მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7053.3
-0.0101
flag
AZN 1.5941
-0.0002
flag
CNY 37.778
-0.0005
flag
EUR 3.1725
0.016
flag
GBP 3.6552
0.0074
flag
KZT 50.76
-0.004
flag
TRY 0.0671
0
flag
USD 2.7106
-0.0007

EBRD „კრისტალთან“ თანამშროლობას იწყებს საქართველოში კერძო სექტორის ხელშეწყობის მიზნით

news image

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 10 მილიონი აშშ დოლარის (8.6 მილიონი ევროს) ოდენობის დაფინანსების პაკეტი გამოყო „კრისტალისთვის“, რომელიც  საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი მიკრობანკია, კერძო სექტორის განვითარების მხარდასაჭერად და ქვეყანაში მწვანე დაფინანსების ხელშესაწყობად.

დაფინანსების პაკეტი ორი ნაწილისგან შედგება. პირველი - EBRD-ის 8 მილიონი აშშ დოლარის სესხი - გაიცემა ადგილობრივი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (MSMEs), მათ შორის, ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებულ რეგიონებსა და სოფლად მოქმედი კომპანიებისათვის, რაც გააუმჯობესებს მათ წვდომას საშუალოვადიან დაფინანსებაზე ადგილობრივ ვალუტაში და გაზრდის მათ კონკურენტუნარიანობას.

მეორე ნაწილი - დამატებითი 2 მილიონი აშშ დოლარის სესხი, საიდანაც 1.5 მილიონი აშშ დოლარი EBRD-მა გამოყო, 0.5 მილიონი აშშ დოლარი კი„მწვანე კლიმატის ფონდმა“ (GCF), EBRD-ის „მწვანე ეკონომიკის დაფინანსების ინსტრუმენტის“ (GEFF) ფარგლებში - საშუალებას მისცემს „კრისტალს“ გააფართოოს მწვანე დაფინანსება კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის ტექნოლოგიების დაფინანსებით კერძო პირებისა და MSMEs-ისთვის.

„კრისტალი“ უზრუნველყოფს დაფინანსებას ფილიალების ქსელისა და ციფრული არხების მეშვეობით, რითაც გააგრძელებს ქალების მიერ მართული ბიზნესებისა და სხვა ნაკლებად პრივილეგირებული ჯგუფების მხარდაჭერას. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს „კრისტალის“ ძალისხმევას გაზარდოს გენდერული თანასწორობის პრინციპებით მოქმედ მწვანე ფინანსურ პროდუქტებზე წვდომა.

პროექტი ასევე ითვალისწინებს ავსტრიისა და GCF-ის მიერ დაფინანსებული ტექნიკური თანამშრომლობის პაკეტს, რომლის მიზანია „კრისტალის“ დახმარება შესაძლებლობების განვითარებაში, განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა ალკის ვრენიოს დრაკინოსმა განაცხადა: „ეს ინვესტიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მიზანს ხელი შევუწყოთ საქართველოში ინკლუზიური და მდგრადი კერძო სექტორის ჩამოყალიბებას. „კრისტალის“ ძალისხმევის მხარდაჭერით, რომლის მიზანიც მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისათვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება და მწვანე სესხების გაფართოებაა, განსაკუთრებით კი სოფლად არსებული, ჩვენ ხელს ვუწყობთ უფრო მდგრადი და კლიმატის ცვლილებისადმი მგრძნობიარე ეკონომიკის განვითარებას.“

„კრისტალის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ილია რევიამ განაცხადა: „EBRD-თან პარტნიორობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაბიჯია „კრისტალის“ მიერ მიკრობანკის ლიცენზიის მიღების შემდგომ ეტაპზე. ფინანსური გარიგების მიღმა, ეს პარტნიორობა ადასტურებს საერთაშორისო ნდობის არსებობას ჩვენი მისიისა და შესაძლებლობების მიმართ. ის საშუალებას გვაძლევს, კიდევ უფრო ძლიერი მოკავშირე გავხდეთ ადგილობრივი მეწარმეებისთვის - განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ფინანსებზე წვდომა კვლავ პრობლემად რჩება.“

„კრისტალი“ საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა დინამიური ზრდითა და განვითარებით. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სახით მრავალი წლის განმავლობაში ფუნქციონირების შემდეგ, კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზირების მომენტისთვის, „კრისტალს“ ჰქონდა 570 მილიონი ლარის (181 მილიონი ევრო) ოდენობის სესხების პორტფელი, მართავდა 48 ფილიალს, ასაქმებდა 1000-ზე მეტ თანამშრომელს და ემსახურებოდა 100 000-ზე მეტ ინდივიდუალურ კლიენტს მთელი ქვეყნის მასშტაბით. „კრისტალი“ აგრძელებს მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვას საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან პარტნიორობის გზით. მხოლოდ 2025 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში კომპანიამ წარმატებით მოახდინა 130 მილიონ ლარზე (41 მილიონი ევრო) მეტი ახალი დაფინანსების მობილიზება.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) დღეისათვის განახორციელა თითქმის 5,52 მილიარდი ევროს ინვესტიცია 313 პროექტში საქართველოს ფინანსურ, კორპორატიულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში, ინვესტიციების 83 პროცენტი კერძო სექტორშია.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ამ მომენტისთვის 17 კომპანია სარგებლობს „ბიზნეს ასისტენტის“ სერვისით - ვახტანგ ჟვანია

22.07.2025.19:00

დღეისათვის „ბიზეს ასისტენტის“ სერვისით 17 კომპანია სარგებლობს. ამის შესახებ  გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ვახტანგ ჟვანიამ განაცხადა. მისვე განმარტებით, პროექტის გაშვებამდე ის სატესტო რეჟიმში 4-5 თვის განმავლობაში იყო აქტიური და ამ ხნის განმავლობაში მოხდა მისი დახვეწა. 

„მოგეხსენებათ, როდესაც იუსტიციის სახლზეა საუბარი აქ პირველი თავში რაც მოგვდის ეს არის ხარისხი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიდრე ამ პროექტს ოფიციალურად ჩავუშვებდით, მანამდე დაახლოებით 4-5 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი გვქონდა, როცა სატესტო რეჟიმში მუშაობდა ეს პროექტი. ამ მომენტისთვის 17 კომპანია სარგებლობს ამ სერვისით, და ბუნებრივია ჩვენ გვქონდა ბიზნეს ასოციაციაში შეხვედრა, სადაც გავმართეთ პრეზენტაცია. ბუნებრივია ძალიან ბევრი კითხვა არსებობდა. თქვენ იცით, რომ თითქმის 24 საათიან რეჟიმში უწევს ბიზნეს იუსტიციის სახლთან ურთიერთობა. აქედან გამომდინარე ვეცადეთ, რომ ყველა კითხვისთვის პასუხი გაგვეცა. რაც შეეხება ამ სატესტო რეჟიმს, ამ პერიოდმა ამ 4 თვემ მოგვცა ჩვენ იმის შესაძლებლობა, რომ ეს პროცესი ბოლომდე დაგვეხვეწა და ის ხარვეზები რაც კი გამოჩნდა ამ 4 თვიანი კომუნიკაციის და ურთიერთობის პროცესში, ამ ხარვეზების საფუძველზე უფრო მეტად სრულყოფილი გაგვეხადა ეს პროექტი“, - აცხადებს ვახტანგ ჟვანია.

იუსტიციის სახლის თავმჯდომარის თქმით, სერვისი ამ დროისათვის ხელმისაწვდომია თბილისში, თუმცა ეტაპობრივად მისი გაფართოება მოხდება. 

„ჩვენ აქტიურად ვგეგმავთ უფრო ფართოდ გავშალოთ საინფორმაციო კამპანია ამ მიმართულებით. ასევე როგორც გითხარით ბიზნეს ასოციაციაშიც გვქონდა შეხვედრა, ორი შეხვედრა შედგა ჩვენს შორის. ასევე ეს არაა ის პროცესები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ თბილისში წარიმართება. როცა ამ პროექტის რაღაც ეტაპი დასრულდება, ბუნებრივია ავტომატურად საჭიროება გახდეს იმისა, რომ ვთქვათ ბათუმში განხორციელდეს ეს პროექტი და ბათუმში არსებულ ბიზნესსაც ჰქონდეს შესაძლებლობა ამით ისარგებლოს. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, როგორც ყოველთვის, ყველა სერვისთან მიმართებაში ყველასთან მივიდეთ და ყველას ავუხსნათ ამ პროექტის მნიშვნელობა და საჭიროება“, - აცხადებს ვახტანგ ჟვანია. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა