Eagle Hills Georgia-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ირაკლი ნადარეიშვილი, თორნიკე ზირაქიშვილი და მოჰამედ ალაბბარი იქნებიან - როგორია საბჭოს სრული შემადგენლობა
Eagle Hills Georgia -ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, სააგენტოს „აწარმოე სააგენტოში“ დირექტორის მოადგილე თორნიკე ზირაქიშვილი და Eagle Hills-ის დამფუძნებელი მოჰამედ ალი რაშედ ალაბბარი არიან. ამონაწერი სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან დღეს განახლდა. რეესტრიდან ამოსული დოკუმენტის მიხედვით, სამეთვალყურეო საბჭო წევრი არიან: ირაკლი ნადარეიშვილი, თორნიკე ზირაქიშვილი, მოჰამედ ალი რაშედ ალაბბარი, რაშიდ მოჰამედ ალი რაშედ ალაბბარი, ჰიშამ მოჰამედ იბრაჰიმ სოლიმანი.
დოკუმენტის მიხედვითვე, კომპანიის დირექტორია ჰიშამ მოჰამედ იბრაჰიმ სოლიმანი (ეგვიპტე).
არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთ უმსხვილეს დეველოპერულ კომპანია Eagle Hills-სა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, საქართველოში უპრეცედენტო მოცულობის - $6,5 მილიარდზე მეტი ღირებულების, ორი პროექტი განხორციელდება.
კომპანია Eagle Hills-ი, რომელიც EMAAR-ის ხელმძღვანელისა და დამფუძნებლის - მოჰამედ ალაბარის მიერ შეიქმნა, მსოფლიოს მასშტაბით მსხვილ დეველოპერულ პროექტებს ახორციელებს. კომპანიის პორტფელში შედის მრავალმილიარდიანი პროექტები 10-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ბელგრადში, ბუდაპეშტში, რიგასა და სხვა ქალაქებში.
აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს ყველაზე მასშტაბურ უცხოურ ინვესტიციას საქართველოს ისტორიაში, რომელიც გარდაქმნის თბილისისა და ბათუმის იერსახეს და გლობალური ცნობადობის კომპლექსებს შექმნის ქალაქებში.
ამასთანავე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და კომპანია Eagle Hills-ის დამფუძნებელმა მოჰამედ ალი ალაბარმა ხელი მოაწერეს საინვესტიციო შეთანხმებასა და საერთო კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ ხელშეკრულებას.
შეთანხმების თანახმად, საქართველო პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა. Eagle Hills-თან აღნიშნული შეთანხმებით სახელმწიფომ შეძლო უპრეცედენტო ინვესტიციის მოზიდვა და მაქსიმალურად საუკეთესო პირობებზე შეთანხმება, რასაც უდიდესი, განგრძობითი ეფექტი ექნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე.
სხვა სიახლეები
ახალი ბრენდები და ინოვაციური მაღაზიის კონცეფციები - ისთ ფოინთი მომხმარებელს განახლებულ შოპინგ-გამოცდილებას სთავაზობს
11.12.2025.16:00
წელს ისთ ფოინთი ახალ წელს განსაკუთრებულად ხვდება.
12 დეკემბერს, 10:00 საათიდან ისთ ფოინთი სტუმრებს ახალ სივრცეში უმასპინძლებს, რითიც მათი შოპინგ-გამოცდილება კიდევ უფრო მრავალფეროვანი და სასიამოვნო გახდება. ადგილზე მოსულ სტუმრებს, დახვდებათ ახალი ბრენდები და სრულიად ახალი მაღაზიის კონცეფციები.
განახლებული სივრცის გახსნას თან ახლავს საახალწლო სეზონის დასაწყისიც.
12 დეკემბერს, 19:00 საათზე, ისთ ფოინთის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება.
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ისთ ფოინთი ტრადიციულად საახალწლო დღეების ათვლას ნაძვის ხის ანთებით იწყებს. წელს კი სტუმრებს სრულად განახლებული, თანამედროვე დეკორაციებით მორთული გარემო და ჯადოსნური ნაძვის ხე დახვდებათ.
საზეიმო ღონისძიება 12 დეკემბერს, 19:00 საათზე, ისთ ფოინთის მთავარ მოედანზე გაიმართება, სადაც სტუმრებს მრავალფეროვანი პროგრამა ელოდებათ:
ასევე ბევრი სიურპრიზი, რაც სტუმრებს საახალწლო განწყობას კიდევ უფრო აუმაღლებს და ღონისძიებას კიდევ უფრო დაუვიწყარს გახდის.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
გვესტუმრეთ ისთ ფოინთში და გახდით ამ ჯადოსნური დღის ნაწილი.
