მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7155.9
-0.008
flag
AZN 1.5865
-0.0003
flag
CNY 39.482
0.0189
flag
EUR 3.1519
0.0366
flag
GBP 3.6238
0.0527
flag
KZT 56.41
-0.0175
flag
TRY 0.0606
0.0001
flag
USD 2.6965
-0.0005

eCommerce Day Georgia 2025-ის სპიკერები ცნობილია - ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

news image

31 ოქტომბერს, თბილისში, “შერატონ გრანდ მეტეხი პალასში” ელექტრონული კომერციის შესახებ წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება – eCommerce Day Georgia 2025 გაიმართება, რომლის მთავარი პარტნიორი საქართველოს ბანკია.

ღონისძიება უკვე მესამედ როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ბრენდების წარმომადგენლებს აერთიანებს. იგი ელექტრონული კომერციის სფეროს შესახებ ცოდნის, გამოცდილებისა და ინოვაციების გაზიარების სივრცედ იქცა.

წლევანდელი კონფერენციის სპიკერების ნაწილი უკვე ცნობილია. აუდიტორიის წინაშე წარდგებიან ისეთი გლობალური და ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლები, როგორებიც არიან:

  • მატიას უნდურაგა – Amazon Web Services (AWS)-ის კორპორატიული ტექნოლოგი;
  • პაველ კრეიშა - Google Cloud -ის ქასთომერ ინჟინერი ჩეხეთში
  • ირმა პაპალეო – Amadeus-ის ვებგვერდებისა და ციფრული ოპერაციების ხელმძღვანელი.; IE Tech School-ის აკადემიური დირექტორი;
  • რობერტ მულე – Avianca-ს ციფრული ბიზნესის ვიცე-პრეზიდენტი;
  • არტემ კოლოსიუკი – Glovo-ს გენერალური მენეჯერი კავკასიაში;
  • კატო პეტრიაშვილი – Glovo-ს ბრენდებთან პარტნიორობის ხელმძღვანელი კავკასიაში;
  • ლუკა ხალაძე –Web Features; Web Hoster, დამფუძნებელი,;
  • ქეთევან ვაჩიბერიძე – Storera-ს აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი,;
  • ანა შაქარაშვილი – საქართველოს ბანკის უფროსი პროდაქტ ოუნერი;
  • ევგენ ბილოდიდ– VISA-ს ციფრული გადაწყვეტილებების დირექტორი დსთ-ს რეგიონში;
  • ნიკა კოხოძე – თეგეტა ჰოლდინგის ციფრული ტრანსფორმაციის ლიდი;
  • პაველ კრეისა – Google Cloud-ის სამომხმარებლო ინჟინერი პრაღაში;
  • ლაშა გოგუა – CityPay.io-ს აღმასრულებელი დირექტორი;
  • შოთა ნანობაშვილი – MELO Delivery-ის პროდუქტ არქიტექტორი და დამფუძნებელი;
  • აიზელ აფანდიზადა - Azintelecom-ის ბრენდ მარკეტინგის ხელმძღვანელი

გარდა ამისა, ღონისძიების ფარგლებში ორი პანელური დისკუსია გაიმართება, რომლებშიც Coincasa-ს, Horsetours-ის, Hamo Concept-ის, Storera-ს, TASS Vision-ის, Mazeg-ის, Quissly-ის, Roas Pig-ის და ECAG-ის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

კონფერენციის მთავარი თემები შეეხება ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორებიცაა:

  • ხელოვნური ინტელექტი ელექტრონულ კომერციაში;
  • ონლაინ სერვისების პლატფორმები
  • ლაივ და სოც მედია იქომერსი

“ელექტრონული კომერცია დღეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და სწრაფად განვითარებადი სფეროა, რომელიც ცვლის ბიზნესის წესებსა და მომხმარებელთა გამოცდილებას. მიხარია, რომ წელს "იქომერსის დღეზე" ისეთი საინტერესო სპიკერები გვეყოლებიან, რომელთა ხედვა და გამოცდილება ნამდვილად შთამაგონებელი იქნება ღონისძიების მონაწილეებისთვის ”,- აცხადებს იქომერს ასოციაცია საქართველოს თავმჯდომარე, ლადო კანდელაკი.

„საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის მხარდაჭერა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, ჩვენ გვსურს, ადგილობრივ კომპანიებს ჰქონდეთ წვდომა იმ ცოდნაზე, რომელიც გლობალურ დონეზე ციფრული ტრანსფორმაციის ტემპს განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ, ვუჭერთ მხარს eCommerce Day Georgia 2025-ს, რადგან ასეთი პლატფორმები ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, გაეცნოს საერთაშორისო პრაქტიკებს და მიიღოს ღირებული ინფორმაცია”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ღონისძიების მთავარი პარტნიორი: საქართველოს ბანკი ბიზნესი

ინოვაციების პარტნიორი: Visa

პარტნიორები: AWS,  Aversi, Delivo, Google Cloud; Glovo, BDO Digital, Tech School / IE, Web Features, Elite, Acer, Cellfie, MELO Delivery, Dasta Records Management, Tegeta Holding, CityPay.io Georgia, Tether, Johnnie Walker, Wolt, Creatio, TASS vision, Quissly, Mazeg, Roaspig, Storera, Coincasa, Horsetours, Hamo Concept, Azintelecom 

ღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

იქომერს ასოციაცია საქართველო დაარსდა 2020 წელს, ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის გაძლიერების მიზნით და წლების განმავლობაში ახორციელებს ისეთ პროექტებს, რომლებიც ასოციაციის და მისი წევრების შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაზრდას ემსახურება. წლევანდელი კონფერენციაც სწორედ ამ ამოცანებს აერთიანებს, რაც ადგილობრივი ბიზნესებისთვის იდეალური შესაძლებლობაა, შექმნან სტრატეგიული პარტნიორობა ქართულ ელექტრონული კომერციის საზოგადოებასთან.

 

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო - გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში

08.04.2026.18:21

მოსწავლეების საყვარელ აპლიკაცია sCoolApp-ში საგანმანათლებლო და გასართობი თამაში - ტრივია დაიწყო. ახალი სეზონზე საქართველოს ბანკი მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი სკოლა დაამატონ და კლასელებთან ერთად იასპარეზონ.

მოსწავლეებს შეუძლიათ აპლიკაციაში საკუთარი სკოლის მითითება და კლასელებთან ერთად საერთო შედეგისთვის ბრძოლა. შეჯიბრების მთავარი პრინციპი ვარსკვლავებზეა დაფუძნებული: მონაწილეებმა ყოველდღიურად ხუთ კითხვას უნდა უპასუხონ, რითაც ვარსკვლავებსა და მონეტებს დააგროვებენ. სკოლის შედეგი მოსწავლეების საშუალო ვარსკვლავების რაოდენობაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, წარმატებისთვის თითოეული მოთამაშის ჩართულობა მნიშვნელოვანია.

ლიდერბორდზე ქვეყნის მასშტაბით TOP 10 სკოლა გამოჩნდება - რაც თამაშს დამატებით მოტივაციასა და ჯანსაღ კონკურენციას მატებს.

თუ თქვენს შვილს sCoolApp ჯერ არ აქვს, გადმოწერეთ მარტივად, ჩაერთეთ თამაშში და მიეცით შანსი, ცოდნა ნამდვილ საგანძურად აქციოს!

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა