მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7079.2
0.0105
flag
AZN 1.6135
-0.0002
flag
CNY 38.082
-0.0027
flag
EUR 3.0822
0.0358
flag
GBP 3.6608
0.0365
flag
KZT 54.04
0.0006
flag
TRY 0.0708
0.0001
flag
USD 2.7436
-0.0004
flag
AMD 7079.2
0.0105
flag
AZN 1.6135
-0.0002
flag
CNY 38.082
-0.0027
flag
EUR 3.0822
0.0358
flag
GBP 3.6608
0.0365
flag
KZT 54.04
0.0006
flag
TRY 0.0708
0.0001
flag
USD 2.7436
-0.0004

ეკონომიკური ზრდის ტენდენცია, რაც გვაქვს თუ შემდგომ თვეებშიც გაგრძელდება გამორიცხული არ არის რომ ზრდის მიმართულებით პროგნოზის გადახედვა მოგვიწიოს - ლაშა ქავთარაძე

news image

Galt & Taggart-ის საბაზისო სცენარით 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა 6,8%-ით გაიზრდება. როგორც რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას Galt & Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ განმარტა, იანვარში საბაზისო სცენარი 5%-ს შეადგენდა, თუმცა მზარდი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების გათვალისწინებით Galt & Taggart-მა პროგნოზს გადახედა. 

„როდესაც წელი დაიწყო, ჩვენ მაშინ წარმოვადგინეთ სამი სცენარი: საბაზისო, ოპტიმისტური და პესიმისტური სცენარი. საბაზისო სცენარით ჩვენი პროგნოზი იყო, რომ 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდებოდა. აქ ვითვალისწინებდით, როგორც შიდა პოლიტიკურ არასტაბილურობას, ასევე გლობალურად, რეგიონში შექმნილ იმ გაურკვევლობებს, რომლებიც ახასიათებს რუსეთ-უკრაინის ომს და ასევე მაგალითად, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი მოვიდა მოსალოდნელი იყო ასევე, რომ სატარიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით იქნებოდა გარკვეული ცვლილებები. თუმცა შემდგომ ეს სიურპრიზები უფრო ბევრი გვქონდა. როდესაც ვაკვირდებოდით იანვარში ეკონომიკურ აქტივობას, ასევე თებერვალში ეკონომიკურ აქტივობას, შემდგომ ახლა მარტის ოფიციალური მაჩვენებელი საქსტატისგან არ გვაქვს, თუმცა ჩვენ სხვადასხვა ინდიკატორებს ვაკვირდებით, სამი თვის მაკროეკონომიკური  მონაცემების საფუძველზე ჩვენ მოგვიხდა პროგნოზის ანუ 5%-ის ზრდა 6.8%-მდე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პროგნოზი მიმდინარე წლისთვის საკმაოდ რეალისტურია.

უფრო მეტიც, შეიძლება კონსერვატიულიც კი აღმოჩნდეს. იმიტომ, რომ თუ ეს ტენდენცია, რაც უკვე ამ სამ თვეში გვაქვს, გაგრძელდება შემდგომ თვეებშიც არ არის გამორიცხული, რომ ზრდის მიმართულებით ამ პროგნოზის გადახედვა მოგვიწიოს. აქ ჩვენ ვუყურებთ საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზებსაც“, - აღნიშნა ეკონომისტმა.

ლაშა ქავთარაძის თქმით, 2025 წელს Moody’s-ის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-ია, ასეთივეა S&P-ისEBRD-ის პროგნოზები.

„ყველა ორგანიზაციის პროგნოზების საშუალოც, რომ გამოვიყვანოთ 6%-თან არის ახლოს. ბევრი მათ შორის გამოირჩევა კონსერვატიული მიდგომით. წინა პერიოდებში თუ დავაკვირდებით ჩვენ მათ მიერ გაკეთებულ პროგნოზებს თუ შევადარებთ მაგალითად, ფაქტობრივ მონაცემებს დიდი განსხვავება იყო. ამიტომ უფრო კონსერვატიული მიდგომებით არიან გამორჩეული. საინტერესო არის ზოგადად, როცა ვსაუბრობთ ეკონომიკურ ზრდაზე, ფაქტობრივად პირველ ორ თვეში ოფიციალური, რაც არის ეს არის 9.4%-იანი ეკონომიკური ზრდა. შარშან წლიური იყო 9.4%, ანუ სტაბილურად ნარჩუნდება ეს მაღალი ეკონომიკური ზრდა. შარშან, ეკონომიკური ზრდის ძირითადი განმაპირობებელი იყო მომსახურების დარგები, მაშინ როცა მრეწველობა გამოცოცხლდა, გადამამუშავებელი მრეწველობა იყო დამატებითი კონტრიბუტორი, თუმცა როდესაც მთლიანად მრეწველობას ვუყურებთ, მრეწველობა არ იყო დიდი კონტრიბუტორი ეკონომიკური ზრდის. აქ ძირითადად იყო მომსახურების დარგები. თუ შევხედავთ დანახარჯების მეთოდით, მოხმარება იყო ძირითადი განმაპირობებელი, მაშინ როცა ინვესტიციებიც პოზიტიური კონტრიბუტორი იყო. წმინდა ექსპორტს რაც შეეხება, ექსპორტსა და იმპორტს შორის სხვაობა, მათი კონტრიბუცია უარყოფითი რჩებოდა 2024 წელს. ეკონომიკის ზრდაში ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ თუ რომელი სექტორებია მოწინავე. ჩვენ წინა პერიოდებშიც გვქონდა ისეთი სიტუაცია, რომ ეკონომიკა თანდათანობით უფრო მეტად დივერსიფიცირებული ხდება. მაგალითად 2024 წლის სექტორებს თუ დავაკვირდებით მთლიან შიდა პროდუქტში არც ერთი სექტორი არ არის ისეთი წილით, რომელიც 20%-ზე მაღალი იქნებოდა“, -აღნიშნა Galt & Taggart-ის ეკონომისტმა.

ლაშა ქავთარაძის თქმით, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ეკონომიკა დივერსიფიცირებულია.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „შატო მუხრანი“ – ორი საუკუნის ისტორიის მქონე ქართული შატო, სადაც ტრადიცია და თანამედროვე გამოცდილება ერთიანდება

15.05.2025.12:00

„შატო მუხრანი“ –XIX საუკუნის მეორე ნახევარში ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენლის, ივანე მუხრანბატონის მიერ დაარსდა და დღემდე ინარჩუნებს შატოს კლასიკურ კონცეფციას, რომელიც ოთხ ძირითად ფასეულობას ეფუძნება: საკუთარ ვენახებს, მეღვინეობას, ისტორიულ სასახლესა და კულტურულ მემკვიდრეობას.

შატო მდებარეობს ქართლში, სოფელ მუხრანში და პირველი ქართული შატოა, რომელიც ევროპული შატოების მოდელზეა აგებული.

მიმდინარე და სამომავლო გეგმები ტურიზმის განვითარების მიმართულებით

„შატო მუხრანი“ მუდმივად ნერგავს ახალ ტურისტულ ინიციატივებს. როგორც ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თამარ ბუაძემ Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში განაცხადა:


„2025 წლის მეორე ნახევარში ვგეგმავთ ახალი მასშტაბური პროექტის განხორციელებას, რომელიც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ვიზიტორთა ნაკადის ზრდას მოემსახურება. პროექტის დასრულება 2027 წლისთვის იგეგმება.“

მრავალფეროვანი ტურისტული სერვისები და გამოცდილებები

„შატო მუხრანის“ ყოველდღიური შეთავაზებები მოიცავს ისტორიულ ტურებს, ღვინის დეგუსტაციებს, ღვინის დეგუსტაციის მასტერკლასებს, კულინარიულ აქტივობებს, რომელთაც დიდწილად უცხოელი სტუმრები ირჩევენ. სტუმრები თავად ამზადებენ ტრადიციულ ქართულ კერძებს შატოს პროფესიონალ შეფებთან ერთად.

ამ ეტაპზე შატოს ტერიტორიაზე განთავსებულია ორი რესტორანი:

  • „ორანჟერია“ – ულამაზესი სივრცე, რომელიც მრავალფეროვან ღონისძიებებს მასპინძლობს
  • „სამეფო მარანი“ – რესტორანი, რომელიც ქართულ, ადგილობრივ კერძებს სთავაზობს სტუმრებს.

ღონისძიებები „შატო მუხრანის“ ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა – როგორც კერძო, ასევე კორპორატიული, ბიზნეს და MICE ტურიზმის ღონისძიებები რეგულარულად იმართება.

ვიზიტორთა პროფილი და მოთხოვნების დინამიკა

„შატო მუხრანის“ ტურისტული სერვისები თანაბრად პოპულარულია როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ სტუმრებს შორის.

„ისტორიული ტურების, ღვინის დეგუსტაციისა და კულინარიული მასტერკლასების შემთხვევაში სტუმართა უმრავლესობა საერთაშორისო ვიზიტორია. ხოლო ღონისძიებების მიმართულებით განაწილება დაახლოებით ასე გამოიყურება – 60% ადგილობრივი სტუმრები, 40% უცხოელი“, - აცხადებს თამარ ბუაძე.

უცხოელი სტუმრების გეოგრაფია თანხვედრაშია საქართველოს ტურიზმის საერთო ტენდენციებთან – ტრადიციული ბაზრების გარდა, მზარდია ინტერესი აღმოსავლეთის და გალფის ქვეყნების მხრიდან. წელს ინდოეთიდან მოთხოვნა განსაკუთრებით მზარდია.

„შატო მუხრანში“ ამ ეტაპზე 23 სახეობის ღვინო და მაღალალკოჰოლური სასმელი ჭაჭა იწარმოება.


„ღვინის შერჩევა სეზონისა და სტუმრის მიერ არჩეული პაკეტის მიხედვით მიმდინარეობს – ცივ სეზონზე მეტად მოთხოვნადია წითელი ღვინო, ხოლო თბილ ამინდში მეტი ყურადღება თეთრ და ვარდისფერ ღვინოებზეა გადატანილი“, - განმარტავს თამარ ბუაძე.

მაღალი სეზონი და 2025 წლის მოლოდინები

„შატო მუხრანისთვის“ მაღალი ტურისტული სეზონი მაისიდან ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება.

თამარ ბუაძის შეფასებით, „2025 წელი, როგორც დაგეგმილი ღონისძიებების, ასევე ვიზიტორების თვალსაზრისით, საკმაოდ დატვირთული და აქტიური იქნება. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს წელი მეტად პოზიტიური და წარმატებული იქნება ჩვენი მიმართულებისთვის“.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა