Edelweiss-ი საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლას აფასებს - Business Insider Georgia-ს ექსკლუზიური ინტერვიუ
Business Insider Georgia-მ Edelweiss-თან ექსკლუზიური ინტერვიუ მოამზადა, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ საქართველოსთან თანამშრომლობა შეაფასა და 2026 წლის მოლოდინებზე ისაუბრა.
1. რა ფაქტორებმა განაპირობა Edelweiss-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა?
საქართველო შვეიცარიელი ტურისტებისთვის მნიშვნელოვან პოტენციალს ქმნის - ქვეყნის მრავალფეროვნება და კულტურა ზრდის მის პოპულარობას შვეიცარიელი მოგზაურების შორის. ციურიხსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აქამდე არ არსებობდა, თუმცა შვეიცარიასა და საქართველოს შორის არსებული სოციალური და ეკონომიკური კავშირების ფონზე, ქვეყნებს შორის ყოველწლიურად მგზავრთა სტაბილური ნაკადი ფიქსირდებოდა. ჩვენი შეფასებით, ახალი მიმართულების დამატება დროულად მოხდა, ვინაიდან ტურისტები სულ უფრო მეტად ეძებენ ახალ და განსხვავებულ გამოცდილებებს.
2. როგორ შეესაბამება საქართველო Edelweiss-ის გრძელვადიან რეგიონულ სტრატეგიას?
Edelweiss-ის სტრატეგიული მიზანია ახალი ტურისტული ბაზრების განვითარება. საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, მნიშვნელოვან რესურსებს ვუთმობთ შვეიცარიიდან საქართველოს მიმართულებით ტურისტული ნაკადების ზრდას. 2025 წლის აპრილში ახალი მიმართულების ამოქმედებისას, პირველ სეზონზე დაინიშნა კვირაში ორჯერ შესრულებული რეისები ციურიხსა და თბილისს შორის, აპრილიდან ოქტომბრის ბოლომდე. ჩვენი მიზანია ფრენების სიხშირისა და სეზონის გახანგრძლივება, რაც უკვე ნაწილობრივ განხორციელდა - რეისები შესრულდა 2025–2026 წლების შობისა და ახალი წლის პერიოდში, ხოლო მომდევნო სეზონი მარტის დასაწყისში დაიწყება. 2026 წლის აპრილიდან ოქტომბრამდე ფრენების სიხშირე გაიზრდება კვირაში სამ რეისამდე. გრძელვადიან პერსპექტივაში, ვიმედოვნებთ რომ შევძლებთ მთელი წლის განმავლობაში მომსახურების დამკვიდრებას და, შესაძლოა, მომავალში საქართველოს სხვა აეროპორტებიდან მომსახურებას. ამასთნ, მეზობელი ქვეყნების მიმართულებების დამატებას.
3. რომელი ფაქტორები იყო გადამწყვეტი საქართველოში ფრენების დაწყების გადაწყვეტილების მიღებისას?
ციურიხსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აქამდე არ არსებობდა, თუმცა ორ ქვეყანას შორის არსებული სოციალური და ეკონომიკური კავშირების შედეგად, მგზავრთა მოთხოვნა უკვე ჩამოყალიბებული იყო, რაც ერთ-ერთ მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენდა. ამასთან, საქართველო შვეიცარიელი ტურისტებისთვის მიმზიდველი მიმართულებაა მრავალფეროვნებითა და კულტურით. საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან გამართული მოლაპარაკებები და ერთობლივი ტურიზმის განვითარებისადმი ინტერესის დადასტურება საბოლოო ფაქტორი გახდა, რომელმაც რეისების დაწყება შესაძლებელი გახადა.
4. როგორი იყო ბილეთების გაყიდვების სტატისტიკა 2025 წელს?
გაყიდვები და მგზავრთა რაოდენობა მთლიანობაში შეესაბამებოდა ჩვენს მოლოდინებს სწორედ ამიტომ ჩვენ ვზრდით 2026 წლის აპრილიდან ფრენების სიხშირეს კვირაში სამ რეისამდე. განსაკუთრებით ძლიერი დინამიკა დაფიქსირდა საქართველოს ბაზრიდან. ჩვენთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო ის, რომ ქართველი მგზავრები აქტიურად ირჩევენ Edelweiss-ის რეისებს, მიუხედავად იმისა, რომ ავიაკომპანია აქამდე საქართველოში ნაკლებად იყო ცნობილი. ამ პროცესს მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი Swiss International Air Lines-თან პარტნიორობამ და Lufthansa Group-ის წევრობამ/აფილირებამ.
5. გქონდათ/გაქვთ თუ არა შეთავაზებები ადგილობრივი მგზავრებისთვის და იგეგმება თუ არა დამატებითი მარკეტინგული კამპანიები?
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი ტარიფები მუდმივად კონკურენტუნარიანი და მიმზიდველია. ბევრი კონკურენტისგან განსხვავებით, სტანდარტულ ტარიფებში ყოველთვის შედის ჩაბარებული ბარგი და მაღალი ხარისხის კვება ბორტზე.
6. როგორია უკუკავშირი მგზავრების რეისების დაწყების შემდეგ?
მგზავრები ძალიან დადებითად აფასებენ ახალ მიმართულებას და ხშირად მოგვმართავენ ფრენების რაოდენობის გაზრდის მოთხოვნით.
7. როგორ აფასებთ Edelweiss-ის გავლენას საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაზე?
ციურიხსა და თბილისს შორის მგზავრთნაკადი 2025 წელს 43%-ით გაიზარდა 2024 წელთან შედარებით. ახალი რეისის შედეგად, საქართველოს რამდენიმე ათასი დამატებითი ვიზიტორი ეწვია. მოსალოდნელია, რომ ეს ზრდა გაგრძელდება 2026 წელსაც დამატებითი ფრენების ფონზე.
8. როგორ შეაფასებთ ქართული ბაზრის შედეგებს საწყის მოლოდინებთან შედარებით?
ქართულიმა ბაზარი მოლოდინებს გადააჭარბა, ხოლო შვეიცარიული ბაზარი მცირედით ჩამორჩა პროგნოზს. ჯამურად, მიმართულებამ გაამართლა ჩვენი მოლოდინები. საქართველოს ბაზრის წარმატებული სტარტი, სავარაუდოდ, უკავშირდება Lufthansa Group-ის წევრობასა და Swiss International Air Lines-თან პარტნიორობას.
9. რა არის Edelweiss-ის შემდეგი ნაბიჯები საქართველოში უახლოეს თვეებსა და წლებში?
მომდევნო სეზონი დაიწყება მარტის დასაწყისში კვირაში ორჯერ შესრულებული რეისებით. 2026 წლის აპრილიდან ფრენების სიხშირე გაიზრდება კვირაში სამამდე. ვიმედოვნებთ, რომ რეისების შეთავაზებას შევძლებთ 2026 წლის ნოემბრის პირველ კვირამდე, ხოლო მოკლე პაუზის შემდეგ კვლავ შობისა და ახალი წლის პერიოდში 2026/2027 წლებში.
10. დღევანდელი პერსპექტივიდან როგორ აფასებთ საქართველოს ბაზარზე შესვლის გადაწყვეტილებას და რა მოლოდინები გაქვთ 2026 წლისთვის?
ჩვენ კმაყოფილი ვართ საქართველოს ბაზარზე შესვლის გადაწყვეტილებით. ჯერ კიდევ საჭიროა აქტიური მუშაობა შვეიცარიიდან საქართველოს მიმართულებით ტურიზმის განვითარებისთვის, რისთვისაც მზად ვართ მარკეტინგული კამპანიებისა და საქართველოს ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის.
შვეიცარიიდან საქართველოს მიმართულებით ტურიზმის განვითარებისთვის, მზად ვართ მარკეტინგული კამპანიებისა და საქართველოს ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის
11. 2025 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, როგორ შეაფასებთ საქართველოს მიმართულებით ოპერირებულ რეისებზე საშუალო დატვირთვის კოეფიციენტს?
ჩვენ არ ვასაჯაროებთ აღნიშნულ მონაცემებს, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ კმაყოფილი ვართ საქართველოს მიმართულებით რეისების დატვირთვის დონით.
14. Edelweiss-ის საქართველოს ავიაბაზარზე შესვლას წინ უძღოდა მჭიდრო თანამშრომლობაეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. როგორ შეაფასებთ ამ თანამშრომლობას?
აღნიშნულ უწყებებთან თანამშრომლობა გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო ახალი მიმართულების წარმატებული ამოქმედებისთვის. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ შექმნა საფუძველი და გაგვიღო შესაბამისი ინსტიტუციური არხები. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ელჩმა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაგვიწიეს, რათა ეს მიმართულება ქვეყნისთვის პრიორიტეტულ მიზნად ქცეულიყო.
13. როგორია Edelweiss-ის მარკეტინგული სტრატეგია 2026 წლისთვის და რა ადგილი უკავია საქართველოს ამ ხედვაში?
Edelweiss-ის მიზანია შვეიცარიელ ტურისტებს მსოფლიოს ულამაზესი მიმართულებები გააცნოს. საქართველოს ბუნება, ისტორია და კულტურა სრულად შეესაბამება ამ კონცეფციას. მიმართულებების პოპულარიზაცია ხორციელდება ციფრული არხებისა და გარე რეკლამის საშუალებით.
14. რა შესაძლებლობებს ქმნის Edelweiss-ის ოპერირება საქართველოს ავიაბაზარზე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერების თვალსაზრისით?
2026 წლის აპრილიდან ფრენების სიხშირის ზრდა მოგვცემს შესაძლებლობას, შევთავაზოთ უფრო მოქნილი განრიგი ბიზნეს მგზავრებსაც, რაც ხელს შეუწყობს შვეიცარიისა და საქართველოს ეკონომიკების დაახლოებას. ამასთან, ჩვენ ამჟამად ასევე ვაფასებთ თბილისის და ციურიხის შორის ჩვენს რეისებზე ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობას, რაც კიდევ უფრო ფართო სავაჭრო შესაძლებლობებს გახსნის ორ ქვეყანას შორის.
Edelweiss-ი თბილისსა და ციურიხს შორის სატვირთო გადაზიდვების დაწყებას განიხილავს
დღის ტოპ 10 სიახლე
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ელექტროენერგეტიკის რეგულირების მიმართულებით ახალი ტრენინგკურსს აცხადებს
სხვა სიახლეები
გაიცანით ნათია მეტრეველი, საშაბათო სკოლის დამფუძნებელი და მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილე
16.04.2026.18:00
თუ გსურთ, ბავშვებისთვის ისტორიის გაკვეთილები ნამდვილ მოგზაურობად აქციოთ, საშაბათო სკოლა ჩემოდანი უნდა გაიცნოთ. ეს სივრცე ნათია მეტრეველმა 2022 წელს ერთი მიზნით შექმნა - სურდა, პატარებისთვის საგანმანათლებლო პროცესი ემოციური და ინტერაქციული გზით გამოეცოცხლებინა.
ნათია იმ მიზანდასახულ მეწარმე ქალებს შორისაა, რომლებმაც მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა. პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის, EBRD-ის და საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობით ხორციელდება და უშიშარ, ინოვაციური იდეებით სავსე ქალ ლიდერებს 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს ‒ იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე.
ექსპედიცია წარსულში და ძიებით სწავლების მეთოდი
საშაბათო სკოლა ჩემოდანში თითოეული შაბათი პატარა ექსპედიციაა, სადაც მოზარდებიმოვლენების მიზეზების ამოხსნას, კრიტიკულ დაკვირვებასა და დამოუკიდებელ აზროვნებასსწავლობენ. ნათია ამბობს, რომ სკოლის მთავარი ძალა ის ადამიანები არიან, რომლებმაც ამ იდეასპირველივე დღიდან ნდობა გამოუცხადეს:
“ჩვენი ლექტორები არ არიან უბრალოდ მასწავლებლები, რომლებიც ინფორმაციასგადასცემენ ბავშვებს. ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც საკუთარი გამოცდილება, ცოდნა და ძვირფასი ამბები “ჩაალაგეს ჩემოდანში”. საბოლოოდ ბავშვებს სწორედ მათიანთებული თვალები და ენთუზიაზმი ამახსოვრდებათ ყველაზე მეტად.”
პროფესიონალების რჩევები და ბიზნესის ახლებური ხედვა
ნათიასთვის, როგორც მეწარმისთვის, მნიშვნელოვანი იყო, დაენახა საკუთარი საქმიანობის სრულისურათი და დახმარება პროფესიონალებისგან მიეღო:
“მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში მიღებული გამოცდილებაჩემთვის იყო შესაძლებლობა, სრულიად ნეიტრალურ სივრცეში, სხვადასხვა დარგისპროფესიონალებისთვის გამეზიარებინა ჩემი გეგმები და მათგან მიმეღო დროული, საჭირო რჩევები”.
ამ შეხვედრებმა და ექსპერტების რჩევებმა ნათიას ბიზნესის სტრატეგიულად დაგეგმვაში შეუწყოხელი. მან ზუსტად დაინახა საკუთარი ძლიერი მხარეები და გაიცნო უამრავი საინტერესო, ძლიერიქალი, რაც დამწყები მეწარმისთვის უდიდესი შთაგონების წყაროა.
რა გეგმები აქვს საშაბათო სკოლას?
მიღებული ცოდნა და სტრატეგიული ხედვა პირდაპირ აისახა საშაბათო სკოლის სამომავლოგეგმებზე. გუნდმა უკვე დაიწყო ახალი პროექტი პატარებისთვის. პარალელურად, აქტიურადმზადდება საზაფხულო პროგრამაც. სექტემბრიდან კი სკოლა განახლებული ენერგიით დაბრუნდება, რათა მოსწავლეებთან ერთად კვლავ განაგრძოს საინტერესო ადგილებისა თუ ამბების აღმოჩენა.
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა, რომელშიც ნათიამ მონაწილეობა მიიღო, პლატფორმაბიზნეს 360°-ის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს პლატფორმა აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესს სთავაზობს, მათ შორის საგანმანათლებლორესურსებს, ინდივიდუალურ პროგრამებსა და სექტორულ ანალიზს. პლატფორმის შესახებ სრულინფორმაციას ამ ბმულზე გაეცნობით.