მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7069.8
-0.0029
flag
AZN 1.5957
-0.0001
flag
CNY 37.786
-0.0044
flag
EUR 3.1511
-0.0192
flag
GBP 3.635
-0.0167
flag
KZT 51.44
-0.0016
flag
TRY 0.0674
-0.0001
flag
USD 2.7127
-0.0011

ელექტროენერგიის სექტორი მომავალი 10 წლის განმავლობაში - გალტ & თაგარტის განახლებული კვლევა

news image

გალტ & თაგარტმა ელექტროენერგიის სექტორზე განახლებული კვლევა გამოაქვეყნა. კვლევა მიმოიხილავს გენერაციისა და მოხმარების ტენდენციებს, ექსპორტის შესაძლებლობებს, საინვესტიციო გარემოს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს

გენერაცია და დადგმული სიმძლავრე

გალტ & თაგარტის საბაზისო სცენარით, ელექტროსადგურების მშენებლობის ტემპი დაჩქარდება და 2035 წლისთვის ქვეყნის დადგმული სიმძლავრე არსებული 4.7 გვტ-დან 9.0 გვტ-მდე გაიზრდება. აქედან, განახლებადი ენერგიის წილი 83%-ზეა მოსალოდნელი, რაც არსებული 73%-დან ზრდაა. გენერაციის ამ სცენარის მიხედვით, საქართველო ელექტროენერგიის წმინდა ექსპორტიორი იქნება, ხოლო თუ მშენებლობის ტემპი არ დაჩქარდა, ქვეყნის იმპორტზე დამოკიდებულების დონე მნიშვნელოვნად მოიმატებს 

მოხმარება 

გალტ & თაგარტის პროგნოზით, ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად ბოლო 10 წლის საშუალო ზრდის ტემპის მსგავსად, მომავალშიც, საშუალოდ ყოველწლიურად, 3%-ით გაიზრდება და 2035 წელს 19.1 ტვტ.სთ-ს გაუტოლდება. მოხმარების ზრდის ახალი წყაროები იქნება ელექტრომობილები და საოჯახო ტექნიკის გამოყენების ზრდა შინამეურნეობებში. ამ ახალი წყაროების წილი 2035 წლის მოხმარებაში ჯამურად 6%-ის დონეზეა მოსალოდნელი. ამასთან, მოხმარების ზრდის ტემპის დაჩქარება შეიძლება გამოიწვიოს დატა ცენტრების აშენებამ ან სხვა ენერგოინტენსიური დარგების საქართველოში რელოკაციამ

ინვესტიციები და მთავრობის წახალისების მექანიზმები

კვლევის მიხედვით, ელექტროსადგურების განვითარება დიდწილად დამოკიდებულია მთავრობის მხარდამჭერ პოლიტიკაზე. 2007 წლიდან დღემდე დამატებული დადგმული სიმძლავრის 93% სწორედ მთავრობის წახალისების მექანიზმებით განხორციელდა. ამასთან, 2017-21 წლებში შეჩერებულმა PPA-იმ და მოსახლეობის მხრიდან მომატებულმა პროტესტმა მშენებლობის ტემპის შენელება გამოიწვია. 2022 წელს ამოქმედებულმა CFD სქემამ და გამართულმა აუქციონებმა ინვესტორების ინტერესი მნიშვნელოვნად გაზარდა, განსაკუთრებით ქარისა და მზის ენერგიის მიმართ. კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ამ სადგურების ქსელში ინტეგრაციისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის განვითარების საჭიროებას. დღეის მდგომარეობით კვლევის ეტაპზე არსებული პროექტების ჯამური დადგმული სიმძლავრე 6.0 გვტ-ია. დამატებით, ეკონომიკის სამინისტრო განიხილავს განაცხადებს 8.8 გვტ-ის პროექტებზე, საიდანაც უმეტესობა ქარისა და მზის სადგურებია

ელექტროსადგურების შედარება

ქარისა და მზის სადგურებზე ინვესტიციის უკუგება 17-19%-ს შეადგენს, მაშინ როცა მოდინებაზე ჰიდროელექტროსადგურების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 13-15%-ია და კიდევ უფრო დაბალია რეზერვუარიანი ჰესებისთვის. ამ განსხვავებას ძირითადად განაპირობებს მშენებლობის ღირებულება და სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზებული წახალისების პირობები, რაც მზის და ქარის სადგურების შემთხვევაში ბევრად ხელსაყრელია. მშენებლობის ხარჯების გარდა, აღნიშნული სადგურები ერთმანეთისგან განსხვავდებიან წლიური და დღიური გენერაციის პროფილით და გარემოზე ზემოქმედების ხარისხით. ქარისა და მზის სადგურებს ახასიათებთ დღის განმავლობაში ცვალებადი და არაპროგნოზირებადი გენერაცია, რის გამოც ელექტროგადამცემი ქსელის ოპერატორის მიერ დაწესებულია ლიმიტი, 2028 წლამდე 1.25 გვტ-ის ფარგლებშია განსაზღვრული. ამ ლიმიტის გაზრდა შესაძლებელი გახდება რეზერვუარის მქონე ჰიდროელექტროსადგურების ან ენერგიის დამგროვებელი ბატარეების მშენებლობის გზით. 

იმპორტზე დამოკიდებულება

ახალი ჰესების მშენებლობის მიუხედავად, ქვეყნის იმპორტდამოკიდებულების ხარისხი ბოლო 10 წლის განმავლობაში უცვლელია - იმპორტის და იმპორტირებულ გაზზე მომუშავე თბოგენერაციის წილი ჯამურ მიწოდებაში 27%-ია. იმპორტის საჭიროებას განაპირობებს მზარდი მოხმარება და ჰიდროგენერაციის სეზონურობა. იმპორტდამოკიდებულების შესამცირებლად საჭიროა ადგილობრივი გენერაციის გაზრდა სექტემბრიდან აპრილის ჩათვლით პერიოდში, როდესაც ჰიდროგენერაცია არაა საკმარისი მოხმარების დასაკმაყოფილებლად. ამ პერიოდში გენერაცია შედარებით მაღალი აქვთ ქარის ელექტროსადგურებს (65-67%) და რეზერვუარიან ჰიდრო სადგურებს (60-70%). 

ექსპორტის პოტენციალი

საქართველოს აქვს 5.2 ტვტ.სთ ($250 მლნ ღირებულების) ექსპორტის განხორციელების პოტენციალი გენერაციის საბაზისო სცენარის და ადგილობრივი მოხმარების წლიური 3%-იანი ზრდის შემთხვევაში. ბოლო წლების განმავლობაში თურქეთი იყო საქართველოსთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი მიმზიდველი ფასის გამო. 2022-23 წლებში თურქეთში გაზრდილი ფასიდან გამომდინარე, საქართველო-თურქეთის ხაზის დატვირთულობა საექსპორტო სეზონზე იყო მაქსიმალური. ექსპორტისა და ტრანზიტის მოცულობის გასაზრდელად მნიშვნელოვანია საექსპორტო ინფრასტრუქტურის გაძლიერება როგორც მეზობელ სახელმწიფოებთან, ასვე ევროპის მიმართულებით - რაც შესაძლებელია შავი ზღვის გადამცემი კაბელის მეშვეობით

ელექტროენერგიის საბითუმო ფასი

ბაზრის არსებული წესებით, ელექტროენერგიის საბითუმო ფასის საუკეთესო ინდიკატორი არის ესკოს გასაყიდი ფასი. ესკოს ფასის ფორმირებაში ყველაზე დიდი წილი უჭირავს PPA/CFD-იანი ელექტროსადგურების გენერაციას და გალტ & თაგარტის გათვლებით, სწორედ ამ მოცულობის ზრდა განაპირობებს ესკოს გასაყიდი ფასის ზრდას მომავალში. გალტ & თაგარტის პროგნოზით, ელექტროენერგიის საშუალო წლიური საბითუმო ფასი გაიზრდება კვტ.სთ-ზე 6.2 აშშ ცენტამდე 2035 წლისთვის, ხოლო მაისი-აგვისტოს პერიოდში ფასი 5.8-5.9 აშშ ცენტზეა მოსალოდნელი

ბაზარზე დაგეგმილია რეფორმის განხორციელება, რომელიც საბითუმო ფასის დადგენის პრინციპს სრულად შეცვლის. რეფორმის მიხედვით საბითუმო ფასის ინდიკატორი ესკოს მაგივრად იქნება დღით ადრე ბაზრის ფასი, სადაც ფასის მდგენელი თბოსადგურები იქნებიან დეფიციტურ თვეებში, ხოლო ექსპორტის დროს რეზერვუარიანი ჰესები ან ექსპორტიორები. ამ ტიპის ცვლილების შემთხვევაში, ელექტროენერგიის საბითუმო ფასი სავარაუდოდ ბაზრის არსებული წესების შენარჩუნების შემთხვევაში მოსალოდნელ ფასზე დაბალი იქნება, გალტ & თაგარტის შეფასებით. თუმცა, რეფორმის ფარგლებში ჯერ კიდევ ბევრი დეტალია დასაზუსტებელი, რაც  ფასის პროგნოზზე იქონიებს გავლენას

სრული კვლევა ინგლისურ და ქართულ ენებზე შეგიძლიათ იხილოთ აქ

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში დანიელ პარტნიორებთან თანამშრომლობით ჩართულობასა და პროდუქტიულობაზე ტრენინგი გაიმართა

17.07.2025.12:39

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია დანიელ პარტნიორებთან აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებს, რომლის ფარგლებშიც, ორგანიზაციული ეფექტიანობის მიმართულებით კიდევ ერთი ტრენინგი ჩატარდა ჩართულობასა და პროდუქტიულობაზე.

აღსანიშნავია, რომ ტრენინგი ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მიდგომებს ეფუძნებოდა და თეორიული და პრაქტიკული კომპონენტებისაგან შედგებოდა.  ტრენინგი მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა პროდუქტიულობის გაგებისა და მართვის სტრატეგიული მნიშვნელობის გააზრება, ჩართულობის მექანიზმების წარმოჩენა და მათი გავლენა ორგანიზაციულ ეფექტიანობაზე, ისევე როგორც მტკიცებულებაზე (მონაცემებზე) დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების უნარების გაძლიერება.

ტრენინგი საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და Danish Industry-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში წარიმართა, რომელიც ევროკავშირთან დაახლოების მიზნებისათვის შრომის ბაზრის განვითარებას ისახავს მიზნად.

„მოხარულნი ვართ, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ წევრი კომპანიების წარმომადგენლებისთვის კიდევ ერთი ტრენინგი ჩავატარეთ ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მიდგომებზე, რომელიც კომპანიებში ორგანიზაციული ეფექტიანობის ზრდის ხელშეწყობას ემსახურება, რაც ბიზნესის წარმატებული საქმიანობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. BAG-ის თანამშრომლობა დანიელ პარტნიორებთან აქტიურად გრძელდება და დარწმუნებულები ვართ, რომ აღნიშნული, პროდუქტიული იქნება როგორც ჩვენი წევრი კომპანიების წარმომადგენლებისთვის, ასევე ზოგადად ბიზნეს სექტორისთვის" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

Danish Industry-სთან თანამშრომლობით საქართველოს ბიზნეს ასოციაცია შრომის ბაზრის განვითარებისათვის წლის განმავლობაში კიდევ არაერთი ღონისძიების განხორციელებას გეგმავს.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა