მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7074.2
0.0016
flag
AZN 1.5863
-0.0007
flag
CNY 38.619
-0.0016
flag
EUR 3.1405
-0.0107
flag
GBP 3.6155
-0.012
flag
KZT 52.83
-0.0022
flag
TRY 0.0625
-0.0002
flag
USD 2.6971
-0.0011

Edelweiss-ი საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლას აფასებს - Business Insider Georgia-ს ექსკლუზიური ინტერვიუ

news image

Business Insider Georgia-Edelweiss-თან ექსკლუზიური ინტერვიუ მოამზადა, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ საქართველოსთან თანამშრომლობა შეაფასა და 2026 წლის მოლოდინებზე ისაუბრა.

1. რა ფაქტორებმა განაპირობა Edelweiss-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა?

საქართველო შვეიცარიელი ტურისტებისთვის მნიშვნელოვან პოტენციალს ქმნის - ქვეყნის მრავალფეროვნება და კულტურა ზრდის მის პოპულარობას შვეიცარიელი მოგზაურების შორის. ციურიხსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აქამდე არ არსებობდა, თუმცა შვეიცარიასა და საქართველოს შორის არსებული სოციალური და ეკონომიკური კავშირების ფონზე, ქვეყნებს შორის ყოველწლიურად მგზავრთა სტაბილური ნაკადი ფიქსირდებოდა. ჩვენი შეფასებით, ახალი მიმართულების დამატება დროულად მოხდა, ვინაიდან ტურისტები სულ უფრო მეტად ეძებენ ახალ და განსხვავებულ გამოცდილებებს.

2. როგორ შეესაბამება საქართველო Edelweiss-ის გრძელვადიან რეგიონულ სტრატეგიას?

Edelweiss-ის სტრატეგიული მიზანია ახალი ტურისტული ბაზრების განვითარება. საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, მნიშვნელოვან რესურსებს ვუთმობთ შვეიცარიიდან საქართველოს მიმართულებით ტურისტული ნაკადების ზრდას. 2025 წლის აპრილში ახალი მიმართულების ამოქმედებისას, პირველ სეზონზე დაინიშნა კვირაში ორჯერ შესრულებული რეისები ციურიხსა და თბილისს შორის, აპრილიდან ოქტომბრის ბოლომდე. ჩვენი მიზანია ფრენების სიხშირისა და სეზონის გახანგრძლივება, რაც უკვე ნაწილობრივ განხორციელდა - რეისები შესრულდა 2025–2026 წლების შობისა და ახალი წლის პერიოდში, ხოლო მომდევნო სეზონი მარტის დასაწყისში დაიწყება. 2026 წლის აპრილიდან ოქტომბრამდე ფრენების სიხშირე გაიზრდება კვირაში სამ რეისამდე. გრძელვადიან პერსპექტივაში, ვიმედოვნებთ რომ შევძლებთ მთელი წლის განმავლობაში მომსახურების დამკვიდრებას და, შესაძლოა, მომავალში საქართველოს სხვა აეროპორტებიდან მომსახურებას. ამასთნ, მეზობელი ქვეყნების მიმართულებების დამატებას.

3. რომელი ფაქტორები იყო გადამწყვეტი საქართველოში ფრენების დაწყების გადაწყვეტილების მიღებისას?

ციურიხსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აქამდე არ არსებობდა, თუმცა ორ ქვეყანას შორის არსებული სოციალური და ეკონომიკური კავშირების შედეგად, მგზავრთა მოთხოვნა უკვე ჩამოყალიბებული იყო, რაც ერთ-ერთ მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენდა. ამასთან, საქართველო შვეიცარიელი ტურისტებისთვის მიმზიდველი მიმართულებაა მრავალფეროვნებითა და კულტურით. საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან გამართული მოლაპარაკებები და ერთობლივი ტურიზმის განვითარებისადმი ინტერესის დადასტურება საბოლოო ფაქტორი გახდა, რომელმაც რეისების დაწყება შესაძლებელი გახადა.

4. როგორი იყო ბილეთების გაყიდვების სტატისტიკა 2025 წელს?

გაყიდვები და მგზავრთა რაოდენობა მთლიანობაში შეესაბამებოდა ჩვენს მოლოდინებს სწორედ ამიტომ ჩვენ ვზრდით 2026 წლის აპრილიდან ფრენების სიხშირეს კვირაში სამ რეისამდე. განსაკუთრებით ძლიერი დინამიკა დაფიქსირდა საქართველოს ბაზრიდან. ჩვენთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო ის, რომ ქართველი მგზავრები აქტიურად ირჩევენ Edelweiss-ის რეისებს, მიუხედავად იმისა, რომ ავიაკომპანია აქამდე საქართველოში ნაკლებად იყო ცნობილი. ამ პროცესს მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი Swiss International Air Lines-თან პარტნიორობამ და Lufthansa Group-ის წევრობამ/აფილირებამ.

5. გქონდათ/გაქვთ თუ არა შეთავაზებები ადგილობრივი მგზავრებისთვის და იგეგმება თუ არა დამატებითი მარკეტინგული კამპანიები?

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი ტარიფები მუდმივად კონკურენტუნარიანი და მიმზიდველია. ბევრი კონკურენტისგან განსხვავებით, სტანდარტულ ტარიფებში ყოველთვის შედის ჩაბარებული ბარგი და მაღალი ხარისხის კვება ბორტზე.

 6. როგორია უკუკავშირი მგზავრების რეისების დაწყების შემდეგ?

მგზავრები ძალიან დადებითად აფასებენ ახალ მიმართულებას და ხშირად მოგვმართავენ ფრენების რაოდენობის გაზრდის მოთხოვნით.

7. როგორ აფასებთ Edelweiss-ის გავლენას საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაზე?

ციურიხსა და თბილისს შორის მგზავრთნაკადი 2025 წელს 43%-ით გაიზარდა 2024 წელთან შედარებით. ახალი რეისის შედეგად, საქართველოს რამდენიმე ათასი დამატებითი ვიზიტორი ეწვია. მოსალოდნელია, რომ ეს ზრდა გაგრძელდება 2026 წელსაც დამატებითი ფრენების ფონზე.

8. როგორ შეაფასებთ ქართული ბაზრის შედეგებს საწყის მოლოდინებთან შედარებით?

ქართულიმა ბაზარი მოლოდინებს გადააჭარბა, ხოლო შვეიცარიული ბაზარი მცირედით ჩამორჩა პროგნოზს. ჯამურად, მიმართულებამ  გაამართლა ჩვენი მოლოდინები. საქართველოს ბაზრის წარმატებული სტარტი, სავარაუდოდ, უკავშირდება Lufthansa Group-ის წევრობასა და Swiss International Air Lines-თან პარტნიორობას.

9. რა არის Edelweiss-ის შემდეგი ნაბიჯები საქართველოში უახლოეს თვეებსა და წლებში?

მომდევნო სეზონი დაიწყება მარტის დასაწყისში კვირაში ორჯერ შესრულებული რეისებით. 2026 წლის აპრილიდან ფრენების სიხშირე გაიზრდება კვირაში სამამდე. ვიმედოვნებთ, რომ რეისების შეთავაზებას შევძლებთ 2026 წლის ნოემბრის პირველ კვირამდე, ხოლო მოკლე პაუზის შემდეგ  კვლავ შობისა და ახალი წლის პერიოდში 2026/2027 წლებში.

10. დღევანდელი პერსპექტივიდან როგორ აფასებთ საქართველოს ბაზარზე შესვლის გადაწყვეტილებას და რა მოლოდინები გაქვთ 2026 წლისთვის?

ჩვენ კმაყოფილი ვართ საქართველოს ბაზარზე შესვლის გადაწყვეტილებით. ჯერ კიდევ საჭიროა აქტიური მუშაობა შვეიცარიიდან საქართველოს მიმართულებით ტურიზმის განვითარებისთვის, რისთვისაც მზად ვართ მარკეტინგული კამპანიებისა და საქართველოს ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

შვეიცარიიდან საქართველოს მიმართულებით ტურიზმის განვითარებისთვის, მზად ვართ მარკეტინგული კამპანიებისა და საქართველოს ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის

11. 2025 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, როგორ შეაფასებთ საქართველოს მიმართულებით ოპერირებულ რეისებზე საშუალო დატვირთვის კოეფიციენტს?

ჩვენ არ ვასაჯაროებთ აღნიშნულ მონაცემებს, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ კმაყოფილი ვართ საქართველოს მიმართულებით რეისების დატვირთვის დონით.

14. Edelweiss-ის საქართველოს ავიაბაზარზე შესვლას წინ უძღოდა მჭიდრო თანამშრომლობაეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან,  საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. როგორ შეაფასებთ ამ თანამშრომლობას?

აღნიშნულ უწყებებთან თანამშრომლობა გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო ახალი მიმართულების წარმატებული ამოქმედებისთვის. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ შექმნა საფუძველი და გაგვიღო შესაბამისი ინსტიტუციური არხები. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ელჩმა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაგვიწიეს, რათა ეს მიმართულება ქვეყნისთვის პრიორიტეტულ მიზნად ქცეულიყო.

13. როგორია Edelweiss-ის მარკეტინგული სტრატეგია 2026 წლისთვის და რა ადგილი უკავია საქართველოს ამ ხედვაში?

Edelweiss-ის მიზანია შვეიცარიელ ტურისტებს მსოფლიოს ულამაზესი მიმართულებები გააცნოს. საქართველოს ბუნება, ისტორია და კულტურა სრულად შეესაბამება ამ კონცეფციას. მიმართულებების პოპულარიზაცია ხორციელდება ციფრული არხებისა და გარე რეკლამის საშუალებით.

14. რა შესაძლებლობებს ქმნის Edelweiss-ის ოპერირება საქართველოს ავიაბაზარზე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერების თვალსაზრისით?

2026 წლის აპრილიდან ფრენების სიხშირის ზრდა მოგვცემს შესაძლებლობას, შევთავაზოთ უფრო მოქნილი განრიგი ბიზნეს მგზავრებსაც, რაც ხელს შეუწყობს შვეიცარიისა და საქართველოს ეკონომიკების დაახლოებას. ამასთან, ჩვენ ამჟამად ასევე ვაფასებთ თბილისის და ციურიხის შორის ჩვენს რეისებზე ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობას, რაც კიდევ უფრო ფართო სავაჭრო შესაძლებლობებს გახსნის ორ ქვეყანას შორის.

Edelweiss-ი თბილისსა და ციურიხს შორის სატვირთო გადაზიდვების დაწყებას განიხილავს

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ შექმნა მნიშვნელოვანი საფუძველი Edelweiss-ის საქართველოს ავაიაბაზარზე შემოსავლელად | ინტერვიუ კომპანიასთან

12.01.2026.13:27

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ შექმნა მნიშვნელოვანი საფუძველი Edelweiss-ის საქართველოს ავაიაბაზარზე შემოსავლელად, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ავიაკომპანია Edelweiss-მა განაცხადა, სადაც ავიაკომპანიამ საქართველოსთან თანამშრომლობა შეაფასა და 2026 წლის მოლოდინებზე ისაუბრა. ავიაკომპანიაში მიაჩნიათ, რომ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მათ აქტიურად დაეხმარა და გაუღო შესაბამისი ინსტიტუციური არხები.

„აღნიშნულ უწყებებთან თანამშრომლობა გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო ახალი მიმართულების წარმატებული ამოქმედებისთვის. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ შექმნა საფუძველი და გაგვიღო შესაბამისი ინსტიტუციური არხები. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ელჩმა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაგვიწიეს, რათა ეს მიმართულება ქვეყნისთვის პრიორიტეტულ მიზნად ქცეულიყო“, - აცხადებენ ავიაკომპანიაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა