მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7091.6
-0.0038
flag
AZN 1.5898
-0.0005
flag
CNY 38.199
0.0027
flag
EUR 3.1248
-0.0071
flag
GBP 3.5697
-0.0062
flag
KZT 52.81
0.0038
flag
TRY 0.0636
-0.0001
flag
USD 2.7029
-0.001

„ეკოფერმა“, რომელიც ქართულ ქსელურ მარკეტებს ხილითა და ბოსტნეულით ამარაგებდა, რითეილში თავად შევიდა და საკუთარი პირველი მარკეტი გახსნა

news image

„ეკოფერმა“, რომელიც ქართულ ქსელურ მარკეტებს ხილითა და ბოსტნეულით ამარაგებდა, რითეილში თავად შევიდა და საკუთარი პირველი მარკეტი გახსნა.

„ეკოფერმას“ პირველი მარკეტი დიდ დიღომში უკვე ფუნქციონირებს. როგორც Business Insider Georgia-ს „ეკოფერმის“ დამფუძნებელმა დავით ჯანელიძემ განაცხადა, 2026 წლის ბოლომდე კომპანია თბილისში კიდევ 10 ფილიალით იქნება წარმოდგენილი.

„კომპანია აქამდე ხილ–ბოსტნეულის დისტრიბუციას ახდენდა, თუმცა ამიერიდან საკუთარი სავაჭრო ობიექტების ქსელის განვითარებას ვიწყებთ. პირველი მაღაზია სატესტოდ დიდ დიღომში გავხსენით, სადაც წარმოდგენილია  ქართული, ადგილობრივი მწარმოებლების თუ ფერმერების პროდუქცია. ადგილზე გვაქვს ასევე უმაღლესი ხარისხის ხორც-პროდუქტები და რძის პრუდუქტები. ჩვენთან იყიდება ყველაფერი, რაც საჭიროა ოჯახში კერძების მოსამზადებლად.

ადგილზე ხდება ხორცპროდუქტების დამუშავებაც. მაღაზიაში წარმოდგენილია ასევე დაფასოებული ბოსტნეული და ხილი. “ – აცხადებს დავით ჯანელიძე.

„ეკოფერმის“ დამფუძნებლის თქმით, გეგმაშია, რომ 2026 წელს თბილისის მასშტაბით კიდევ 10 ობიექტი გაიხსნას.

გარდა საკუთარი მაღაზიების ქსელის განვითარებისა, კომპანია ასევე აქტიურად გააგრძელებს ქსელური მარკეტებისთვის ხილისა და ბოსტნეულის მიწოდებას.

საგულისხმოა, რომ დღეისათვის „ეკოფერმა“ თითქმის ყველა მსხვილ ქსელურ მარკეტთან თანამშრომლობს. დავით ჯანელიძის თქმით, „ეკოფერმა“ დღეისათვის აქტიურ კავშირშია თითქმის ყველა მსხვილ ფერმერთან და თავად ფერმერების მხრიდანაც იზრდება ინტერესი „ეკოფერმასთან“ თანამშრომლობაზე, რადგანაც ეს პარტნიორობა უკვე გარანტირებულ გასაღების ბაზარს გულისხმობს.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ეკოფერმა“, რომელიც ქართულ ქსელურ მარკეტებს ხილითა და ბოსტნეულით ამარაგებდა, რითეილში თავად შევიდა და საკუთარი პირველი მარკეტი გახსნა

01.12.2025.09:00

„ეკოფერმა“, რომელიც ქართულ ქსელურ მარკეტებს ხილითა და ბოსტნეულით ამარაგებდა, რითეილში თავად შევიდა და საკუთარი პირველი მარკეტი გახსნა.

„ეკოფერმას“ პირველი მარკეტი დიდ დიღომში უკვე ფუნქციონირებს. როგორც Business Insider Georgia-ს „ეკოფერმის“ დამფუძნებელმა დავით ჯანელიძემ განაცხადა, 2026 წლის ბოლომდე კომპანია თბილისში კიდევ 10 ფილიალით იქნება წარმოდგენილი.

„კომპანია აქამდე ხილ–ბოსტნეულის დისტრიბუციას ახდენდა, თუმცა ამიერიდან საკუთარი სავაჭრო ობიექტების ქსელის განვითარებას ვიწყებთ. პირველი მაღაზია სატესტოდ დიდ დიღომში გავხსენით, სადაც წარმოდგენილია  ქართული, ადგილობრივი მწარმოებლების თუ ფერმერების პროდუქცია. ადგილზე გვაქვს ასევე უმაღლესი ხარისხის ხორც-პროდუქტები და რძის პრუდუქტები. ჩვენთან იყიდება ყველაფერი, რაც საჭიროა ოჯახში კერძების მოსამზადებლად.

ადგილზე ხდება ხორცპროდუქტების დამუშავებაც. მაღაზიაში წარმოდგენილია ასევე დაფასოებული ბოსტნეული და ხილი. “ – აცხადებს დავით ჯანელიძე.

„ეკოფერმის“ დამფუძნებლის თქმით, გეგმაშია, რომ 2026 წელს თბილისის მასშტაბით კიდევ 10 ობიექტი გაიხსნას.

გარდა საკუთარი მაღაზიების ქსელის განვითარებისა, კომპანია ასევე აქტიურად გააგრძელებს ქსელური მარკეტებისთვის ხილისა და ბოსტნეულის მიწოდებას.

საგულისხმოა, რომ დღეისათვის „ეკოფერმა“ თითქმის ყველა მსხვილ ქსელურ მარკეტთან თანამშრომლობს. დავით ჯანელიძის თქმით, „ეკოფერმა“ დღეისათვის აქტიურ კავშირშია თითქმის ყველა მსხვილ ფერმერთან და თავად ფერმერების მხრიდანაც იზრდება ინტერესი „ეკოფერმასთან“ თანამშრომლობაზე, რადგანაც ეს პარტნიორობა უკვე გარანტირებულ გასაღების ბაზარს გულისხმობს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა