მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7096.7
-0.0157
flag
AZN 1.5971
-0.0034
flag
CNY 38.246
-0.0083
flag
EUR 3.1621
-0.0119
flag
GBP 3.5898
-0.0367
flag
KZT 51.5
0.0055
flag
TRY 0.0647
-0.0001
flag
USD 2.7154
-0.0058

ეკატერინე სისაური J.P. Morgan-ის, TBC Capital-ისა და Galt & Taggart-ის წარმომადგენლებს შეხვდა

news image

ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი ეკატერინე სისაური ამერიკის შეერთებული შტატების საფინანსო სექტორის უმსხვილესი საინვესტიციო ჯგუფის J.P. Morgan-ის ცენტრალური ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის წარმომადგენლობის (CEEMEA) მმართველ დირექტორს სტეფან ვაილერსა და სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, რომელსაც TBC Capital-ისა და Galt & Taggart-ის ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ, მიზნად ნავთობისა და გაზის კორპორაციისა და J.P. Morgan-ის ურთიერთობის გაღრმავებასა და სამომავლო თანამშრომლობის არეალის გაფართოებას ისახავდა, TBC Capital-ისა და Galt & Taggart-ის ჩართულობით.

შეხვედრაზე სტეფან ვაილერმა ეკატერინე სისაურს კაპიტალის ბაზრებზე არსებული ტენდენციები გააცნო. საუბარი შეეხო საპროცენტო განაკვეთების დინამიკას, მოსალოდნელ ტრენდებსა და ფინანსურ შედეგებს. თავის მხრივ, ეკატერინე სისაურმა, სტუმრებთან, კორპორაციის მუშაობის პრინციპი, მიმდინარე დღის წესრიგი და სამომავლო გეგმები მიმოიხილა. აღნიშნულ იქნა კომპანიის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესება, რაც მისი ფინანსური შედეგებითაა განპირობებული. 

მხარეებმა, შეხვედრის დასასრულს, პარტნიორობის გაღრმავების სურვილი და მზაობა გამოთქვეს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სელფი მობაილი eCommerce Day Georgia 2025-ის პარტნიორია

30.10.2025.12:43

სელფი მობაილი ყოველწლიური კონფერენციის - eCommerce Day Georgia 2025-ის პარტნიორია.

ღონისძიება 31 ოქტომბერს იმართება თბილისში და ერთ სივრცეში გააერთიანებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესებს, სტარტაპებსა და ტექნოლოგიურ ლიდერებს.

ყველაზე სწრაფად მზარდი ტელეკომ კომპანია საქართველოში, სელფი მობაილი ორიენტირებულია ციფრული ეკოსისტემის განვითარებაზე და მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც ქვეყნის ციფრული ეკონომიკის გაძლიერებასა და ბიზნესებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას უწყობს ხელს.

პარტნიორობით სელფი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საკუთარ მისიას, გააერთიანოს ინოვაციები, ცოდნა და ადამიანები, რომლებიც ქმნიან მომავალს. eCommerce Day Georgia არის ის პლატფორმა, სადაც ბიზნესები, სტარტაპები და ტექნოლოგიური კომპანიები გამოცდილებას აზიარებენ და ერთობლივად აყალიბებენ საქართველოს, როგორც რეგიონულ ჰაბს ელექტრონული კომერციის მიმართულებით.

ღონისძიების შესახებ დეტალურად: www.ecag.ge/ecommerce-day-2025

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა