მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7081.3
-0.0025
flag
AZN 1.5923
-0.001
flag
CNY 37.999
-0.0024
flag
EUR 3.168
0.0098
flag
GBP 3.6389
-0.0019
flag
KZT 50.36
-0.0007
flag
TRY 0.0645
-0.0002
flag
USD 2.7079
-0.0016

EBRD-ის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, საქართველო ინარჩუნებს პირველ პოზიციას ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ჩვენი მთავარი ამოცანაა ამ ტენდენციის შენარჩუნება - ირაკლი კობახიძე

news image

წლის დასაწყისში იყო უარყოფითი პროგნოზები, შეგნებულად წარმოებდა ნეგატიური კამპანია ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა წელსაც გვაქვს მაღალი, 8 % -იანი ეკონომიკური ზრდა, საქართველოს აქვს მწყობრი ეკონომიკური პოლიტიკა, გვყავს ძლიერი ინსტიტუტები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, EBRD-ის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, საქართველო ინარჩუნებს პირველ პოზიციას ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. 

„წლის დასაწყისში იყო უარყოფითი პროგნოზები, შეგნებულად წარმოებდა ნეგატიური კამპანია ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც, პრინციპში, გარკვეული საფუძველი შეუქმნა დეკემბრის მცირე ვარდნამ, პროგნოზირებულთან შედარებით რამდენიმე პროცენტით იკლო ეკონომიკურმა ზრდამ პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე. თუმცა იანვრიდან მოყოლებული შევძელით ძველი ტენდენციების დაბრუნება და წელსაც გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა - 8 %-იანი მაჩვენებელი, რაც არის ნომერ პირველი მაჩვენებელი ევროპასა და ფართო რეგიონში. ასევე, EBRD-ის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, საქართველო ინარჩუნებს პირველ პოზიციას ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ჩვენი მთავარი ამოცანაა ამ ტენდენციის შენარჩუნება და ამ კუთხითაც თქვენთან თანამშრომლობას ენიჭება ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჩვენ შედარებები გავაკეთეთ წინა შემთხვევაში, მოლდოვას შევადარეთ ჩვენი ეკონომიკური ზრდა. შარშან ითქვა, რომ 8 მლრდ დოლარით გავზარდეთ სხვაობა მოლდოვასთან სამი წლის განმავლობაში, 4 წლის განმავლობაში მოლდოვასთან სხვაობამ ეკონომიკური ზრდის კუთხით შეადგინა 11 მლრდ დოლარზე მეტი. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს აქვს მწყობრი ეკონომიკური პოლიტიკა. გვაქვს კორუფციის მცირე დონე, გამორჩეული ვართ ამ კუთხითაც არამხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირის არაერთ ქვეყანას ვუსწრებთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. გვყავს ძლიერი ინსტიტუტები და სწორედ ეს განგვასხვავებს იმ ქვეყნებისგან, რომლებსაც აქვთ ჩვენზე ბევრად დაბალი ეკონომიკური ზრდა,"- განაცხადა პრემიერმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image “სამეფო თაფლი“ პირველი ბრენდული ფილიალის გახსნას გეგმავს, ინვესტიცია 200 000 დოლარია

18.10.2025.03:02

კომპანია  Royal Honey • სამეფო თაფლი , ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს და მუდმივად ცდილობს მომხმარებელს სხვადასხვა სიახლე შესთავაზოს. კომპანია მომავალ წელს თბილისში პირველი ბრენდული ფილიალის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი გომელაურმა განუცხადა.

„მომავალ წელს ქალაქ თბილისში პირველი, ბრენდული ფილიალის გახსნას ვგეგმავთ. პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით $200 000-ია. გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ ასორტიმენტის გაფართოებაზე. არსებულ პროდუქციას უახლოეს პერიოდში ჩურჩხელაც დაემატება “, - ამბობს გიორგი გომელაური.

„სამეფო თაფლის“ მომხმარებლების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 50%-ით არის გაზრდილი.

„წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მომხმარებლების რაოდენობა 50%-ით გაიზარდა, რასაც პროდუქციის მაღალი ხარისხი, ასორტიმენტის ზრდა, ტურისტების დიდი ნაკადი და ქვეყანაში არსებული ეკონომიკურ სტაბილურობა განაპირობებს “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

კომპანიისთვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი პროდუქციის ხარისხია.

„ჩვენთვის ხარისხი პრიორიტეტულია. 2017 წელს პროდუქციის წარმოება რა ხარისხითაც დავიწყეთ, ახლაც ზუსტად იგივე ხარისხი გვაქვს. მოგეხსენებათ, ხარისხის გაფუჭება არასახარბიელო შედეგის მომტანია. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პრემიუმ ხარისხი შევინარჩუნოთ “, - აცხადებს გიორგი გომელაური.

ცნობისთვის, კომპანია საერთო ჯამში 50-მდე სხვადასხვა, შეფუთვის პროდუქციას აწარმოებს, რომელიც ძირითადად 4 კატეგორიად იყოფა: თაფლის ასორტიმენტი, მურაბა/ჯემი, თაფლის დისტილატი (დისტილირებული ალკოჰოლური სასმელი თაფლისგან) და გოზინაყი. პროდუქცია წარმოდგენილია ისეთ დიდ სავაჭრო ქსელებში, როგორიც არის "კარფური", "აგროჰაბი", "გუდვილი", "ევროპროდუქტი", და სხვა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა