ელენე ცხადაიამ Clearstream-ის საერთაშორისო სამიტზე საქართველოს ბანკის რეგიონალურ საფონდო ბაზრებზე არსებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
საქართველოს ბანკი რეგიონული ბაზრების განვითარების მხარდაჭერასა და გლობალურ ფინანსურ დიალოგში აქტიურ მონაწილეობას აგრძელებს. ამ მიზნით, საქართველოს ბანკის გლობალური საბანკო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ელენე ცხადაიამ, პრაღაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ყოველწლიურ რეგიონულ Clearstream-ის მე-19 სამიტში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება რეგიონული კაპიტალის ბაზრების ტენდენციებს, განვითარების პერსპექტივებსა და პოსტ-ტრეიდინგის ინდუსტრიაში ხელოვნური ინტელექტისა და დიგიტალიზაციის როლს დაეთმო.
ფორუმზე ელენე ცხადაიამ აუდიტორიას საკუთარი პროფესიული გამოცდილება და საქართველოს ბანკის საუკეთესო პრაქტიკები გაუზიარა ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორებასა და შენახვის მიმართულებით. იგი მონაწილეობდა პანელურ დისკუსიაში, რომელიც კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პოსტ-ტრეიდინგის ევოლუციას მიეძღვნა.
„ჩემთვის დიდი პატივი იყო პრაღაში გამართულ Clearstream-ის მე-19 სამიტში მონაწილეობა და რეგიონული კაპიტალის ბაზრების განვითარების, ტენდენციებისა და უნიკალური მახასიათებლების შესახებ საინტერესო დისკუსიებში ჩართვა”, – აღნიშნა ელენე ცხადაიამ.
როგორც ლუქსემბურგში დაფუძნებული საერთაშორისო ცენტრალური ფასიანი ქაღალდების დეპოზიტარი (ICSD), Clearstream გლობალური მასშტაბით, მათ შორის საქართველოს ბანკისთვის, პოსტ-ტრეიდინგის ინფრასტრუქტურასა და ფასიანი ქაღალდების მომსახურებას უზრუნველყოფს. ფორუმი წლიდან წლამდე უფრო და უფრო მეტ პროფესიონალს აერთიანებს და მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს სექტორის ლიდერებისთვის გამოცდილების, ხედვებისა და ინოვაციების გასაზიარებლად.
პანელური დისკუსიის მოდერატორი იყო Clearstream Securities Services-ის ჩინეთის და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ურთიერთობების მენეჯერი, მუხამადჯონ იკრომოვი.
„სასიამოვნო იყო არაერთ კოლეგასთან და ინდუსტრიის ლიდერთან მე-19 Clearstream სამიტზე პრაღაში შეხვედრა. ღონისძიებაზე ღირებული მოსაზრებები და დისკუსიები მოვისმინეთ, რომლებიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრების ცვალებად ლანდშაფტს ასახავდა. მქონდა პატივი, მარიანა არშაკიანთან ერთად, ვყოფილიყავი კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონზე ფოკუსირებული პანელური დისკუსიის მოდერატორი, სადაც, დისკუსიის გამორჩეულ მონაწილეებთან ერთად, განვიხილეთ ამ რეგიონების განვითარების ძირითადი მახასიათებლები და შესაძლებლობები. ყოველთვის სასიამოვნოა, იყო ასეთი მაღალი დონის დიალოგსა და თანამშრომლობის მონაწილე. დიდი მადლობა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ ღონისძიების წარმატებაში. მოუთმენლად ველი მე-20 ღონისძიებას”, — აღნიშნავს მუხამადჯონ იკრომოვი.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
10.06.2025.20:30
„ორბი ჯგუფი“ ბათუმში სასტუმრო ინდუსტრიისთვის კიდევ 14 ათასი ნომრის დამატებას გეგმავს, ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ განაცხადა. მანვე ყურადღება გაამახვილა თბილისში „ცენტრალ პარკ თაუერსის“ პროექტზე, სადაც ინვესტიციის მოცულობა 500 მლნ დოლარს აღწევს.
„დღეისათვის „ორბი ჯგუფს“ ბათუმსა და ბაკურიანში ოპერირებაში აქვს დაახლოებით 16 ათასამდე ნომერი. სამომავლოდ ბათუმში იგეგმება 14 ათასი ნომრის დამატებით აშენება და შესაბამისად ოპერირება. ძალიან დიდი სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ასევე ჩვენ დავიწყეთ თბილისში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის „ცენტრალ პარკ თაუერსის“ განხორციელება, რომელიც არის უნიკალური საინვესტიციო პროდუქტი. მისი საინვესტიციო მოცულობა თითქმის 500 მლნ დოლარს აღწევს, რაც უზრუნველყოფს ჩვენს ქალაქში 12 ახალი საერთაშორისო ბრენდის შემოსვლას, უზრუნველყოფს მაღალ მსყიდველუნარიანი ტურისტების მოზიდვას და უზრუნველყოფს საკმაოდ ბევრი მიმართულებით, მათ შორის ღონისძიებათა დაგეგმვის მიმართულებით ახალი ტურისტული ნაკადების გაჩენას.
რადგანაც ამ კომპლექსში გარდა 8 ახალი საერთაშორისო რესტორნების ოპერატორისა იქნება ახალი ბრენდების მოლი, რომელსაც ბრიტანული ბრენდი ჰაინიკოლსი გაუწევს ოპერირებას, ჰაინიკოლსის ბრენდის ქვეშ იქნება და იქნება ყველაზე დიდი ივენთჰოლი 5 ვარსკვლავიან სასტუმრო კომპლექსთან ერთად, რომელიც უზრუნველყოფს საკმაოდ მაღალი ხარისხის ღონისძიებების ჩატარებას. ის გათვლილია დაახლოებით 3000 ადამიაზე, რაც რა თქმა უნდა ქმნის ახალ შესაძლებლობას, რომ ამ მიმართულებით კიდევ მეტად განვითარდეს ქალაქი და შესაბამისად თავისი ეკონომიკური წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში“, - განაცხადა „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა.