business Insider Georgia-იელთი ჯფუფისგენერალური დირექტორი მამუკა მახარაძე ესაუბრა

რა გათვლებით და მოლოდინებით ხვდება ELT Group- და მასში შემავალი სასტუმრო ბრენდები ზაფხულის ტურისტულ სეზონს?

ELT Group ზაფხულის სეზონს მაღალი მოლოდინებით და ოპტიმისტური გათვლებით ხვდება. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს მფლობელობასა და მართვაშია ახლად გახსნილი La Quinta by Wyndham Batumi-ის 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო და ასევე Aparthotels Collection by ELT-ის ბრენდის ქვეშ გაერთიანებული, 1000-ზე მეტი სასტუმრო ტიპის აპარტამენტი. სხვადასხვა კატეგორიის და სეგმენტზე ორიენტირებული პროდუქტი შეიქმნა იმ კვლევების შედეგად, რომელსაც ჩვენი მარკეტინგის გუნდი პერმანენტულად ატარებს. სტრატეგიულ დონეზე ხდება ტურისტული ნაკადების ანალიზი და  მოთხოვნებზე მორგებული სერვისების განვითარება


პარტნიორებთან ერთად განხორციელებული ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიები საშუალებას გვაძლევს, 2025 წლის სეზონი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად ვაქციოთ. შესაბამისი სტატისტიკაც უკვე გვაქვს და უკვე დღეიდან იგეგმება ოქტომბრიდან განსახორციელებელი ღონისძიებები, რათა არ მოხდეს დატვირთულობის საგრძნობი შემცირება
ჩვენი ჯგუფის შემთხვევაში, ძირითადი აქცენტი კეთდება როგორც ფიზიკურ ტურისტზე, ასევე უძრავი ქონების ინვესტორებზე. მოგეხსენებათ ჩვენი ძირითადი მიმართულება მაინც საინვესტიციო უძრავი ქონების განვითარებაა და ეს ორი სფერო ისედაც მჭიდროდაა დაკავშირებული და დამოკიდებული ერთმანეთზე

როგორია სტატისტიკური მაჩვენებლები ამ დროისთვის გაყიდულ ჯავშნებთან მიმართებაში და ძირითადად რომელი ბაზრები აქტიურობენ?

ამ დროისთვის ჩვენი ობიექტების ჯავშნების დატვირთულობა აპრილის ბოლოდან უკვე აჭარბებს წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. რაც შეეხება მიმდინარე, ივნისის თვის მონაცემებს - კომპლექსების მიხედვით, დატვირთვა 85-95% ფარგლებში მერყეობს.
ვიზიტორების გეოგრაფიასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ კვლავ აქტიურია ე.. ტრადიციული ბაზრები: არაბეთის გაერთიანებული საამიროები, მეზობელი ქვეყნები და ცენტრალური აზიის ქვეყნები. რა თქმა უნდა ნეგატიური ტენდენციაა ბათუმისთვის პრიორიტეტული ისრაელის ბაზრიდან, თუმცა ვიმედოვნებთ სიტუაცია მოკლე პერიოდში დასტაბილურება
მზარდი ინტერესი გვაქვს ევროპიდანაც, წინა წლის მაჩვენებლებთან შედარებით, შესაბამისი პერიოდისთვის 10%-იანი ზრდა ფიქსირდება ევროპის მიმართულებიდან, რაც ვთვლი რომ, გარდა ჩვენი ძალისხმევისა,  ჩვენი პარტნიორი ბრენდების მხრიდან, მაგალითად La Quinta by Wyndham და Barceló Hotels & Resorts-ის საქართველოს პოტენციალის საერთაშორისო აღიარებასაც უკავშირდება.

აღმოსავლეთში განვითარებულ ფონზე, თუ კი ფრენები დროულად არ აღდგება, რა გათვლები და მოლოდინები გაქვთ როგორც ტურიზმის, ისე უძრავი ქონების ბაზრის მიმართულებით? როგორც ვიცით ისრაელი ამ მხრივ მოწინავეა აჭარისთვის.

ისრაელის ბაზარი ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და მნიშვნელოვანი იყო, როგორც ტურიზმის, ასევე უძრავი ქონების მიმართულებით. რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა გარკვეულ გამოწვევებს ქმნის, თუმცა ჩვენი გათვლები ეფუძნება ბაზრების დივერსიფიკაციას. ამავდროულად, მიმდინარე მოლაპარაკებები სხვადასხვა ავიაკომპანიებთან პირდაპირი ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით იმედის მომცემია
თუ ისრაელ-ირანის კონფლიქტი გაიწელა, რთული იქნება ისრაელელი ტურისტების წილის კომპენსირება განსაკუთრებით ბათუმისთვის, თუმცა გამოსავალი მაინც დივერსიფიკაციაშია. რთულ რეგიონულ მდებარეობას ვერ გავექცევით, სწორედ ამიტომ აქცენტირებულად ვცდილობთ, როგორც აღმოსავლეთ აზიის, ასევე ევროპის სამიზნე ლოკაციებზე ჩვენი ქვეყნის და ტურიზმის პოტენციალის პრომოციას
რაც შეეხება უძრავი ქონების ბაზარს, მოცემულობა გვაიძულებს აქაც გავააქტიურეთ და საერთაშორისო ინვესტორების ახალი აუდიტორია ვეძებოთ, ვინც ინტერესდება შედარებით უსაფრთხო და სტაბილურ აქტივით. ჩვენ შევქმენით მოდელები გარანტირებული შემოსავლისა და მინიმალური რისკით, რაც ზრდის ინტერესს, როგორც ახლო აღმოსავლეთის, ასევე ევროპელი ინვესტორების მხრიდან.

რა გეგმები აქვს კომპანიას უახლოეს წლებში და ყველა ზემოთ ხსენებული ფაქტორის გათვალისწინებით, გეგმავთ თუ არა სასტუმრო და სასტუმრო ტიპის აპარტამენტების რაოდენობრივ ზრდას

2025 წელს უკვე დაწყებული გვაქვს ერთი პროექტი ბათუმში და აგვისტოში დავაანონსებთ მეორე პროექტს, სადაც ასევე განთავსდება Barceló-ს ახალი ქვებრენდი Occidental Hotel-ის 120 ნომრიანი სასტუმრო. ამ ინვესტიციის მიზანია, ბათუმი კიდევ უფრო მყარად დამკვიდრდეს საერთაშორისო სტუმარმასპინძლობის რუკაზე, როგორც უძრავი ქონების ინვესტორებისთვის, ასევე ხარისხიან დასვენებაზე ორიენტირებული სტუმრებისთვის.ორივე პროექტში ერთად იქნება 800-ზე მეტი სასტუმროს ტიპის აპარტამენტი, მათგან უმრავლესობა ცალკე საძინებლით - გრძელვადიან იჯარაზე გათვლილი, რა მოთხოვნასაც ჩვენი კვლევები და ბაზრის ტენდენციები მოწმობს.

აქტიურად ვმუშაობთ თბილისის ახალ პროექტზე, რომელიც წლის ბოლოს ასევე გაეშვება გაყიდვებში. მოგეხსენებათ, ჩვენიესპანური კვარტალისგაყიდვების ტემპმა, თბილისში კიდევ უფრო დიდი მასშტაბის პროექტის ჩაშვების შესაძლებლობა მოგვცა. აშშ-ს საელჩოს მიმდებარედ შევიძინეთ 2 ჰექტარი ტერიტორია და ვანვითარებთ ე.. უბანს - საცხოვრებელი, სასტუმრო, დასასვენებელი და გასართობი ინფრასტრუქტურით. უკვე გაცხადებული გვაქვს, რომ შევიძინეთ დიდი ტერიტორია კახეთში, საგარეჯოს რაიონში. ორთაჭალიდან მაქსიმუმ 40 წუთის სავალზე. გვინდა, რომ ეს პროექტი, რომლის პრეზენტაციასაც 2026 წლისთვის ვგეგმავთ, იქცეს ახალ მიზიდულობის ცენტრად. პოტენციურ პარტნიორად განიხილება ერთ-ერთი ყველა პრესტიჟული და მაღალი კატეგორიის გლობალური ბრენდი. პროექტის შინაარსი ნამდვილად სასიამოვნოდ გააოცებს ყველა ვიზიტორს, თუ ინვესტორს.

შეფასებისთვის დავამატებდი, რომ გარემოებები ბიზნესისთვის ყოველთვის რთული და გამოწვევებით სავსეა, ჩვენი არასტაბილური გეოპოლიტიკური ვითარება კიდევ უფრო ართულებს წარმატებას, თუმცა ბიზნესს აქვს ეს ადრენალინი, გაიმარჯვო გამოწვევებზე და ვთვლით, რომ ცოდნასა და ინფორმაციაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით შესაძლებელია რისკების გარკვეული კონტროლი.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სტარბაქსის გახსნა კიდევ ერთი მაგალითია იმ კომერციული შესაძლებლობებისა, რომელიც საქართველოში ამერიკული კომპანიების საქმიანობას მოაქვს - აშშ-ის საელჩო საქართველოში

30.07.2026.22:51

აშშ-ის საელჩო საქართველოში სტარბაქსის გახსნასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

,,სტარბაქსი უკვე საქართველოშია! აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები კომპანიის პირველ ფილიალს ეწვივნენ თბილისში. პირველი სტარბაქსი სიეტლში, ვაშინგტონის შტატში, 1971 წელს გაიხსნა Pike's Place Market-ში. დღეს კომპანია მსოფლიოს მასშტაბით 40 000-ზე მეტ ფილიალს ითვლის, რომელთა რიცხვს თბილისიც შეუერთდა. დღევანდელი გახსნა კიდევ ერთი მაგალითია იმ კომერციული შესაძლებლობებისა, რომელიც საქართველოში ამერიკული კომპანიების საქმიანობას მოაქვს", - წერს აშშ-ის საელჩო საქართველოში. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა