მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7224.7
-0.049
flag
AZN 1.6058
-0.0081
flag
CNY 39.749
-0.016
flag
EUR 3.1695
-0.0229
flag
GBP 3.6694
-0.0199
flag
KZT 55.72
-0.0048
flag
TRY 0.0619
-0.0004
flag
USD 2.73
-0.0138

East Duo - მუსიკალური ჯგუფი, რომელიც არასდროს ჩერდება და ქართულ ხმას მსოფლიოს აცნობს

news image

ზოგჯერ ყველაფერი ერთი უბრალო, სპონტანური ნაბიჯით იწყება. თუმცა დაწყებაზე მეტად მთავარი მუდმივი განვითარება და ახალი გზების ძიებაა. ასეთია მუსიკალური ჯგუფი East Duo, რომელმაც დაამტკიცა, რომ თუ არ გაჩერდები, ქართული ფანდურის ჰანგები შეიძლება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ათასობით ადამიანისთვის გასაგებ ენად იქცეს.

საქართველოს ბანკი შეუჩერებელი ადამიანების აღმოჩენას და მათ მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს.

ამჯერად, გიყვებით სამ მუსიკოსზე, ლევან ბანცაძეზე, მამუკა მატკავასა და გიორგი მატკავაზე, რომლებიც მუდმივად ცდილობენ ქართულ მუსიკას ახალი ჟღერადობა შესძინონ და ის მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი გახადონ.

სპონტანური დასაწყისი

როგორც ჯგუფის წევრები აღნიშნავენ, East Duo წინასწარ დაგეგმილი პროექტი არ ყოფილა. მეტიც, თავდაპირველად, სულაც არ შეხვედრიან ჯგუფის შექმნის იდეით.

მათი ისტორია 2020 წელს იწყება. გიორგი მატკავა და ლევან ბანცაძე ხშირად უკრავდნენ ერთად, თუმცა, აუდიტორიის წინაშე ჯგუფის სახელით არ გამოდიოდნენ. მოგვიანებით, ერთ-ერთ კონცერტზე გამოსვლისას დუეტისთვის სახელის შერჩევა გახდა საჭირო და სწორედ მაშინ, სპონტანურად გადაწყვიტეს, მსმენელისთვის საკუთარი თავი East Duo-ს სახელით გაეცნოთ. შემდეგ დუო ტრიო გახდა და მათ მამუკა მატკავაც შეუერთდა.

მოულოდნელი გლობალური წარმატება

სიმღერამ “Chubina” ქართული ჯგუფი East Duo მსოფლიოს გააცნო. როგორც თავად ამბობენ, ასეთ მასშტაბურ გამოხმაურებას ნამდვილად არ ელოდნენ. პირველად ეს სიმღერა 2021 წელს დაიწერა და ონლაინ სივრცეში სახლში ჩაწერილი ვერსიით არსებობდა.

დიდი წარმატება 2024 წელს მოვიდა, როცა სიმღერა „Chubina” ინტერნეტ სივრცეში უცებ გახდა პოპულარული და შევიდა Shazam-ის გლობალურ Top 200-სა და iTunes-ის Top 20-ში. ქართული ჟღერადობა ისმოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში. მეტიც, Spotify-ზე 130 მილიონზე მეტ სტრიმსაც კი გადააჭარბა.

“Chubina”-ს ვირუსულად გავრცელების შემდეგ, ხელახლა ჩაიწერა სიმღერის სტუდიური ვერსია.

“2021 წელს როდესაც „Chubina“ ჩავწერეთ, საერთოდ არ გვქონდა მოლოდინი, რომ ის ასეთ გზას გაივლიდა. მუსიკა სპონტანურად, ძალიან უბრალო, სახლის პირობებში შეიქმნა - ტელეფონზე ჩაწერილი, ყოველგვარი სტრატეგიისა და მოლოდინის გარეშე. როდესაც დავინახეთ, რომ “Chubina” სხვადასხვა ქვეყანაში ვრცელდებოდა და შაზამის გლობალურ ჩარტებში მოხვდა, პირველ რიგში გაოცება ვიგრძენით. რთულია სიტყვებით აღწერო განცდა, როცა შენი მუსიკა ისეთ ქვეყნებში ჟღერს, სადაც ადამიანები შეიძლება არც კი იცნობდნენ საქართველოს, ქართულ ენას, მაგრამ მაინც გრძნობენ იმ ემოციას, რასაც გადასცემ,“ - აღნიშნავენ East Duo-ს წევრები.

ფესვებიდან თანამედროვე ჟღერადობამდე

ქართული ფოლკლორისა და კონკრეტულად ფანდურის სიყვარული სამივე მათგანს ბავშვობიდან მოსდევს. მუსიკა მათთვის ყოველთვის ყოველდღიურობის ნაწილი იყო, და რა გასაკვირია, რომ ხალხური სიმღერებიდან მოდის ის ემოცია, სიღრმე და მელოდიური განწყობა, რომელიც დღეს East Duo-ს შემოქმედებას ახასიათებს.

“Chubina” პოპულარობის შემდეგ გაიზარდა პასუხისმგებლობა, გაჩნდა ახალი შემოთავაზებები და პროექტები. თუმცა მთავარი მიზანი უცვლელი დარჩა: შექმნან მუსიკა, რომელიც მსმენელისთვის ემოციური და შთამაგონებელია.

დღეს East Duo-ს აუდიტორია საკმაოდ მრავალფეროვანია.

“მსმენელები გვყავს ევროპიდან, ამერიკიდან, აზიიდან - სხვადასხვა კულტურისა და მუსიკალური გემოვნების ადამიანები, რომლებიც ჩვენს მუსიკაში საერთო ან განსხვავებულ ემოციას პოულობენ. ჩვენი აუდიტორია ასაკობრივადაც ფართოა. გვწერენ როგორც ახალგაზრდები, ისე უფრო ზრდასრული მსმენელები, რომლებიც აფასებენ სიმშვიდეს, სიღრმეს და ატმოსფეროს ჩვენს მუსიკაში,“ - ამბობს East Duo.

სამომავლო გეგმები

პოპულარობის პიკში მყოფი ჯგუფისთვის 2026 წელი გამოწვევებით სავსეა, როგორც თავად აღნიშნავენ:

„სამომავლოდ ძალიან აქტიური პერიოდი გველოდება. 2026 წელს ვგეგმავთ 6 ახალ რელიზს, რომლებიც ჩვენი შემოქმედების ახალ ეტაპს წარმოაჩენენ, შესაბამისად, თითოეულ ნამუშევარზე განსაკუთრებული ყურადღებით ვმუშაობთ. ასევე გვინდა, რომ ჩვენი მუსიკა ცოცხალ შესრულებაშიც უფრო მასშტაბურად წარმოვადგინოთ - სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა აუდიტორიასთან.“

გიორგის, მამუკასა და ლევანის მიზანი მარტივია: შექმნან მუსიკა, რომელიც ქართულ ფესვებსა და თანამედროვე ჟღერადობას ჰარმონიულად გააერთიანებს. სწორედ ეს შინაგანი იმპულსი და ახლის ძიების მუდმივი სწრაფვა აქცევთ მათ შეუჩერებლებად.

უფრო მეტის გასაგებად იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც არ ჩერდებიან, ეწვიეთ ვებგვერდს: argacherde.bog.ge

East Duo-ს შესახებ კი ნახეთ ვიდეო.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტი MIPIM 2026-ის გლობალურ ურბანულ ფესტივალზე წარადგინეს

11.03.2026.17:30

კანში, უძრავი ქონების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებაზე - MIPIM-ზე „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტი წარადგინეს. 13 მარტის ჩათვლით, „ფესტივალების სასახლეში“ მიმდინარე ღონისძიებაზე კომპანიის გუნდი საერთაშორისო აუდიტორიას პროექტის კონცეფციასა და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს გააცნობს.

ფესტივალის ფარგლებში იმართება „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პრეზენტაციაც, სადაც წარმოდგენილია ხელოვნური კუნძულის არსი, ღირებულებები, მისი ურბანული კონცეფცია და ის გამორჩეული საინვესტიციო შესაძლებლობები, რომელთაც პროექტი საერთაშორისო ინვესტორებს სთავაზობს.

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალური დირექტორის, გოჩა კამკიას განცხადებით, მსგავსი მასშტაბის პლატფორმა მნიშვნელოვანია, რათა საერთაშორისო ბიზნეს წრეებს სათანადოდ წარედგინოს, როგორც თავად პროექტი, ისე მთლიანად ქვეყნის ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო.

„MIPIM-ი მნიშნელოვან პლატფორმას წარმოადგენს, სადაც შესაძლებლობა გვეძლევა, საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვნად გავზარდოთ პროექტისა და ქვეყნის ცნობადობა. აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა, ჩვენი ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის გაგრძელებაა, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო აუდიტორიას ვაცნობთ ჩვენი პროექტისა და ზოგადად ქვეყნის, გამორჩეულ საინვესტიციო შესაძლებლობებს.“ - აღნიშნა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გოჩა კამკიამ.

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტი ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ზღვაში ფორმირებას ითვალისწინებს. პროექტი მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების დაცვით ვითარდება და მიზნად ისახავს რეგიონის ურბანული განვითარების ახალი სტანდარტის დადგენას.

ამ ეტაპზე პროექტის მიწის სამუშაოების 50%-ზე მეტი უკვე შესრულებულია, რომლის ფარგლებშიც, საპროექტო არეალის 84 ჰექტარი ტერიტორიიდან 48 ჰექტარი უკვე ფორმირებულია.

ფესტივალის განმავლობაში კომპანიის წარმომადგენლები სხვადასხვა ბიზნესპროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას და სპეციალურად მოწყობილ, მულტიფუნქციურ სტენდთან დაინტერესებულ პირებს კუნძულზე არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ახორციელებს. მათ შორის არიან ბრიტანული კომპანია Arup, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არაერთი ქალაქის გეგმარებაში მონაწილეობს, არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yüksel Proje, ასევე ამერიკული არქიტექტურული კომპანია SHoP Archiects.



   

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა