მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7111.2
0.0033
flag
AZN 1.6049
-0.0007
flag
CNY 37.984
-0.0022
flag
EUR 3.1553
-0.0049
flag
GBP 3.6982
-0.0091
flag
KZT 52.59
-0.0062
flag
TRY 0.0692
-0.0001
flag
USD 2.7283
-0.0005

​ეკოსაწარმო „პოლივიმი“ გაფართოვდა

news image

​ეკოსაწარმო „პოლივიმი“, რომელიც პლასტმასის ნარჩენების დამუშავების შედეგად მიღებულ გრანულებს, თუ ფანტელებს, ისევ პლასტმასის პროდუქციის მწარმოებლებს აწვდის, გაფართოვდა.

​„პოლივიმის“ საწარმო რუსთავში 2018 წელს გაიხსნა და PET ფანტელს აწარმოებდა, თუმცა ახლა კიდევ ერთი საწარმოო ხაზი დაამატა. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის კომერციულმა მენეჯერმა ბექა ფონჯავიძემ განაცხადა, საწარმოს გაფართოების შედეგად „პოლოვიმს“ სხვადასხვა ტიპის პლასტმასის გადამუშავების შესაძლებლობა აქვს და შედეგად მიღებულ ნედლეულს - გრანულებს, უკვე პლასტმასის პროდუქციის ადგილობრივ მწარმოებლებს აწვდის. 

„დავამატეთ პოლიეთილენის და პოლიპროპილენის გადამამუშავებელი ხაზი. ასე ვთქვათ, კიდევ ერთი გადამამუშავებელი ხაზი გავუშვით ექსპლუატაციაში და შედეგად საწარმო გაფართოვდა. თუ კი ადრე ერთი სახეობის პლასტმასის დამუშავებას ვახდენდით, საუბარი მაქვს პლასტმასის ბოთლებზე, გაფართოების შედეგად უკვე შეგვიძლია სხვა სახის პლასტმასის ნარჩენებიც დავამუშაოთ. ეს სხვა შეიძლება იყოს როგორც სამრეწველო პლასტმასის ნარჩენები, ასევე საყოფაცხოვრებო პლასტმასის ნარჩენები, ან ფერმერების სასოფლო-სამეურნეო პლასტმასის ნარჩენები.
პლასტმასის ნარჩენების გადამუშავების შედეგად ჩვენ ვაწარმოებთ გრანულებს. რა არის გრანულა? თავდაპირველად პროდუქციის წარმოებისთვის ხომ იყო გამოყენებული გრანულები, ახლა ხელახალი გადამუშავების შედეგად ისევ გრანულა შეიქმნა, რომელიც ასევე განკუთვნილია პლასტმასის პროდუქციის წარმოებისთვის. ასე ვთქვათ ეს არის მეორადი მასალა, ანუ რეციკლირებული მასალა. რომელიც ისევ შეუძლია პლასტმასის ნაკეთობების მწარმოებელმა კომპანიამ იყიდოს ჩვენგან და აწარმოოს სასურველი პლასტმასის ნაკეთობა. 

ჩვენს მიერ წარმოებული გრანულები იყიდება ადგილობრივ ბაზარზე“, - აღნიშნა ბექა ფონჯავიძემ.

​„პოლივიმის“ წარმოება ცირკულარული ეკონომიკის ნაწილია და მის მიერ წარმოებული გრანულები დღეისათვის მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. 

„გრანულების მთავარი მომხმარებლები შეიძლება იყვნენ და არიან ისეთი კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ მაგალითად პლასტმასის კალათებს - სასოფლო-სამეურნეო კალათებს, რასაც ჩვენ აქტიურად ვხვდებით ხილის გადაზიდვებში, ლოგისტიკაში, სუპერმარკეტებში. ასევე ის გამოიყენება მილების წარმოებაში, საუბარი მაქვს სხვადასხვა დანიშნულების პლასტმასის მილებზე, იგივე სარწყავი დანიშნულების, ან კანალიზაციისთვის განკუთვნილი მილების წარმოებისთვის და სხვა. შესაძლოა ის გამოყენებული ყოფილიყო ელექტრო ჩამრთველების ბუდეების საწარმოებლად, პარკების საწარმოებლად. რეალურად ეს არის ცირკულარული ეკონომიკა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ნარჩენების რეციკლირებით და გადამუშავებით ვაკეთებთ გრანულებს და შემდგომ ამ გრანულებით შესაძლოა ხელმეორედ იგივე პროდუქცია იყოს ნაწარმოები. რეალურად წრეზე ტრიალებს. იმის ნაცვლად, რომ რაღაც დაგიზიანდა და გადააგდო, არის ალტერნატივა, რომ ის ისევ ეკონომიკაში ჩაბრუნდეს, რათა ახალი გრანულა აწარმოოს, რომელსაც შემდგომ სხვა მწარმოებელი შეიძენს და მან აწარმოოს პროდუქცია. ანუ ნედლეული იმპორტით კი არ შემოიტანოს, არამედ ადგილობრივი ბაზრიდან იყიდოს. ცხადია ამ გზით ფასიც უფრო იაფია, რადგანაც გადამუშავებული მასალა უფრო იაფი ღირს ვიდრე პირველადი. ამის ეფექტი არის ის რომ დასაქმებასაც ეწყობა ხელი და გარემო უფრო სუფთაა, რადგანაც ეს ნარჩენი ბუნებაში არ ხვდება. ანუ ძალიან ბევრ ეკოლოგიურ და ეკონომიკურ ეფექტებს ვიღებთ“, - განმარტავს „პოლივიმის“ კომერციული მენეჯერი. 

ბექა ფონჯავიძის თქმით, „პოლივიმის“ გრანულებზე ბაზარზე საკმაოდ დიდი მოთხოვნა ფიქსირდება.

რაც შეხება  PET ფანტელს ის აქტიურად იყიდება საერთაშორისო ბაზრებზე. კომპანიაში საექსპორტო არეალის გაფართოებაზეც ინტენსიურად მუშაობენ და შესაძლოა, რომ წლის ბოლომდე „პოლივიმის“  PET ფანტელი ჩეხეთის და გერმანიის ბაზრებზეც მოხდეს. 

რაც შეხება  PET ფანტელს ის აქტიურად იყიდება საერთაშორისო ბაზრებზე. კომპანიაში საექსპორტო არეალის გაფართოებაზეც ინტენსიურად მუშაობენ და შესაძლოა, რომ წლის ბოლომდე „პოლივიმის“  PET ფანტელი ჩეხეთის და გერმანიის ბაზრებზეც მოხდეს. .

„PET ფანტელი აქტიურად გადის ექსპორტზე. მისი მთავარი საექსპორტო ბაზრებია: ნიდერლანდები, ავსტრია, საბერძნეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, ლატვია და თურქეთი. ექსპორტის ზრდის მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები და იმედი გვაქვს, რომ პროდუქციას ახალ ბაზრებზე გავიტანთ, ესენია: ჩეხეთი, გერმანია“, - აღნიშნავს „პოლივიმის“ კომერციული მენეჯერი. 

PET ფანტელზე იმდენად მაღალი მოთხოვნაა, რომ „პოლივიმს“ არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება არ შეუძლია, თუმცა ამის მიზეზი ნედლეულის დეფიციტია. 

„PET ფანტელზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია და აღემატება ჩვენი მიწოდების რაოდენობას, მაგრამ ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ მეტის წარმოება არ შეგვიძლია. პრობლემა არის ის, რომ არის ნედლეულის დეფიციტი. ეს ნარჩენი ბოთლები იმ მასშტაბით არ გროვდება. ჩვენთან ხომ არ ხდება ნარჩენების სისტემური შეგროვება და მეტწილად ეს პლასტმასის ბოთლები, ან ბუნებაში იკარგება, ან ნაგავსაყრელებზე ხვდება. რადგანაც მის შეგროვებას ორგანიზებული ფორმა არ აქვს, ამის სრული გადამუშავება ვეღარ ხდება და დაკარგული რესურსია“, - აღნიშნა ბექა ფონჯავიძემ. მისივე თქმით, სამომავლოდ „პოლივიმი“ საწარმოო გადაიარაღებას და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვას გეგმავს, რათა წარმოება კიდევ უფრო ხარჯ-ეფექტიანი იყოს.

შპს ,,პოლივიმი“ არის საყოფაცხოვრებო და პოსტ-სამრეწველო ნარჩენი პლასტმასისა და პოლიმერების გადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც ამიერკავკასიაში ანალოგი არ გააჩნია. ქარხანა ნედლეულის სახით მოიხმარს ადგილობრივ ბაზარზე წარმოქმნილ პლასტმასის ნარჩენებს (მეორადი PET ბოთლები, PE-პოლიეთილენისა და PP-პოლიპროპილენის ნარჩენი) და შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენებით აწარმოებს ღირებულ და ეკომეგობრულ პროდუქციას, ნაცვლად ნარჩენების ნაგავსაყრელზე ტრანსპორტირება-დაკონსერვებისა. აღნიშნული პროდუქცია წარმოადგენს პლასტმასის მრეწველობისთვის განკუთვნილ რეციკლირებულ ნედლეულს და იკავებს უმნიშვნელოვანეს როლს ღირებულებათა ჯაჭვში.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ვილა მოსავალის“ 1000 სტუმარზე გათვლილი რესტორანი სექტემბერში გაიხსნება

17.06.2025.18:00

Villa Mosavali • ვილა მოსავალი, რომელიც რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს ფართოვდება და ახალ სერვისებს ამატებს.

როგორც Business Insider Georgia-სთან „ვილა მოსავალის“ გენერალურმა მენეჯერმა ნიკოლოზ შეყრილაძემ განაცხადა, ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის „ვილა მოსავალი“ სტუმრებს ახალი, დიდი აუზი და პადელის მოედნები დახვდებათ.

„მიმდარე წლის მოლოდინებს რაც შეეხება დამოკიდებული ვართ, თუ როგორ განვითარდება ტურისტული სეზონი. თუმცა ჩვენი მხრიდან სიახლე იქნება ის, რომ ახალი და უფრო დიდი აუზი გვექნება დამატებული. ასვე გვექნება რამდენიმე სიახლე ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით: პადელის 2 მოედანი დავამატეთ და ასევე, რეკრეაციული ზონა, რომელიც 2000 კვ/მ-ს მოიცავს. რაც შეეხება დიდი რესტორანს, რომელიც 1000 სტუმარზე იქნება გათვლილი დაგეგმილია, რომ სექტემბერში გაიხსნება. მისი სამშენებლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს“, - აღნიშნა ნიკოლოზ შეყრილაძემ.

სასტუმროს სტუმრები ძირითადად ადგილობრივი სტუმრები არიან და მიმდინარე ტურისტული სეზონისთვის განთავსების ფასები არ შეცვლილა.

როგორც ცნობილია „ვილა მოსავალი“ შესანიშნავი ადგილია დასვენებისათვის. თბილისიდან 30 კილომეტრში, შთამბეჭდავი გამოცდილება ელის ყველას: ოჯახებს, ღვინის მოყვარულებს, საქმიანი ვიზიტზე მყოფთ თუ უბრალოდ განტვირთვისათვის ჩამოსულ სტუმრებს. პროფესიონალური მომსახურება, კომფორტული გარემო, გასაოცარი სამზარეულო, ღია აუზი, ბუნების სილამაზე და საუკეთესო ღვინო ყველა სტუმრისთვის დაუვიწყარი მოგონება გახდება.

ვილა მოსავლის სასტუმროს 27 ნომერზეა გათვლილი და თითოეული ნომერი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარითა თუ ავეჯით.

„ვილა მოსავალი“ მცხეთის რაიონში, სოფელ ახალუბანში მდებარეობს და ის სასტუმროს, სხვადასხვა ღონისძიებებისა და წვეულებისთვის გარე სივრცეებს, ღვინის მარანს, ღია აუზსა და სხვადასხვა მრავალფუნქციურ სივრცეებს აერთიანებს.

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა