ეკონომიკის ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
მოსწავლეებში ფინანსური განათლების დონის ასამაღლებლად, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) ორგანიზებით და ბანკის მხარდამჭერით, ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის რიგით მეორე ოლიმპიადა გაიმართება.
ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა, სკოლიდან ერთმა მასწავლებელმა დაარეგისტრიროს სკოლა ამ ბმულზე. რეგისტრაციის გავლის შემდეგ, დარეგისტრირებული მასწავლებელი ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადის კოორდინატორი გახდება.
სკოლების რეგისტრაცია 29 თებერვალს დასრულდება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
სკოლის დარეგისტრირების შემდეგ, მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა ოლიმპიადაში მონაწილეობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია საკუთარი სკოლის მასწავლებლებისგან მიიღონ.
ოლიმპიადა რამდენიმე რაუნდად ჩატარდება და მასში მონაწილეობას მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები მიიღებენ. სკოლის ტური ონლაინ, ხოლო ეროვნული ტური კი ფიზიკურ ფორმატში გაიმართება.
ოლიმპიადის ფარგლებში 5 გამარჯვებული გამოვლინდება, რომლებიც ეკონომიკის საზაფხულო ბანაკში საერთაშორისო რაუნდში ასპარეზობისთვის მოემზადებიან. წელს საერთაშორისო ტური საბერძნეთში გაიმართება, სადაც ერთმანეთს პროექტში მონაწილე ქვეყნების გამარჯვებულები შეეჯიბრებიან.
„საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით ჩვენ 40-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ფინანსურ განათლებას ენიჭება - გვინდა, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების ამ სფეროთი დაინტერესებას, მათში ეკონომიკური ცნობიერების ამაღლებას და განვითარებას. ამიტომ, ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის მიერ ორგანიზებული ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერები ვართ. პირველად ოლიმპიადა შარშან გაიმართა, რომელზეც 342 სკოლის 1200-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა, საერთაშორისო რაუნდში კი საქართველოს წარმომადგენლებმა ჯამური რეიტინგით 20 ქვეყანას შორის მეხუთე ადგილი დაიკავეს. რაც ახალბედა მონაწილისათვის ძალიან კარგი შედეგია. ვიმედოვნებთ, რომ წელს კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობა და კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ ჩვენს საერთაშორისო რეიტინგს“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულების ხელმძღვანელი.
ინფორმაციისთვის, ეკონომიკის ოლიმპიადა ორგანიზაცია GELi-ს ინიციატივით და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ორგანიზაცია INEV-ის მანდატის ქვეშ ხორციელდება.
დღის ტოპ 10 სიახლე
2025 წელი სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ისთვის საკმაოდ წარმატებული იყო - სებასტიენ ვინსენტი
სხვა სიახლეები
2026 წელი განვითარების ახალი ეტაპი იქნება - როგორია BODBE Hotel - ის სამომავლო გეგმები
16.01.2026.18:00
კახეთის გულში, სიღნაღთან მდებარე სასტუმრო „ბოდბემ“ სულ მცირე დროში მოიგო როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუმრების გული და იქცა ადგილად, სადაც დახვეწილი დიზაინი, კომფორტული გარემო და თანამედროვე სერვისი ქმნიან ტრადიციულ სტუმართმოყვარეობას. სასტუმროს განვითარების 2026 წლის ხედვასთან დაკავშირებით Business Insider Georgia სასტუმროს მარკეტინგის ხელმძღვანელს, ქეთი ბახტურიძეს ესაუბრა.
„2026 წელი "ბოდბესთვის“ განვითარების ახალი ეტაპია. სასტუმრო კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება, სტუმრებს მეტ არჩევანსა და გამოცდილებას შევთავაზებთ.

გვემატება კვების ობიექტი - „კახური კუთხე“, სადაც ადგილობრივი სამზარეულო ავთენტურ გარემოში გაცოცხლდება. ჩვენი სტუმრებისთვის საყვარელი, ღია აუზის ზონა კიდევ უფრო ცოცხალი და საინტერესო გახდება პიცა ბარით. პადელის მოედანი, რომელიც უკვე ფუნქციონირებს, 2026 წლიდან სრულად აღიჭურვება და მზად იქნება როგორც სტუმრებისთვის, ასევე შეჯიბრებებისა და სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისთვის.
ჩვენი მთავარი მიზანია, მომავალ წელს მნიშვნელოვნად გავზარდოთ ბოდბეზე შეყვარებული სტუმრების რაოდენობა და ვიქცეთ იმ ადგილად, რომელსაც ადამიანები გააზრებულად, ნამდვილი დასვენებისთვის ირჩევენ მაშინ, როცა განტვირთვა სჭირდებათ “, - აცხადებს ქეთი ბახტურიძე.
აღსანიშნავია, რომ „ბოდბე“ არ არის მხოლოდ ადგილი - ეს არის გამოცდილება, რომელიც მუდმივად ვითარდება.