ეკონომიკას სჭირდება ინვესტორი - ლევან ვეფხვაძე
ეკონომიკას სჭირდება ინვესტორი, - ამის შესახებ რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ ოპტიმიზაციის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა, რომელზედაც ინფორმაცია ბიზნესმა პრემიერ-მინისტრისგან და მთავრობის წევრებისგან რამდენიმე დღის უკან დეტალურად მოისმინა. მისი თქმით, ძალიან კარგი იქნება თუ ეს დაზოგილი თანხები სხვადასხვა პროექტებში იქნება მომართული.
„ოპტიმიზაცია უკავშირდება არა ეფექტიანობას - უკავშირდება ზედმეტად დანახარჯს, გადაწყვეტილების მიღების დროში გაწელვას და ა.შ. და ის უწყებები რომელიც დასახელდა, სახელმწიფო კომპანიები - იქ წლების განმავლობაში იმდენი პრობლემაა დაგროვილი, მათი გადაწყვეტა ფინანსებთან არის კავშირში. ყველა ადამიანურ კაპიტალს, რომ თავი დავანებოთ და აი ეს ფინანსები თუ გამოჩნდება და ბევრი ის პროექტი, რომელიც გაჩერებულია და რომელიც სჭირდება დღეს მათ შორის ენერგეტიკას და ეს რეინვესტირება სწორედ ამ სახსრების ამ პროექტებში მოხდება ეს არის იდეალური მე მგონი და ინვესტორს რომ ვამბობ, ეკონომიკას სჭირდება ინვესტორი, რამდენიმეჯერ ვახსენე კერძო მომხმარებელი, სახელმწიფო ანალოგიურად არის ისეთივე ინვესტორი ეკონომიკაში როგორც ჩვენ ვართ ყველანი, უბრალოდ განსხვავება ის არის რომ მისი მასშტაბი გაცილებით დიდია, ვიდრე ინდივიდუალური ჩვენი როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეების და მისი საინვესტიციო მასშტაბი ანალოგიურად ახდენს გავლენას ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე. იმიტომ, რომ ის ასევე განახორციელებს შუალედურ შესყიდვას რომელიც მერე უკვე დამატებით ღირებულებაში აისახება, ხელფასებს გასცემს და ა.შ“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.
სხვა სიახლეები
“თეთრმა კვადრატმა” “ფილიგრინი2”-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა
08.12.2025.18:17
„თეთრი კვადრატი“ „ბიქეი ჰოლდინგში“ შემავალი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც თითქმის 6 წელია ბაზარზე ოპერირებს. დეველოპერის პორტფელშია 12 პროექტი. მშენებლობას კი ამავე ჯგუფში შემავალი 30- წლიანი გამოცდილების მქონე უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენი“ ახორციელებს.
თეთრი კვადრატის მასშტაბური პროექტი „ფილიგრინი 2“ თბილისში, საბურთალოზე, ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზაზე, გ.დანელიას # 61-ში შენდება. პროექტის უპირატესობა ქალაქის ხელსაყრელი მდებარეობაა და ამავე დროს საცხოვრებლად მშვიდი გარემო არის.
„ფილიგრინი 2“ ჯამში 6 საცხოვრებელ კორპუსს აერთიანებს და მოიცავს: ოთხ 8-სართულიან და ორ 9-სართულიან კორპუსებს. პროექტის მიხედვით, თითოეულ საცხოვრებელ სახლში 43-დან 60-მდე საცხოვრებელი ბინა და სხვადასხვა ტიპის კომერციული თუ საოფისე ფართია განთავსებული.
დანელიას ქუჩაზე მდებარე ახალი საცხოვრებელი უბნის კონცეფცია მომავალი მობინადრეების საჭიროებებზეა მორგებული. ბინის ფართები იწყება 65 კვ. მ-დან. პროექტის განხორციელება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. არსებული 227 ბინიდან 213 უკვე გაყიდულია.
აღსანიშნავია, რომ წამყვანმა დეველოპერულმა კომპანიამ 2.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო რესურსი საქართველოს ბანკისგან მოიზიდა, რაც პროექტის სტაბილურ და შეუფერხებელ განვითარებას უზრუნველყოფს.
„თეთრი კვადრატის“ პროექტები გამოირჩევა მომხმარებელზე მორგებული კომფორტული საცხოვრებელი გარემოთი. ჩვენი კომპანიის პრიორიტეტს წარმოადგენს მშენებლობის მაღალი ტემპის შენარჩუნება და მომავალი მობინადრეებისთვის მაღალი ხარისხის პროდუქტის გადაცემა. საქართველოს წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობა ასეთი მასშტაბის დეველოპერული პროექტისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა და ხელს შეუწყობს მშენებლობის მაღალი ტემპის შენარჩუნებას,“ - განაცხადა თეთრი კვადრატის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ნატროშვილმა.