მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7098.1
-0.0024
flag
AZN 1.5741
-0.0005
flag
CNY 38.756
-0.0013
flag
EUR 3.148
-0.0086
flag
GBP 3.6067
-0.0042
flag
KZT 53.78
-0.0059
flag
TRY 0.061
-0.0002
flag
USD 2.676
-0.0009

EBRD „თეგეტა ჰოლდინგს“ საავტომობილო სექტორის ტრანსფორმაციისთვის 25 მილიონი ევროს სესხს გამოუყოფს

news image

„თეგეტა ჰოლდინგი“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საავტომობილო სექტორში განვითარების მასშტაბურ პროექტს იწყებენ. სტრატეგიული თანამშრომლობა საავტომობილო სერვისის რეგიონული ჰაბის გაფართოებას, პროფესიული განათლების ხელშეწყობასა და ჰოლდინგის კორპორაციული მმართველობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

პროექტის ფარგლებში EBRD 25 მილიონი ევროს ოდენობის სესხს გასცემს, ხოლო „თეგეტაჰოლდინგი“ 7 მილიონ ევროს საკუთარი ინვესტიციით აფინანსებს. მიღებული ფინანსური რესურსი თბილისის შემოვლით გზაზე მდებარე „გეზის“ ფილიალის გაფართოებას მოხმარდება, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო ჰაბია. სესხის დაფინანსების გარდა, EBRD უზრუნველყოფს ტექნიკური თანამშრომლობის სერვისებს, რომლებიც „თეგეტა აკადემიაში“საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სპეციალიზებული სასწავლო პროგრამების განვითარებასა და კორპორაციული მმართველობის პრაქტიკების დანერგვას მოიცავს.

შეთანხმებას „თეგეტას“ მრავალფუნქციურ სერვისცენტრში მოეწერა ხელი, რომელიც სატვირთო ავტომობილებს, ავტობუსებსა და კომერციულ ტრანსპორტს აერთიანებს. ხელმოწერის ღონისძიებას EBRD-ს რეგიონული დირექტორი კავკასიის რეგიონში და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „მოხარულები ვართ, რომ EBRD-სთან მასშტაბურ პროექტს ვიწყებთ. „თეგეტას“ გამოცდილებითა და ჩვენი პარტნიორის მხარდაჭერით პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო მეტად გაფართოებას ვგეგმავთ. ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად განამტკიცებს კადრების მომზადების სტანდარტებს საავტომობილო სექტორში და შექმნის დამატებით შესაძლებლობებს დასაქმებისა და პროფესიული წინსვლისთვის.

სტრატეგიულ გზაჯვარედინზე მდებარე სატვირთო ავტომობილების სერვისცენტრი უკვე რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბდა და მსოფლიო ბრენდის, MAN-ის, მიერ A კატეგორიით არის აღიარებული. ფილიალის კიდევ უფრო განვითარება მნიშვნელოვნად გაზრდის სერვისების მოცულობას და გააძლიერებს როგორც „თეგეტას“, ისე საქართველოს, როგორც მთავარი ტრანზიტული ქვეყნის, როლს რეგიონში.  

საავტომობილო ინდუსტრიაში 30-წლიანი გამოცდილება, მდგრადი განვითარების თანმიმდევრული სტრატეგია და ბიზნესპროცესების გამჭვირვალობა ის კრიტერიუმებია, რითაც EBRD-ს მოთხოვნებს სრულად ვაკმაყოფილებთ. შესაბამისად, გვაქვს ნდობა და მხარდაჭერა, რომ შვიდწლიანი პროექტის ფარგლებში დასახულ მიზნებს წარმატებით მივაღწიოთ.

ეს არის ინოვაციური სივრცე, რომელიც ერთ ადგილზე აერთიანებს სატვირთო ავტომობილების, კომერციული ტრანსპორტისა და ავტობუსების სრულ სერვისს. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით მიზნად ვისახავთ ისეთი ზონის შექმნას, რომელიც ადგილობრივ და ტრანზიტულ ათასობით ავტომობილს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს, ხოლო მძღოლებისთვის მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს“.

პროექტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება „თეგეტა აკადემიის“ მხარდაჭერაა, რომლის ფარგლებშიც შემუშავდება ახალი სასწავლო მოდულები სატვირთო და კომერციული ავტომობილებით დაინტერესებული პირებისთვის. სასწავლო პროგრამებში მინიმუმ 200 მონაწილე ჩაერთვება. ისინი თეორიულ სწავლებას „თეგეტა აკადემიაში“ გაივლიან, პრაქტიკულ სესიებს კი - „თეგეტა მოტორსის“ „გეზის“ ფილიალში, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით. სწავლება პროფესიონალი ტრენერების მონაწილეობით წარიმართება. ამ პროცესში EBRD და „თეგეტა ჰოლდინგი“ ერთობლივად ჩართავენ ექსპერტთა გუნდს, რაც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვას უზრუნველყოფს.

პარტნიორობა ასევე მიმართულია კორპორაციული მმართველობისა და გამჭვირვალობის გაძლიერებაზე. „თეგეტა ჰოლდინგი“ - საქართველოში ერთადერთი საავტომობილო კომპანია, რომელიც ნებაყოფლობით აქვეყნებს წლიურ ანგარიშს, EBRD-ს პარტნიორობით დანერგავს კორპორაციული მმართველობის დამატებით მექანიზმებს, რათა სრულ შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო სტანდარტებთან.

EBRD-სთან შვიდწლიანი პროექტის ფარგლებში, „თეგეტა ჰოლდინგი“ საერთაშორისო თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადის, რომელიც კიდევ უფრო აახლოებს ევროპულ სტანდარტებთან და მყარად იმტკიცებს პოზიციებს როგორც შიდა, ისე რეგიონულ საავტომობილო ბაზრებზე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ინვესტიციას მოჰყვება ცოდნა და ტექნოლოგია - ლევან ვეფხვაძე

20.02.2026.22:52

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული პრობლემა სტრუქტურულ აცდენასთან არის დაკავშირებული.

როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, ბიზნესის მოთხოვნილ კვალიფიკაციებსა და უმუშევართა არსებული უნარების შორის შეუსაბამობა სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. მისი თქმით, სწორედ ეს სტრუქტურული დისბალანსი განსაზღვრავს შრომის ბაზრის მთავარ გამოწვევას და აისახება ბიზნესის განწყობებსა და BAG ინდექსის მაჩვენებლებშიც.

„სტრუქტურული უმუშევრობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ კვალიფიკაციები ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის აცდენილია. ანუ მოთხოვნა-მიწოდება რაოდენობრივი ხომ არ არის მთავარი პროცენტულად, რომ ამდენი სამუშაო ადგილია, ამდენი პროცენტი ვაკანსიაა და ამდენი პროცენტია უმუშევარი. აქ მთავარია რომ არის სტრუქტურული აცდენა კვალიფიკაციებს შორის. ის კვალიფიკაცია რაც ახლა ამ წუთას სჭირდება ბიზნესს და ის კვალიფიკაცია მეორეს მხრივ არის კვალიფიკაცია რომელიც უმუშევარს დღეს აქვს.

აცდენაზე თვითონ ბიზნესმა დაიწყო ძალიან აქტიური მუშაობა, ნაწილობრივ ძალიან გააქტიურებულია მეორეს მხრივ სახელმწიფო, მე ვგულისხმობ პროფესიული განათლების ნაწილში, თუმცა გამოწვევა მაინც რჩება შედარებით მაღალი კვალიფიკაციები, რომელთა მომზადებას სჭირდება დრო. 

არის კვალიფიკაციები, რომელიც შეიძლება ექვს თვეში ვასწავლოთ და არის კვალიფიკაციები რომელთაც წლები სჭირდება, რომ ამ კუთხით მოამზადოს და ჩვენ სამწუხაროდ ბოლო ათწლეულების განმავლობაში არასწორი მიმართულებით მივდიოდით. აღნიშნული ქმედებები არ შეესაბამებოდა ბაზარზე არსებულ კონიუნქტურასა და მოთხოვნას, რის შედეგებსაც დღეს ვიმკით“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

მისივე განცხადებით, შრომის ბაზარზე კვალიფიკაციების სტრუქტურული აცდენის დასაძლევად საჭიროა ბიზნესისა და განათლების სექტორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, მათ შორის ტრენინგ-ცენტრების განვითარება, პროფესიული გადამზადების პროგრამები. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ასევე საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართვა და ორმაგი დიპლომების პროგრამების გაფართოება, რათა ბაზარზე მოთხოვნად კვალიფიკაციებთან შესაბამისი ცოდნა და უნარები გაძლიერდეს.

„კვალიფიკაციებზე ძალიან კარგად მოქმედებს სხვათა შორის უცხოური პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იმიტომ, რომ ბევრი კვლევა არსებობს რომელიც ამბობს, რომ ეს არ არის მხოლოდ მონეტარული ასე ვთქვათ კონტრიბუცია რაც შეიძლება ქვეყანაში შემოდიოდეს კონკრეტული ფულის სახით. ამ ფულს მოჰყვება ცოდნა და ტექნოლოგია.

საბოლოო ჯამში, თქვენ რომ ნახოთ ის ქვეყნები რომლებმაც ბოლო პერიოდში თვითონ მიაღწიეს ტექნოლოგიურ წინსვლას - იაფი სამუშაო ძალის პირობებში მოახერხეს და შემოიტანეს ტექნოლოგიები, შემოიყვანეს ინვესტორები და დღეს უკვე ისინიც თავის დამოუკიდებელ ცურვილზე არიან გადასული იმით, რომ ისინი თვითონ არიან კვლევის ნაწილში პირველები თუ არა მეორეები - მსოფლიოში გლობალურად და არიან ძალიან მაღალ კონკურენტუნარიანები“, - განმარტა ვეფხვაძემ. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა