მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7141
-0.011
flag
AZN 1.5868
-0.0003
flag
CNY 39.195
-0.0014
flag
EUR 3.114
-0.001
flag
GBP 3.5718
0.0011
flag
KZT 57.97
0.0049
flag
TRY 0.0605
0
flag
USD 2.6975
-0.0006

Eagle Hills-მა საქართველო უძრავი ქონების საერთაშორისო ინვესტორებისთვის საინვესტიციო სამიზნედ აქცია - ლევან ვეფხვაძე

news image

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ უძრავი ქონების ბაზარზე უცხოელების აქტიურობით დაკავშირებული შიშები რეალურ ნიადაგს ნაკლებად ეფუძნება და ხშირად სპეკულაციურად გამოიყენება. მისი თქმით, ბოლო პერიოდში Eagle Hills-ის მიერ პირველადი გაყიდვის ფარგლებში გამოტანილი ობიექტების  გაყიდვების დაახლოებით 60-65% ადგილობრივ მყიდველებზე მოდიოდა, რაც აჩვენებს, რომ ბაზარზე დომინანტი კვლავ შიდა მოთხოვნაა. 

მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე აქტიურობა და საერთაშორისო ინტერესის ზრდა ფიქსირდება, საზოგადოებაში კვლავ რჩება კითხვები და გარკვეული შიშები უცხოელების მხრიდან უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით

ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ლევან ვეფხვაძემ უძრავი ქონების ბაზარზე Eagle Hills-ის ფაქტორზეც ისაუბრა რომლის ჩართულობამ, საერთაშორისო ინვესტორებს შორის მნიშვნელოვნად გაზარდა საქართველოსადმი ინტერესი. ვეფხვაძის განცხადებით, სწორედ ამ კომპანიის მონაწილეობამ გახადა ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენა უფრო მარტივი.

„მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს მართლაც აქვს შიშები და მე ამ შიშებს პატივისცემით მოვეკიდები. თუმცა ცალკე საკითხია, ვინ და როგორ იყენებს ამ შიშებს. მეორე საკითხია ისიც, რომ ამ ადამიანებს უნდა ავუხსნათ  რეალურად, როგორც ვნახეთ, გაყიდვების დაახლოებით 60–65% ადგილობრივ მყიდველებზე მოდიოდა. რაც არ უნდა შიშები არსებობდეს და თუნდაც კარები გავაღოთ და ვთქვათ - მოდით, იყიდეთ, - უძრავ ქონებას ასე მარტივად არავინ ყიდულობს.

ქართველსაც კი, როცა მეზობელ კორპუსში ბინის შეძენა სურს, გადაწყვეტილების მისაღებად დრო სჭირდება. ახლა წარმოიდგინეთ, უცხოელს ეუბნები - ჩამოდი ათას კილომეტრზე მეტი მანძილიდან და იყიდე უძრავი ქონება.

ამიტომ ეს შიშები გარკვეული თვალსაზრისით შეიძლება საფუძვლიანიც იყოს, თუმცა ფაქტია, რომ საქმე ასე მარტივად არ არის. არ არის საკმარისი ვიღაცამ კარი გააღოს და მყიდველები რიგში ჩადგნენ. შესაბამისად, ვერ შევაფასებდი, რომ ამ ტიპის შიშებს რეალობაში რაიმე სერიოზული, ნოყიერი ნიადაგი აქვს.

ბუნებრივია, ბაზარი მოთხოვნა-მიწოდების პრინციპით მოქმედებს. როდესაც არსებობს შიშები, ყოველთვის გამოჩნდება ვინმე, ვინც მათ გამძაფრებას ეცდება - ეს ძალიან მარტივია, ეკონომიკა ასე მუშაობს და ეს მოდელი ყველგან მოქმედებს.

რაც შეეხება Eagle Hills-ის ფაქტორს, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელმაც ინვესტორების მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესი გააძლიერა.

Eagle Hills-მა შესძინა ის დატვირთვა, რომელიც შესაბამისად გამოიხატა უძრავი ქონების ფორუმზე 130-მდე ინვესტორის დასწრებაში. ბევრად ადვილი იყო მათთვის ახსნა რა ქვეყანაში მოდიან.

Eagle Hills-მა გარკვეული გაგებით საქართველო უძრავი ქონების მიმართულებით საინვესტიციო რუკაზე სერიოზულად დააფიქსირა კონკრეტული ინვესტორებისათვის, რაც მომავალში როგორც კომუნიკაციის გამარტივების, ისე დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ. 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image "გროსსმანნი“ გაფართოებას აგრძელებს - როგორია კომპანიის 5 წლიანი გეგმა და ზრდის სტრატეგია

07.04.2026.16:00

Grossmann • გროსმანნ-ი სამშენებლო, სარემონტო და საყოფაცხოვრებო პროდუქტების მაღაზიათა ქსელია, რომელიც ბაზარზე დაახლოებით ორი წლის წინ გამოჩნდა. არსებულ სიახლეებზე და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს, ვახტანგ კაჭარავას, ესაუბრა.

როგორ აფასებთ წლის დასაწყისს?

ჩვენ უკვე მეორე წელია ვაწარმოებთ ბიზნესს. დაახლოებით, ერთი კვირის წინ გავხსენით მეოთხე ფილიალი. ყოველთვიურად მიზნად ვისახავთ კომპანიის ზრდასა და განვითარებას. თანამშრომელთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა. წელს დამატებით ორი ფილიალის გახსნაც გვაქვს დაგეგმილი, რაც ნიშნავს, იმას რომ სულ ექვსი ფილიალი გვექნება.

ჩვენი პროდუქციის პორტფელიც მუდმივად იზრდება - ამჟამად 10 000-ზე მეტი უნიკალური დასახელების პროდუქტი გვაქვს. მომხმარებელთა რაოდენობაც სულ უფრო მატულობს. გვახარებს, რომ ბაზა დივერსიფიცირებულია და მოიცავს, როგორც კორპორატიულ, ისე საცალო მომხმარებლებს. ეს გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო ამ ბიზნესში ჩართვა. მიღებული შედეგები კი ჩვენს მოტივაციას აძლიერებს და გუნდს მეტ შემართებას ჰმატებს.

⁠ხომ არ გაქვთ რაიმე სიახლე ასორტიმენტის ზრდის მიმართულებით?

ბოლო პერიოდში ჩვენს ასორტიმენტს სხვადასხვა ბრენდი დაემატა, როგორც პრემიუმ ხარისხის კომპანიის ბრენდები, ისე ბიუჯეტური. ზოგადად, ვცდილობთ მომხმარებლებს ყველა საფასო კატეგორიის პროდუქტი შევთავაზოთ, თუმცა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის ხარისხია: არ აქვს მნიშვნელობა, პროდუქტი ბიუჯეტური ფასის იქნება თუ პრემიუმ ფასის, ჩვენთვის მთავარი მაღალი ხარისხია და აქცენტს სწორედ ამაზე ვაკეთებთ.

ამჟამად, მომხმარებელს 3–4 სხვადასხვა საფასო კატეგორიის პროდუქტს ვთავაზობთ. თითოეული კატეგორია გამოირჩევა მაღალი ხარისხით. როგორც აღვნიშნე ამ მიმართულებას მაქსიმალურად დიდ ყურადღებას ვუთმობთ. ამ ეტაპზე, პირდაპირ იმპორტს საქართველოში არ ვახორციელებთ - კავკასიაში არსებულ მაკროდისტრიბუტორებთან ვმუშაობთ და ვაკვირდებით ბაზარს, რათა გავიგოთ, რომელი პროდუქტები იქნება ჩვენთვის საინტერესო. გარკვეული პერიოდის შემდეგ უკვე ჩვენი ძალებით დავიწყებთ ამ ბრენდების შემოტანას.

ჩვენს კომპანიას 6 მთავარი მიმართულება აქვს, რომელშიც ათეულობით წარმატებული და ცნობილი ბრენდი შედის. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ამ ბრენდებთან ახლო ურთიერთობა გვქონდეს და ჩვენი ფილიალების ინფრასტრუქტურის საშუალებით პროდუქტები უფრო ახლოს მივიტანოთ მომხმარებლამდე.

ამ ეტაპზე რამდენი ფილიალით ხართ წარმოდგენილი და თბილისის გარდა სხვა ქალაქებშიც ხომ არ ოპერირებთ ან ხომ არ გეგმავთ გაფართოებას?

ამ ეტაპზე 4 ფილიალით ვართ წარმოდგენილი, რაც დაახლოებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში მოვახერხეთ. რეგიონებში ჯერ არ გავსულვართ. ბოლო ფილიალი ცოტა ხნის წინ გავხსენით სოფელ შინდისში, რომელიც ადმინისტრაციულად თბილისს ეკუთვნის.
ჩვენი 5 წლიანი სტრატეგიული გეგმის მიხედვით, ფილიალების რაოდენობა 30-მდე უნდა გავზარდოთ. აქედან დაახლოებით 10–12 ფილიალი დედაქალაქში იქნება, ხოლო დანარჩენი საქართველოს ისეთ დიდ ქალაქებში როგორიცაა : ბათუმი, ქუთაისი, თელავი, რუსთავი, ზუგდიდი და სხვა.

წინა ინტერვიუში გუნდის ფორმირების პროცესზე ვსაუბრობდით - დაასრულეთ თუ არა ეს ეტაპი?

ეს არის უწყვეტი პროცესი, რადგან კომპანია მუდმივად იზრდება. ჩვენი მიზანია, ხარისხიანი პროდუქციის გარდა, მომხმარებელს დამატებითი სერვისიც შევთავაზოთ კვალიფიციური რეკომენდაციებისა და პროფესიული რჩევების სახით.

როგორც უკვე აღვნიშნე, დღეს გუნდში დაახლოებით 20-მდე თანამშრომელია. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ადამიანები, რომლებიც პირველ ფილიალში საწყის პოზიციებზე - გაყიდვების სპეციალისტებად მუშაობდნენ, დღეს უკვე ფილიალების მენეჯერები არიან. გვიხარია, რომ მათ განვითარების შესაძლებლობას ვაძლევთ.

თანამშრომლები ერთმანეთის წარმატებას ხედავენ, იღებენ პრაქტიკულ მაგალითებს და აცნობიერებენ, რომ შესაძლებელია მოკლე დროში პროფესიული ზრდა და მეტი პასუხისმგებლობის აღება. ეს მათ მოტივაციას მნიშვნელოვნად ზრდის.
მუდმივი განვითარება და წინსვლა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რაც გვინდა, რომ „გროსმანში“ ყოველთვის არსებობდეს.

⁠რა არის კომპანიის 2026 წლის მთავარი პრიორიტეტი?

ჩვენი მთავარი მიზანია, ყოველდღიურად და ყოველთვიურად გავზარდოთ გაყიდვები და მომხმარებლებს შევთავაზოთ მაღალი ხარისხის მომსახურება, რაც საშუალებას მოგვცემს ბაზარზე არსებული სხვა მოთამაშეებისგან გამოვირჩეოდეთ.

ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ ის ტემპი და დინამიკა, რომელიც პირველივე დღეებიდან დავნერგეთ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ იგი და მუდმივად განვითარების და სწავლის პროცესში ვიყოთ. ჩვენი ამოცანაა, ეს პროცესი არასოდეს შენელდეს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა