E60 Shipping Line ორბორნიან ოპერირებას უბრუნდება - კომპანია განახლებული „აია“ რეისების შესრულებას იწყებს
რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ ქართული სანაოსნო კომპანია E60 Shipping Line ისევ 2 გემით მოახდენს ოპერირებას. როგორც Business Insider Georgia-თან E60 Shipping Line-ის კომერციულმა დირექტორმა მიხეილ ბაბუნაშვილმა განაცხადა, რომ კომპანიის კუთვნილი ბორანი „აია“ სრულად გარემონტდა და პარასკევს კონსტანციდან ფოთის მიმართულებით შეასრულებს რეისს.
„აია“ უკვე სრულად განახლებულია და 25 ივლისს კონსტანცა-ფოთის საზღვაო ხაზზე უკვე პირველ რეისს შეასრულებს. განახლდა გემის ძრავი, სხვადასხვა ნაწილები, აპარატურა და ტექნიკური აღჭურვილობა. განახლება მოხდა უფრო ტექნიკური მიმართულებით. ასევე, გემის ინტერიერში განახლდა კონდიცირების სისტემა, დაიდგა ახალი მაგიდები და ზოგადად ავეჯი.
მნიშვნელოვანია, რომ „აია“ რამდენიმე თვის განმავლობაში რემონტზე იყო და E60 Shipping Line-ს ერთი ბორნით უწევდა ოპერირება. რაც ჩვენთვის კვირაში ერთი სიხშირით მუშაობას ნიშნავდა, თუმცა „აიას“ დამატებით უკვე კვირაში ორი სიხშირით მოვახდენთ ოპერირებას. ჩვენი ბორნები კონსტანცას პორტიდან სამშაბათს და პარასკევს გამოვლენ და პირიქით“, - აცხადებს მიხეილ ბაბუნაშვილი.
E60 Shipping Line-ს მენეჯმენტი არსებულს მიღწევებს არ კმაყოფილდება და მარშრუტებისა და სანაოსნო პარკის გაფართოებაზე ინტენსიურად მუშაობს.
საგულისხმოა, რომ ბორანი “აია” აშენდა 1995 წელს, რომელიც შეისყიდა და გარემონტდა E60 Shipping Line-ის მიერ 2024 წელს. ბორანის ეკიპაჟი მთლიანად საქართველოს მოქალაქეებისგან შედგება და თავად ბორანი ცურავს საქართველოს დროშის ქვეშ.
E60 Shipping Line-ს ოპერირებაშია ასევე „დიოსკურია“.
სამგზავრო - სატვირთო ბორანი „დიოსკურია“ აშენებულია 1981 წელს და განახლებულია კომპანია E60 SHIPPING LINE-ის მიერ 2024 წელს. იგი მოძრაობს საქართველოს დროშით. ბორანი აღჭურვილია კომფორტული კაბინებით, რესტორნით, ბარი/ლაუნჯის სივრცით, გასართობი სივრცით და ა.შ.
შეგახსენებთ, რომ ქართული სანაოსნო კომპანია E60 Shipping Line, რომელიც ბაზარზე 2023 წლიდან გამოჩნდა მალევე გაიზარდა და პარკს საკუთარი ლაინერი ოპერირების დაწყებიდან რამდენიმე თვეში შემატა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
25.07.2025.18:00
Bagana პირველი ქართული სლინგის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 2017 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელსა და დირექტორს თინათინ გახოკიძეს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და
რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
„ბაგანა" პირველი ქართული სლინგის მწარმოებელი კომპანიაა. ჩვენ 2017 წლიდან ვუწყობთ ხელს 0 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს განაგრძონ აქტიური სოციალური ცხოვრება შვილებთან ერთად. სწორედ ამიტომ მომხმარებელს ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის, ბუნებრივი ქსოვილისგან დამზადებულ ბავშვის ჩასასმელებსა და გასული წლიდან უკვე ლაქტაციის მაისურებს, რომლებიც უზრუნველყოფს კომფორტულად გადაადგილებას ჩვილებთან ერთად და ახალისებს მშობლების ყოველდღიურ ცხოვრებას.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
„ბაგანა" პროექტ "Think Young"-ის სოციალური მეწარმეობის სკოლის კონკურსში გამარჯვების შედეგად შეიქმნა და მალევე მოახერხა ქართველი მომხმარებლების გულების მოგება. 2019 წლიდან კი პროდუქცია აქტიურად იყიდება საქართველოს ფარგლებს გარეთ. ექსპორტზე მასიურად გასვლის სურვილმა 2021 წელს კომპანია მიიყვანა პროექტ „შარქ თენქში", სადაც მოახერხა კიდეც გამარჯვება, თუმცა საბოლოოდ ინვესტორებთან მოლაპარაკება ვერ მოხერხდა და „ბაგანამ" ისევ საკუთარი რესურსით განაგრძო განვითარება. აღსანიშნავია, რომ პროდუქციაზე მოთხოვნა სტაბილურად მზარდია.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
„ბაგანას" მთავარი კონკურენტული უპირატესობა ხარისხი და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომაა. ჩვენი პროდუქცია თაობიდან თაობას გადაეცემა. გვქონია შემთხვევები როცა მეოთხე ბავშვის გასაზრდელად გამოუყენებიათ ჩვენი პროდუქცია. სხვა ბრენდებისაგან განსხვავებით, ,,ბაგანა" ახერხებს ბიუჯეტური ფასის შენარჩუნებას გაზრდილი თვითღირებულების მიუხედავად. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი მშობლებისა და მათი შვილების ჰარმონიული თანაცხოვრებაა, ამიტომ ვქმნით პროდუქტებს, რომლებიც ნებისმიერ სივრცეს მათზე მორგებულს ხდის - თავისუფალი გადაადგილებისთვის, ძუძუთი კვებისთვის, ბავშვის მშვიდი ძილისთვის.
გვქონია განსაკუთრებული შემთხვევებიც: მაგალითად, როდესაც ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის დროს მოგვწერა მომხმარებელმა როგორ მოახერხა თავშესაფარში შესვლა და იქ კომფორტულად ყოფნა 3 თვის ჩვილთან ერთად „ბაგანას“ დახმარებით.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
„ბაგანა" ახლო მომავალში გეგმავს ლაქტაციის ხელშეწყობის მიმართულებით პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდას, პარალელურად ეძებს პარტნიორებს ექსპორტისთვის.
ცნობისთვის, პროდუქციის შეძენა შესაძლებელია „ბაგანას“ პარტნიორ მაღაზიებში :