მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7092.5
-0.0005
flag
AZN 1.5728
-0.0002
flag
CNY 38.926
0.0056
flag
EUR 3.1505
-0.0016
flag
GBP 3.6136
0.0042
flag
KZT 53.21
-0.0047
flag
TRY 0.0609
-0.0001
flag
USD 2.674
-0.0002

Edelweiss-ი თბილისსა და ციურიხს შორის სატვირთო გადაზიდვების დაწყებას განიხილავს

news image

Business Insider Georgia-მ Edelweiss-თან ექსკლუზიური ინტერვიუ მოამზადა, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ საქართველოსთან თანამშრომლობა შეაფასა და 2026 წლის მოლოდინებზე ისაუბრა. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, Edelweiss-ი თბილისსა და ციურიხს შორის სატვირთო გადაზიდვების დაწყებას განიხილავს.

„2026 წლის აპრილიდან ფრენების სიხშირის ზრდა მოგვცემს შესაძლებლობას, შევთავაზოთ უფრო მოქნილი განრიგი ბიზნეს მგზავრებსაც, რაც ხელს შეუწყობს შვეიცარიისა და საქართველოს ეკონომიკების დაახლოებას. ამასთან, ჩვენ ამჟამად ასევე ვაფასებთ თბილისის და ციურიხის შორის ჩვენს რეისებზე ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობას, რაც კიდევ უფრო ფართო სავაჭრო შესაძლებლობებს გახსნის ორ ქვეყანას შორის.

Edelweiss-ი თბილისსა და ციურიხს შორის სატვირთო გადაზიდვების დაწყებას განიხილავს“, - აცხადებენ Edelweiss-ში.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image "ნიმბი" - ბრენდი, რომელიც მიზნად ისახავს ქართული მეღვინეობის ჯერ კიდევ აღმოუჩენელი შესაძლებლობების წარმოჩენას

26.02.2026.16:00

„ნიმბი“, ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის ახალი ეტაპია - ბრენდი, რომელიც 8 000-წლიან გამოცდილებას თანამედროვე აკადემიურ ცოდნასთან აერთიანებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის თანადამფუძნებელს, ვატო ოთხმეზურს ესაუბრა.

-როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

"ნიმბი" ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის ახალი ეტაპია, რომელიც ბაზარზე 2025 წლიდან გამოჩნდა. მისი იდეა დაფუძნებულია ერთ მნიშვნელოვან დაკვირვებაზე: ტრადიციული მეთოდით შექმნილი ღვინო, ხშირად, ზედმეტად ინტენსიური და რთულად გასაგებია საერთაშორისო ბაზრისთვის, მაშინ, როცა ევროპულ სტილზე მორგებულ ქართულ ღვინოებს ზოგჯერ აკლიათ ის სიღრმე და ხასიათი, რასაც ჩვენი ტერუარი ბუნებრივად ქმნის.

"ნიმბის” მთავარი მეღვინეა მსოფლიო მეღვინეობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა, Riccardo Cotarella. მან კარიერა ორვიეტოში, Vaselli-ს ღვინის ქარხანაში დაიწყო, 1979 წელს კი თავის ძმასთან ერთად დააფუძნა Falesco, ახლანდელი Famiglia Cotarella - ღვინის უდიდესი იმპერია, რომელიც 200 ჰექტარზე მეტ ვენახს მოიცავს და უმაღლესი ხარისხის ღვინოს აწარმოებს. Riccardo Cotarella- ს 2025 წელს იტალიის პრემიერ-მინისტრმა ღვინის ხელოვნების ოსტატის წოდება მიანიჭა და იგი ინდუსტრიის ცოცხალ ლეგენდად მიიჩნიეს.

"ნიმბი" არ არის უბრალოდ ღვინო, ეს არის გამოცდილება მათთვის, ვინც ღვინოს სიღრმისეულად აღიქვამს. ბრენდი, რომელიც მიზნად ისახავს ქართული მეღვინეობის ჯერ კიდევ სრულად აღმოუჩენელი შესაძლებლობების წარმოჩენას.

-როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

ზოგადი თვალსაზრისით, ღვინოზე მოთხოვნა სტაბილურია, თუმცა პრემიუმ სეგმენტში ქართული ღვინის დეფიციტია. ამიტომ ჩვენთვის გადამწყვეტია მაღალი ხარისხი და სწორი პოზიციონირება. ქართული ღვინო დღეს უკვე მხოლოდ ინტერესის ობიექტი აღარ არის, ის ბევრისთვის გააზრებული არჩევანია.

ბაზარი ეტაპობრივად უფრო კონკურენტული ხდება, რადგან მომხმარებელი არჩევანს აკეთებს ხარისხზე, წარმომავლობასა და ბრენდის ისტორიაზე. ამ სეგმენტში მნიშვნელოვანია ტრადიციისა და თანამედროვე პრაქტიკების სწორი შერწყმა, რადგან სწორედ ეს ზრდის პროდუქტის მიმზიდველობას ფართო აუდიტორიისთვის.

-რას მიიჩნევთ კონკურენტულ უპირატესობად?

ჩვენი მთავარი უპირატესობა გამოიხატება ტრადიციასა და თანამედროვე მიდგომას შორის ბალანსში. „ნიმბი“ ქართული მეღვინეობის გამოცდილებას აერთიანებს თანამედროვე ცოდნასა და ტექნოლოგიებთან, რის შედეგადაც იქმნება ღვინო, რომელიც ინარჩუნებს ქართული ტერუარის ხასიათს და ამავდროულად შეესაბამება საერთაშორისო გემოვნებას. ამ ხარისხის გარანტად გვყავს Riccardo Cotarella, მსოფლიო დონის ენოლოგი, რომლის გამოცდილება ბრენდს გლობალურ სანდოობას მატებს.

-როგორია სამომავლო გეგმები განსაკუთრებით გაფართოების / ასორტიმენტის ზრდის მიმართულებით?

"ნიმბი" ბაზარზე პოზიციონირებას ეტაპობრივად იწყებს მკაფიო სტრატეგიითა და გრძელვადიანი ხედვით.

პირველ ეტაპზე ბრენდმა წარმოადგინა ორი ქართული ჯიშის — რქაწითელისა და საფერავის ღვინო.

ასევე იგეგმება ასორტიმენტის გაფართოება. ვაწარმოებთ როგორც კლასიკური მეთოდით დამზადებულ, ისე კასრში დავარგებულ ღვინოებს, რომლებიც დამზადდება შემდეგი ჯიშებისგან: საფერავი, რქაწითელი, გორული მწვანე, შავკაპიტო, ქისი და კახური მწვანე.

ბრენდის მიზანია, ტრადიციისა და თანამედროვე სტილის ბალანსით შექმნას მრავალფეროვანი პორტფელი, რომელიც თანაბრად საინტერესო იქნება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბაზრისთვის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა